newhospitals

პრილამიდი/Prilamid 4 მგ/1,25 მგ

პრილამიდი/Prilamid 4 მგ/1,25 მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2334ნახვა
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (შეესაბამება 3,338
მგ პერინდოპრილს) და 1,25 მგ ინდაპამიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, ლაქტოზას მონოჰიდრატი,
პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა (სილიციფიცირებული), სილიციუმის
დიოქსიდი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
შეფუთვის ზომა: 20, 30,50 ან 60 ტაბლეტი კოლოფში.

1. რა არის პრილამიდი და რისთვის გამოიყენება იგი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რენინანგიოტენზურ სისტემაზე, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის
ინჰიბიტორები დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ათქ-კოდი: C09BA04.

პრილამიდი წარმოადგენს ორი მოქმედი ნივთიერების - პერინდოპრილის და
ინდაპამიდის კომბინაციას.
 პერინდოპრილი მიეკუთვნება იმ პრეპარატების კლასს, რომელთაც ეწოდება
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები. ეს პრეპარატები
აფართოებენ სისხლძარღვებს და ამით ამარტივებენ გულის სატუმბო მუშაობას,
რომელიც უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევას ამ სისხლძარღვებში.
 ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება. დიურეზული საშუალებები
ზრდიან თირკმლების მიერ გამომუშავებულ შარდის რაოდენობას, ასევე ამ
პრეპარატებს შარდმდენი საშუალებები ეწოდება. თუმცა, ინდაპამიდი
განსხვავდება დანარჩენი დიურეზული საშუალებებისგან იმით, რომ
მხოლოდ უმნიშვნელოდ ზრდის წარმოქმნილი შარდის რაოდენობას.
თითოეული მოქმედი ნივთიერება დაბლა წევს არტერიულ წნევას და მათი
ერთობლივი მოქმედება არტერიული წნევის დონის კონტროლის საშუალებას
იძლევა.

გამოყენების ჩვენებები
 პირველადი არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა),
თუ პერინდოპრილით მონოთერაპია არ არის საკმარისად ეფექტური.

2. პრილამიდის გამოყენების წინ

უკუჩვენებები
 ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პერინდოპრილზე ან სხვა
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა
სულფონამიდებზე, მოცემული ტაბლეტების სხვა კომპონენტებზე;
 ანგიონევროზული შეშუპება (გამოწვეული ანგიოტენზინ-გარდამქმნელი
ფერმენტის ინჰიბიტორების მიღებით, მემკვიდრეობითი, იდიოპათური)
ანამნეზში, რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს: გაძნელებული სუნთქვა,
სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან ძლიერი გამონაყარი კანზე;
 ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის
დეგენერაციული დაავადება);
 თირკმლების მძიმე დაავადება ან დიალიზი;
 სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი შემცველობა;
 საეჭვო, არანამკურნალევი დეკომპენსირებული გულის უკმარისობა
(ორგანიზმში გამოხატული წყლის შეკავება, სუნთქვის გაძნელება);
 ორსულობა ან ორსულობის დადგომის ალბათობა; ძუძუთი კვება;
 ალისკირენთან ერთროული გამოყენება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე
პაციენტებში.
 უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან:
 აორტის სტენოზის არსებობისას;
მიტრალური სარქველის სტენოზის არსებობისას;
 ჰიპერტროფული კარდიომიოპათიისას;
თირკმლის არტერიის სტენოზის არსებობისას;
 გულის ან თირკმლების სხვა დაავადებების არსებობისას;
 ღვიძლის დაავადებების არსებობისას;
 შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების არსებობისას, მაგალითად,
სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის დროს;
ათეროსკლეროზის არსებობისას;
 ჰიპერპარათირეოზის დროს;
 ნიკრისის ქარის დროს;
 შაქრიანი დიაბეტის არსებობისას;
 დაბალმარილოვანი დიეტის დაცვისას ან კალიუმის შემცველი მარილის
შემცვლელების გამოყენებისას;
 ლითიუმის ან შარდმდენი საშუალებების, ე.წ. კალიუმდამზოგველი
დიურეზული საშუალებების (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი,
ეპლერენონი) მიღებისას. ასევე იხილეთ („სამკურნალო ურთიერთქმედება“);
 არტერიული წნევის დასაწევი სხვა პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა
ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, სხვა
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ან ალისკირენი ასევე
იხ. „უკუჩვენებები“;
 ასევე გეპარინების აცეტილსალიცილის მჟავის დოზით ≥ 3 დღეში,
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, იმუნოდეპრესანტების,
(ისეთების, როგორიცაა ციკოსპორინი ან ტაკროლიმუსი), კოტრიმოკსაზოლის, (ასევე
ცნობილი, როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოკსაზოლი);
 რაცეკადოტრილის (საშუალება დიარეის მკურნალობისთვის) ან
სიროლიმუსის, ევეროლიმუსის, ტემსიროლიმუსის და სხვა საშუალებების
მიღებისას, რომელიც mTOR კლასის ინჰიბიტორებს მიეკუთვნება (გამოიყენება
ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების თავიდან აცილების მიზნით), ასევე
გლიპტინები (ლინაგლიპტინა, საქსაგლიპტინა, სიტაგლიპტინა, ვილდაგლიპტინა,
რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (მაგალითად, სასუნთქი გზების ან
ენის შეშუპების, სუნთქვის ფუნქციის შესაძლო დარღვევით) განვითარების რისკი;
 თუ თქვენი ასაკი 70 წელს აღემატება.
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს იმის შესახებ, რომ
ღებულობთ მოცემულ პრეპარატს, თუ:
 თქვენთვის ანესთეზიის ან/და ოპერაციის ჩატარება იგეგმება ;
 უახლოეს წარსულში გქონდათ ფაღარათი ან ღებინება, ან გაუწყლოება;
 შეამჩნიეთ კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ;
 გაქვთ მდგრადი მშრალი ხველა;
 გაგიჩნდათ ტკივილი მუცლის არეში გულისრევის ან ღებინების არსებობით ან
არარსებობით; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის
სიმპტომი, რომელსაც ეწოდება ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება;
 გიტარდებათ დიალიზი ან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი
(ქოლესტერინის მოცილება სისხლიდან სპეციალური აპარატის მეშვეობით);
 დანიშნული გაქვთ ფუტკრების ან კრაზანების ნაკბენების მიმართ ალერგიის
მკურნალობა (დესენსიბილიზაცია); დანიშნული გაქვთ გამოკვლევა იოდის შემცველი კონტრასტული
ნივთიერებების შეყვანით.
 პრილამიდით მკურნალობისას, თქვენ შეამჩნით მხედველობასთან
დაკავშირებული რაიმე ცვლილება, ტკივილი ერთ ან ორივე თვალში, ეს
შეიძლება იყოს გლაუკომის განვითარების ნიშანი, თვალშიდა წნევის აწევა,
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
პრილამიდი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური შავკანიანი პაციენტების
მკურნალობისას.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი რეაქცია დოპინგის ტესტებზე

