პროსტამოლ უნო 320მგ #30კაფს
საერთაშორისო დასახელება - Serenoa repens extract
ACT კლასიფიკაციის კოდი - G04CX02
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:კაფს. 320 მგ: 30 ც. 1 კაფსულა შეიცავს აქტიური სამკურნალო კომპონენტის:
საბალის ნაყოფის ექსტრაქტი (Ext. Sabalis serrulatae 9-11:1)-320 მგ დამხმარე ნივთიერებები:
სუქცინილირებული ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები E 124, E 171, E 172. ჩვენებები:
კომპლექსურ თერაპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(I და II სტადია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ. მიღების წესები და დოზები:
პრეპარატის 1 კაფსულის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, კვების შემდეგ სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა - არა ნაკლებ 1,5 თვე, მყარი ეფექტის მიღწევის ვადა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
პროსტამოლი® უნოს კარგი ამტანობის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კუჭის ტკივილი. უკუჩვენება:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა. განსაკუთრებული მითითებები:
მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევა საჭიროებს პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას იმ შემთხვევაშიც, როცა დაავადების სიმპტომების გამოვლენა მცირდება. შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის ვადა არის 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე.
კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!
პრეპარატი ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა +15°C - +25°C
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია