პროჟესტოჟელი 80გ გელი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის 1%: ტუბში 80 გ (32 დოზა)
1 დოზა 1 ტუბი; პროგესტერონი- 25 მგ 800 მგ: დამხმარე ნივთიერებები: ოქტილდოდეკანოლი; კარბომერი 934. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:გესტაგენური პრეპარატი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში პროგესტერონის არსებობით, რომელიც წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს. ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი მოქმედება, პრაქტიკულად არ შეიწოვება. ჩვენებები:
მასტოპათია; მასტოდინია. დოზირების რეჟიმი:
აპლიკატორის 1 დოზა ანუ 2.5 გ გელი დაიტანება თითოეული სარძევე ჯირკვლის ზედაპირზე 2-ჯერ დღეში, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. საშუალოდ 5 გრამი ყოველდღიურად, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს. გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი. უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
სად შევიძინოთ?
სულ 280 აფთიაქშიქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
რუსთაველის №172
მეგობრობის გამზ. №10
გურიის ქ. №37
თბილისი,დიდი დიღომი