.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
თუ ამჟამად ან ახლო წარსულში თქვენ ღებულობდით სხვა წამლებს, მათ შორის
ურეცეპტო წამლებს, მცენარეული ან ნატურალური ნედლეულისგან დამზადებულ
პრეპარატებს, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
მოერიდეთ მოცემული პრეპარატის მიღებას:
 ლითიუმთან ერთად (ინიშნება დეპრესიების მკურნალობისთვის);
 შარდმდენ საშუალებებთან ერთად (კალიუმის დამზოგავი დიურეზული
საშუალებები, მაგალითად, ამილორიდომი, ტრიამტერენომი და სხვ.),
მარილის დანამატებით ან შემცველებით, კალიუმის შემადგენლობით.
 ალისკირენთან ერთად თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევისას.
 ესტრამუსტინთან ერთად (გამოიყენება კიბოს მკურნალობისთვის).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ მკურნალ ექიმს პრეპარატის
მიღების წინ იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ შემდეგი პრეპარატებიდან ერთერთს:
 მომატებული არტერიული წნევის მკურნალობისთვის განკუთვნილ სხვა
წამლებს (ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ), აგფ-ს სხვა
ინჰიბიტორებს ან ალისკირენს);
 ნებისმიერ ი ტიპის დიურეზულებს;
 გულის უკმარისობის სამკურნალო კალიუმის დამზოგავ დიურეზულებს:
ეპლერენონს და სპირინოლაქტონს დოზით 12,5-დან 50 მგ-მდე/დღე-ღამეში;
 ვაზოდილატატორებს, ნიტრატების ჩათვლით (გამოიყენება
სისხლძარღვების გასაფართოებლად);
 ჰეპარინებს (გამოიყენება სისხლის გასათხელებლად);
 გულის არითმიის სამკურნალო პრეპარატებს (მაგალითად, პროკაინამიდს,
ჰიდროქინიდინს, დიზოპირამიდს, ქინიდინს, ამიოდარონს, სოტალოლს,
დოფეტილიდს, იბუტილიდს, ბრეტილიუმს, დიფემანილს);
 დიგოქსინს ან სხვა გულის გლიკოზიდებს (გულის დაავადების
სამკურნალოდ);
 ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (თივის ცხელების ან ალერგიის
სამკურნალოდ, მაგ. ტერფენადინს, ასთემიზოლს, მიზოლასტინს);
 ბეპრიდილს (სტენოკარდიის სამკურნალო);
 ბენზამიდებს (ინიშნება ფსიქიკური აშლილობებისას, მაგალითად,
სულტოპრიდს, ამისულპრიდს, სულპირიდს, ტიაპრიდს);
 ბუტიროფენონებს (ინიშნება ფსიქიკური აშლილობებისას, მაგალითად,
ჰალოპერიდოლს, დროპერიდოლს);
 ციზაპრიდს (პრეპარატს ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესებისთვის);
 ერითრომიცინს ინექციის სახით (ანტიბიოტიკს);
 მოქსიფლოქსაცინს ან სპარფლოქსაცინს (ანტიბიოტიკებს);
 მეტადონს (ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატს);
 ალოპურინოლს (ნიკრისის ქარის სამკურნალოდ);
 კორტიკოსტეროიდებს (სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მძიმე
ასთმისა და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით);
 იმუნოდეპრესანტებს (ინიშნება აუტოიმუნური დაავადებებისას ან ორგანოს
ტრანსპლანტაციის შემდეგ, მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);
 კიბოს სამკურნალო პრეპარატებს,
 ჰალოფანტრინს (მალარიის სამკურნალოდ);
 პენტამიდინს (პროტოზოური ბუნების პნევმონიის სამკურნალოდ);
 ვინკამინს ინექციის სახით (ხანდაზმულებში სიმპტომატური კოგნიტიური
დარღვევებისას);
 ბაკლოფენს (გაფანტული სკლეროზის დროს);
 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო წამლებს (ინსულინს, მეტფორმინს,
გლიმეპირიდს ან გლიპტინებს);
 კალციუმს; 
 მასტიმულირებელი მოქმედების საფაღარათო საშუალებებს (მაგალითად,
სენას);
 არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს) ტკივილის
მოსახსნელად ან სალიცილატებს მაღალი დოზებით (მაგალითად,
აცეტილსალიცილის მჟავას დოზით ≥ 3 გ/დღე-ღამეში);
 ამფოტერიცინი B ინექციის სახით (მძიმე სოკოვანი დაავადებისას);
 პრეპარატებს ისეთი ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვის,
როგორიცაა: დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგალითად, ტრიციკლური
ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსური საშუალებები);
 ტეტრაკოზაქტიდს (კრონის დაავადებისას);
 ოქროს პრეპარატებს (ნატრიუმის აუროთიომალატი) ინექციის სახით
(რევმატიზმის დროს);
 რაცეკადოტრილს (დიარეის დროს) ან mTOR ინჰიბიტორები (სიროლიმუსი,
ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და ა.შ. - ღებულობენ
ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების თავიდან აცილების
მიზნით), ასევე იხ. „დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე“.
 დაბალი წნევის, შოკის და ასთმის სამკურნალო წამლებს (ეფედრინს,
ნორადრენალინს ან ადრენალინს);
 კოტრიმოქსაზოლს (ტრიმეტოპრიმს/სულფამეტოქსაზოლს - გამოიყენება
ინფექციების სამკურნალოდ).
თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ წამლის დასახელებაში, შეეკითხეთ მკურნალ
ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
პრილამიდი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით დაუნიშნავენ პრეპარატს ახალგაზრდა
ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება. თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას ან
უკვე ორსულად ხართ, შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ
შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის მიღების წინ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ მან
შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე წნევის დაწევის გამო,
განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ამ შემთხვევაში
სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი შეიძლება
შემცირდეს.
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ
აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, განიხილეთ მასთან მოცემული პრეპარატის
მიღება.

