პრობილაკი #20კაფს +
საერთაშორისო დასახელება - bifidumbacterium, lactobacterium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:კაფსულა 20ც ერთი კაფსულა შეიცავს 1*109 ცოცხალ ბაქტერიას:
Lactobacillus acidofilus LA-5
Bifidobacterium BB-12
ერთი კაფსულა შეიცავს 180 მგ პრობიოტიკულ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზა, კარტოფილის სახამებელი, ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. ჩვენებები:
ნაწლავური მიკროფლორის მაკორეგირებელი საშუალება მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში:
- ნაწლავის ფლორის ნორმალიზაციისათვის: 1-3 კაფსულა დღეში.
- მოგზაურობის დროს: 1 კაფსულა დღეში სამჯერ. მისი მიღება იწყება მოგზაურობამდე 2 დღით ადრე და გრძელდება ორი დღე დაბრუნების შემდეგ.
- ნაწლავის ფლორაზე ანტიბიოტიკებს ნეგატიური მოქმედების თავიდან ასაცილებლად: 2-3 კაფსულა დღეში (ანტიბიოტიკოთერაპიის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს 3 საათში ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ). პრობილაკის მიღება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი კვირა ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვებში:
0-დან 3წლამდე 1 კაფსულა ერთხელ დღეში - კაფსულა შეიძლება გაიხსნას შაქრიან წყალში ან მოეყაროს საკვებს; 3-დან 12 წლამდე: 1-2 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი. უკუჩვენება:
არ არის გამოვლენილი. შენახვის პირობები და ვადები:
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.
შენახვის ვადა 2 თვე. ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Media Corporation
აშშ