პროქტოზანი
შემადგენლობა:
1 გ მალამოს შემადგენლობაში შედის: ბუფექსამაკი-50 მგ ბისმუთის სუბგალატი-50 მგ ტიტანის დიოქსიდი - 50 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი - 5 მგდამხმარე ნივთიერებები: ცვილი, თხევადი პარაფინი, პოლიკოსი (20% პოლიეთილენი + 80% თხევადი პარაფინი), იზოპროპილის პალმიტატი, სორბიტანის სესკვიოლეატი, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.
1 რექტალური სანთლის შემადგენლობაში შედის: ბუფექსამაკი - 250 მგ ბისმუთის სუბგალატი - 100 მგ ტიტანის დიოქსიდი - 100 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი - 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰემოროიდული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები: ბუფექსამაკი -არილძმარმჟავას წარმოებული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ბისმუთის სუბგალატს და ტიტანის დიოქსიდს აქვს შემკვრელი მოქმედება, აგრეთვე აშრობს კანს და აჩქარებს ჭრილობების რეგენერაციას. ლიდოკაინი_ ამიდური ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნერვული იმპულსის წარმოქმნის და გავრცელების ბლოკირებასთან, რაც განპირობებულია მემბრანომასტაბი-ლიზირებელი აქტივობით და ნატრიუმის იონებისთვის ნეირონის მემბრანის შეღწევადობის შემცირებით. ჩვენება: - I და II ხარისხის ჰემოროი (ბუასილი); - უკანა ტანის ნახეთქები (ყითას ნახეთქები); - მწვავე და ქრონიკული ანალური ეგზემა; - სწორი ნაწლავის მიდამოს ანთებითი პროცესები (მათ შორის პროქტიტი).
მიღების წესი და დოზირება: პროქტოზანის მალამო გარეგანად გამოიყენება ანალური ხვრელის დაზიანებულ უბნებზე 2-ჯერ დღეში. მალამოს გამოყენებამდე საჭიროა დაბანა თბილი წყლით (უსაპნოდ) და რბილი ხელსახოცით გამშრალება. რექტალურად პროქტოზანის მალამო აპლიკატორით შეჰყავთ სწორ ნაწლავში 1-2 ჯერ დღეში, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. რექტალური სანთლები გამოიყენება 1-2 ჯერ დღეში, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება მწვავე მოვლენების შემცირებიდან 8_10 დღის განმავლობაში. გვერდითი მოქმედება: ალერგიული რეაქციები: შესაძლოა ანალური ხვრელის არეში წვა, ქავილი, კანის გაწითლება, შეშუპება, ქერცლისა და ბუშტუკის წარმოქმნა. უკუჩვენება: - სპეციფიკური ანთებითი პროცესები ( მათ შორის სიფილისი, ტუბერკულოზი); - ბავშვთა ასაკი; - ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; - პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. ორსულობა და ლაქტაცია: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატის გამოყენების შემდეგ სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში ან გვერდითი მოქმედების მოვლენების დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. პროქტოზანის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავენ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას. პროქტოზანისა და პრეზერვატივის ერთდროული გამოყენება ამცირებს პრეზერვატივის სიმტკიცეს, რაც არასაიმედოს ხდის ამ უკანასკნელს.
დოზის გადაჭარბება: არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: მონაცემები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არის მოცემული. შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25° C. ვარგისიანობის ვადა -3 წელი. მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL AG (გერმანია)