3. როგორ უნდა იქნას მიღებული პრილამიდი
პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით.
შიგნით მიღებისთვის. პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე,
ერთი ჭიქა წყალთან ერთად.
რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის
1 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ.
რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური შერჩევა. მოცემული პრეპარატი
გამოიყენება, როდესაც არტერიული წნევა კონტროლს არ ექვემდებარება
პრილამიდის 2 მგ/0,625 მგ ტაბლეტების მეშვეობით.
ხანდაზმული პაციენტები
დოზას შეარჩევს ექიმი. მკურნალობას იწყებენ არტერიული წნევისა და თირკმლების
ფუნქციის რეაქციის შეფასების შემდეგ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები)
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
საშუალო ხარისხის სიმძიმის თირკმლის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 30-
60 მლ/წთ) რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ადეკვატური დოზით
თავისუფალ კომბინაციებში.
60 მლ/წთ და მეტი კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლებისას დოზის კორექტირება
არ მოითხოვება. ასეთ პაციენტებზე სამედიცინო დაკვირვება უნდა მოიცავდეს
კრეატინინის და კალიუმის დონის ხშირ კონტროლს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.
საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზის კორექტირება არ
მოითხოვება.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი
საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში. ჭარბი დოზირების ყველაზე სავარაუდო
ეფექტი - დაბალი არტერიული წნევაა. წნევის მნიშვნელოვანი დაწევისას (რომლის
სიმპტომებსაც წარმოადგენს თავბრუსხვევა და სისუსტე) პაციენტებს შველის
ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება სხეულის დონის ზემოთ აწეული ფეხებით.
პრეპარატის მიღების გამოტოვება
მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ არც ერთი მიღება, რადგან რეგულარული
მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუ თქვენ მაინც გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზის
მიღება, მიიღეთ პრეპარატი, როგორც კი გაგახსენდებათ, და განაგრძეთ მკურნალობა
გაწერილი სქემით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის
კომპენსაციისთვის!
მკურნალობის შეწყვეტა
მანამ, სანამ შეწყვიტავთ მკურნალობას, მიმართეთ ექიმს. მკურნალობის გაგრძელება
შესაძლებელია საჭირო გახდეს მაშინაც კი, როდესაც თქვენ კარგად იგრძნობთ თავს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან
დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლებელი გვერდითი ეფექტები

