newhospitals

პრევენიტ ინტენსივი

პრევენიტ ინტენსივი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2540ნახვა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): pyridoxine, Cobalamin, folic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: ბიოფარმი
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)


შემადგენლობა:

1 ტაბ.
ფოლიუმის მჟავა . . . . . . . . . . . . . 800 µგ
ვიტამინი В6 . . . . . . . . . . . . . . . . . 3 მგ
ვიტამინი В12 . . . . . . . . . . . . . . . 500 µგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფოლიუმის მჟავა აქტიურად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, ნუკლეინის მჟავას და ზოგიერთი ამინომჟავას (ჰომოცისტეინის)სინთეზში, კერძოდ ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაციას, შესაბამისად ხელს უშლის სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებას, სისხლძარღვების შევიწროვებას, სისხლის შედედების გაზრდას, რაც ახდენს ათეროსკლეროზის და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პრევენციას. ვიტამინი В6 - მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აქტიურად მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინისა და ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვას, ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმაში გადასვლას.
ვიტამინი В12- აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ის მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ასევე ტრანსმეთილირების პროცესებში. ხელს უწყობს მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინისა და კრეატინინის სინთეზს. ვიტამინი
В12 დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის.
ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.Aაუცილებელია უჯრედის ზრდისა და რეპლიკაციისათვის.

 

ჩვენებები:

• გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის შემცირება (გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, თრომბოზი, ინსულტი),
• ათეროსკლეროზის განვითარების პროფილაქტიკა
• არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკის შემცირება
• В12 , В6 და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი

მიღების წესები და დოზები
1 ტაბლეტი დღეში.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ადისონ-ბირმერის სინდრომი.

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.