newhospitals

პროსტალიზინა (PROSTALIZINA)

პროსტალიზინა (PROSTALIZINA)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2304ნახვა

HERBAPOL, პოლონეთი

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი: G04C

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შინაგანად მისაღები პასტა: ტუბში 100 გ 100 გ ჭინჭრის ფესვების შემკვრივებული ექსტრაქტი - 83.1 გ კარაგენი - 1.5 გ გლიცეროლი - 15.1 გ ნატრიუმ ბენზოატი - 0.1 გ ფორთოხლის ზეთი - 0.2 გ ერთი ჩაის კოვზი ჭინჭრის ფესვის ექსტრაქტი რაოდენობრივად შეიცავს 6 მგ β-სიტოსტერინის ექვივალენტს.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალური დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ამსუბუქებს შარდის გამოყოფას, ამცირებს შარდის სტაზის მოცულობას. პროსტალიზინის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ლიპიდურ-სტეროიდული კომპლექსის არსებობით, რომლის ძირითად კომპონენტს შეადგენს β-სიტოსტერინი. ლიპიდურ-სტეროიდული კომპლექსი, რომელსაც შეიცავს ჭინჭრის ფესვის ექსტრაქტი, ერთის მხრივ აბლოკირებს SHBG-ს (სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელი გლობულინი) სისხლში, და მეორეს მხრივ, ამუხრუჭებს 5-βα-რედუქტაზას აქტივობას, რომელიც გარდაქმნის ტესტოსტერონს დიჰიდროტესტოსტერონად. დიჰიდროტესტოსტერონის დონის დაწევა ახდენს დადებით მოქმედებას, იმდენად რამდენადაც ის თამაშობს არსებით როლს პროსტატის ჰიპერპლაზიის სტიმულაციაში. აქტიურ, პროსტატის საწინააღმდეგო კომპონენტებს, რომლებსაც შეიცავს ჭინჭრის ფესვის ექსტრაქტი, მიეკუთვნებიან პოლისაქარიდები და იზოლექტინები (UDA), რომლებიც იწვევენ ლიმფოციტ თ-ს აქტიურობას, ამუხრუჭებენ არომატაზის ფუნქციას, რომელიც გარდაქმნის ტესტოსტერონს ესტრადიოლად, უჯრედების ზრდის ინტენსიფიცირებისას, ასუსტებს პროსტაგლანდინების სინთეზს და სისხლის შრატში ამცირებს გლობულინის შემცველობას, რომელიც მას აკავშირებს სასქესო ჰორმონებთან.

 

ჩვენებები:

როგორც დამხმარე საშუალება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისას კეთილთვისებიანი სტადიის შემთხვევაში შემდეგი სიმპტომების დროს: - პოლაკიურია; - ღამის სპაზმები შარდის გამოყოფისას; - შეკავება შარდის გამოყოფის დაწყებისას; - შარდის გამოყოფა წვეთებად. მიუხედავად სამკურნალო პასტის მიღებისა, პაციენტი სისტემატურად უნდა იმყოფებოდეს უროლოგის ზედამხედველობის ქვეშ. დოზირების რეჟიმი პრეპარატი მიიღება პერორალურად, 3-ჯერ დღეში თითო ჩაის კოვზი პასტა გახსნილი 1/2-2/3 მდუღარე წყალში.

 

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის არეში ტკივილი სუსტი ფორმით.

 

უკუჩვენებები:

უცნობია.

 

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. HERBAPOL

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.