newhospitals

პროჰეპსი #30ტ

პროჰეპსი #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
5
2
რეკომენდაცია
1შეფასება
2812ნახვა
საერთაშორისო დასახელება - Vit.C,E,D3,B1,B2,B6,B12,Mn,Zn
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰეპატოპროტექტორები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი 30ც

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატში წარმოდგენილი ვიტამინები და მიკროელემენტები ხელს უწყობს ორგანიზმში ყველა მეტაბოლიტური პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვიტამინები ახდენენ იმუნიტეტის სტიმულაციას და ხელს უშლიან ჰეპატოცელულარული სტრუქტურის შეცვლას.
მაგნიუმი და თუთია ორგანიზმის ყველა უჯრედის მნიშვნელოვანი ელემენტებია; ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცილის სინთეზში, ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში და აძლიერებენ იმუნიტეტს.
პაპაის ფერმენტი, რომელიც მიიღება ჩარიცა ნაყოფის ფხვნილისაგან, აუმჯობესებს კუჭში საკვებგადამამუშავებელ პროცესს.
ფოსფატიდილქოლინი (ლეციტინი) იცავს ღვიძლს ალკოჰოლის, სამკურნალო საშუალებების, ვირუსებისა და მომწამვლელი ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისაგან; ფოსფატიდილქოლინის შემცველი საკვები დანამატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციაში.
ქოლინის ბიტარტრატი მონაწილეობს ქოლესტერინის ტრანსპორტირებასა და მეტაბოლიზმში, ღვიძლში მისი დაგროვების აცილების გზით.
პროჰეფსი შეიცავს ჰეპატოპროტექტორული, ჰეპატოტროპული და ლიპოტროპული მოქმედებების მქონე ნივთიერებების კომპლექსს და გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის, სიმსუქნის და ალკოჰოლიზმის დროს, ორსულებში ტოქსიკოზის დროს.
პროჰეპსი-პრეპარატია, რომელიც წარმოადგენს 9 ვიტამინის, 2 მიკროელემენტის, 2 ნატურალური დანამატის და მნიშვნელოვანი ფოსფოლიპიდების კომპლექსს, და რეკომენდებულია ორგანიზმის ნორმალური და დეფიციტური მდგომარეობების დროს.

 

ჩვენებები:
პროჰეპსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- ჰეპატოტოქსიკური სამკურნალო პრეპარატებით და ქიმიური ნივთიერებებით ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა.

 

მიღების წესები და დოზები:
მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან მის შემდეგ.
მოზრდილებში: 1 ტაბლეტი დღეში.

 

გვერდითი მოვლენები:
რეგისტრირებული არ არის.

 

უკუჩვენება:
- ღვიძლის მძიმე დაავადებები
- პორტალური ენცეფალოპათია
- ღვიძლის პრეკომა და კომა
- თირკმლის მწვავე უკმარისობა
- ჰიპერამონემია
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ლევოდოპით მკურნალობის დროს (ვინაიდან პირიდოქსინს ანტაგონისტური მოქმედება აქვს).

 

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ნებისმიერ საჩივარს უნდა ახლდეს პარტიის ნომერი, რომელიც დაბეჭდილია კოლოფზე ან ეტიკეტზე!

 

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
GlaxoSmithKline group of companies
რუმინეთი

maia eluashvili
2021-04-01

dzalian kargi wamaliaa ertxel davlie mere agar iyoo . axla agar ari deficitshii?

ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.