ისევე, როგორც ყველა წამალი, პრილამიდს შეუძლია გვერდითი ეფექტების
გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება.
დაუყოვლებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ
შეამჩნიეთ სერიოზული ალერგიული რეაქციის ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთერთი, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც წესი,
სტაციონარში:
 სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, თვალების და ყელის შეშუპება;
 სუნთქვის გაძნელება;
 ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე;
 ბუშტულების წარმოქმნა კანზე, პირში, თვალების გარშემო და შორისის არეში.
ასევე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაგიჩნდათ:
 უჩვეულოდ ხშირი ან არათანაბარი გულისცემა;
 ტკივილი გულმკერდის არეში.
სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი (100 ადამიანიდან 1-10- ში):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ძირითადად კანის ალერგიული და ასთმური
რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებს), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი,
პარესთეზია, დისგევზია, მხედველობის აშლილობა, ვესტიბულარული
თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, არტერიული ჰიპოტენზია (და მასთან
დაკავშირებული ეფექტები), ხველება, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა,
დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, ქავილი, გამონაყარი, მაკულო-პაპულეზური
გამონაყარი, კუნთების კრუნჩხვები, ასთენია.
არახშირი (1000 ადამიანიდან 1-10-ში):
ეოზინოფილია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერკალიემია, შექცევადი თერაპიის მოხსნისას,
ჰიპონატრიემია, განწყობის დარღვევა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, გულის წასვლა,
ძლიერი გულის ფრიალი, ტაქიკარდია, ვასკულიტი, ბრონქოსპაზმი, პირის
სიმშრალე, ღებინება, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერჰიდროზი,
სინათლის მგრძნობელობის რეაქციები, პემფიგოიდი, პურპურა, ართრალგია,
მიალგია, თირკმლის უკმარისობა, ერექტალური დისფუნქცია, ტკივილი
გულმკერდის არეში, შეუძლოდ ყოფნა, პერიფერიული შეშუპებები, ჰიპერთერმია,
სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება,
ვარდნა.
 იშვიათი (10000 ადამიანიდან 1- 10-ში):
ფსორიაზის გამწვავება, მომატებული დაღლადობა, სისხლში ბილირუბინის დონის
მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
ძალიან იშვიათი (10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში):
რინიტი, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია,
ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია, ჰიპერკალციემია,
გონების არევ-დარევა, ინსულტი (შესაძლებელია მეორადი, მაღალი რისკის მქონე
პაციენტებში გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შედეგად), სტენოკარდია,
არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, წინაგულების ფიბრილაციის
ჩათვლით), მიოკარდიუმის ინფარქტი(შესაძლებელია მეორადი, მაღალი რისკის
მქონე პაციენტებში გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შედეგად),
ეოზინოფილური პნევმონია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენსჯონსონის სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოგლობინის და
ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის დადგენა):
კალიუმის დეფიციტი ჰიპოკალიემიის განვითარებით, განსაკუთრებით სერიოზული
მაღალი რისკის მქონე გარკვეულ ჯგუფებში, ღვიძლის უკმარისობის ფონზე ღვიძლის
ენცელოპათიის განვითარების შესაძლებლობა, მხედველობის მოშლა, მიოპათია,
მხედველობის ბუნდოვანება, ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია
(პოტენციურად ლეტალური), ადრე არსებული მწვავე დისემინირებული წითელი
მჭამელას მიმდინარეობის შესაძლო გაუარესება, სისხლში გლუკოზის დონის
მომატება, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება
ეკგ-ზე
თუ თქვენ გაგიჩნდათ გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ
ჩანართ ფურცელში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.
 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.