newhospitals

პრესტილოლ 5მგ

პრესტილოლ 5მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
4
რეკომენდაცია
0შეფასება
7780ნახვა



პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი ბოლომდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

 

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი, ის შეიძლება თქვენ კიდევ დაგჭირდეთ.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ  ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისთვის. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათი სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს თქვენსას.

თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე გვერდითი ეფექტები, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერლი ამ ჩანართში (იხილეთ განყოფილება 4).


ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

 

1. რა არის პრესტილოლი და რა შემთხვევებში გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პრესტილოლის მიღების დაწყებამდე

3. როგორ გამოიყენება პრესტილოლი

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

5. პრესტილოლის შენახვის შესახებ

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია


1. რა არის პრესტილოლი და რა შემთხვევებში გამოიყენება


პრესტილოლის ყოველ ტაბლეტი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას -ბისოპროლოლის ფუმარატს და პერინდოპრილ არგინინს:

ბისოპროლოლის ფუმარატი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ბეტა ბლოკერები. ბეტა ბლოკერები ამცირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს და აადვილებენ გულის მიერ სისხლის გადატუმბვას. 

პერინდოპრილ არგინინი წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს. სისხლძარღვებზე ახდენს გამაფართოებელ მოქმედებას, რის შედეგადაც გულს უადვილდება მათში სისხლის გადატუმბვა. 


პრესტილოლი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზია) სამკურნალოდ ან/და გულის მხრივ გართულებების რისკის შესამცირებლად (როგორიც არის მიოკარდიუმის ინფარქტი) გულის სტაბილური იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში (მდგომარეობა, როდესაც გულის სისხლით მომარაგება დაქვეითებული ან ბლოკირებულია), იმ პირებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან/და ჩატარებული აქვთ ოპერაცია გულის სისხლმომარაგების გაუმჯობესებისთვის, მისი მომმარაგებელი სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე.

ბისოპროლოლის ფუმარატის და პერინდოპრილ არგინინის ცალ-ცალკე მიღების ნაცვლად დაგჭირდებათ პრესტილოლის მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღება, რომელიც შეიცავს ორივე მოქმედ ნივთიერებას, იგივე დოზებით.


2. რა უნდა იცოდეთ პრესტილოლის მიღების დაწყებამდე

&nbs
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.