პრესტარიუმი 10 მგ #30ტ
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით, ბოლომდე წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი ბოლომდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. ის შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ.
• თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
• ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირთათვის. Aამან შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
• თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე არასასურველ ეფექტებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართში აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ფარმაცევტს ან მედდას. იხ. განყოფილება 4. ეს ფურცელი ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის პრესტარიუმი და რა შემთხვევებში გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ პრესტარიუმის® მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება პრესტარიუმი®
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პრესტარიუმის® შენახვის შესახებ
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია 1. რა არის პრესტარიუმი და რა შემთხვევებში გამოიყენება ის
პრესტარიუმი® წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს. ის ავლენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას, რაც ამცირებს სისხლის ზეწოლას. პრესტარიუმი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა,
• გულის უკმარისობის მკურნალობა (დაავადება, როდესაც გული აღარ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით);
• გულის მხრივ გართულებების რისკის შესამცირებლად, როგორიც არის გულის შეტევა, პაციენტებში, გულის სტაბილური იშემიური დაავადებით (მდგომარეობა, როდესაც გულის სისხლმომარაგება შემცირებულია ან ბლოკირებულია) და პაციენტებში, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ გულის შეტევა ან/და გულის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებელი ოპერაცია მისი მომმარაგებელი სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე. 2. რა უნდა იცოდეთ საჭირო პრესტარიუმის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ პრესტარიუმი
• თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6), ან ნებისმიერ სხვა აგფ ინჰიბიტორზე
• თუ ადრე სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ან სხვა ვითარებაში თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან კანზე უხვი გამონაყარი (ანგიონევროზული შეშუპება),
• თუ თქვენ ხართ ორსულად და ორსულობის ვადა აჭარბებს 3 თვეს (ორსულობის ადრეულ ვადებზე ასევე საჭიროა პრესტარიუმის® მიღებისგან თავის შეკავება – იხ. განყოფილება <<ორსულობა>>),
• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი და თირკმლის დარღვეული ფუნქცია ასევე თუ თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ ალისკირენის შემცველ პერპარატს
• თუ თქვენ გადიხართ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. გამოყენებული აპარატიდან გამომდინარე პრესტარიუმი® შეიძლება თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს,
• თქვენ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია სისხლის მოდინება თირკმელებთან (თირკმლის არტერიის სტენოზი).
• თქვენ ღებულობთ საკუბიტრილს და ვალსარტანს – გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები (იხ. განყოფილებები <<იყავით განსაკუთრებით ფრთხილად>> და << პრესტარიუმის® და სხვა პრეპარატების მიღება>>). იყავით განსაკუთრებით ფრთხილად შემდეგ შემთხვევებში:
პრესტარიუმის მიღებამდე გაიარეთ ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის კონსულტაცია იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ:
• თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების სისხლით მომმარაგებელი არტერიის შევიწროვება),
• თუ გაწუხებთ გულის სხვა დაავადება,
• თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია,
• თუ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია ან იმყოფებით დიალიზზე,
• თქვენ სისხლში ანომალურად მომატებულია ჰორმონი ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსტენორიზმი),
• თუ გაწუხებთ კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადება, როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება),
• თუ გაქვთ დიაბეტი,
• თუ იცავთ დიეტას მარილის მცირე შემცველობით ან ღებულობთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,
• თუ მოგელით ანესთეზია ან/და სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,
• თუ გადიხართ დსლპ აფერეზს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოყოფა),
• თუ იტარებთ მკურნალობას, რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენებზე,
• თუ უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან ორგანიზმის გაუწყლოება,
• თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ,
• თუ თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩამათვლილ რომელიმე პრეპარატს:
- ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) (ასევე ცნობილია როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული, თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
- ალისკირენი
თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი. ასევე იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში ,,არ მიიღოთ პრესტარიუმი”
- თუ ხართ აფრიკული წარმოშობის, რადგანაც თქვენ შეიძლება იმყოფებოდეთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ასევე, ეს პრეპარატი არტერიული წნევის შესამცირებლად, არააფრიკული წარმოშობის პაციენტებთან შედარებით შეიძლება იყოს ნაკლებეფექტური.
• თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების რისკი შეიძლება აგიზარდოს:
- რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ),
- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან აცილების მიზნით),
- საკუბიტრილი (გამოდის ფიქსირებული კომბინაციით ვალსარტანთან), რომელიც გამოიყენება გულის
ქრონიკული უკმარისობის დროს.
ანგიონევროზული შეშუპება
ანგიოშეშუპების (სერიოზული ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის თანმხლები შეშუპებით, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით) შემთხვევები აღნიშნულია პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის პრესტარიუმს. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს თერაპიიის დროს, ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გაგინვითარდათ აღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრესტარიუმის® მიღება და მიმართოთ ექიმს. ასევე იხ. განყოფილება 4. თქვენ უნდა გააფრთხუილო თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას). პრესტარიუმის® მიღება ორსულობის ადრეულ სტადიებზე რეკომენდებული არ არის. პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადაგნაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას (იხ. განყოფილება <<ორსულობა>>). ბავშვები და მოზარდები
პერინდოპრილის დანიშნვა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის. პრესტარიუმის და სხვა პრეპარატების მიღება
თუ თქვენ ღებულობთ, წარსულში ღებულობდით ან უნდა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრესტარიუმით მკურნალობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მიღებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვლაოს დოზა ან/და მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება:
• მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორები (არბ), ალისკირენი (ასევე იხ. ინფორმაცია რომელიც მოყვანილია განყოფილებაში <<არ მიიღოთ პრესტარიუმი>>) და <<იყავით განსაკუთრებით ფრთხილად შემდეგ შემთხვევევბში>>) ან დიურეზულები (პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას),
• კალიუმის შემნახველი პრეპარატები (მაგალითად, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ორგანიზმში კალიუმის შემცველობას (მაგალითად, ჰეპარინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია, როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფომეტოქსაზოლი),
• გულის უკმარისობის სამკურნალო, კალიუმის შემნახველი პრეპარატები: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი, დოზებით 12,5მგ-დან 50მგ-მდე დღეში,
• ლითიუმი, მანიისა ან დეპრესიის დროს,
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ტკივილის მოსახსნელად, ან ასპირინის მაღალი დოზები,
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი ან მეტფორმინი),
• ბაკლოფენი (მიიღება კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის მრავლობითი სკლეროზი),
• ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები),
• იმუნოდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც დაბლა სწევს ორგანიზმის დამცველობით ძალებს), რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევებისას ან ტრანსპლანტაციის შემდეგ (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),
• ტრიმეტოპრიმი (ინფექციის სამკურნალოდ),
• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს თერაპიაში)
• პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების საპრევენციოდ (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს იხილეთ განყოფილება <<იყავით განსაკუთრებით ფრთხილად შემდეგ შემთხვევებში>>);
• საკუბუტრილი და ვალსარტანი (გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ) იხ. განყოფილება <<შემთხვევები როდესაც არ შეიძლება პრესტილოლის მიღება>> და << იყავით განსაკუთრებით ფრთხილად>>;
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
• პროკაინამიდი (არარეგულარული გულის რითმის სამკურნალოდ),
• სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები, მათ შორის ნიტრატები (პრეპარატები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოებას);
• დაბალი არტერიული წნევის, შოკის და ასთმის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი);
• ნატრიუმის ოქრო-მარილმჟავა, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალოდ). პრესტარიუმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრესტარიუმის მიღება უმჯობესია ჭამის წინ. ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობა
თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან თუ გეგმავთ ორსულობას). როგორც წესი ექიმი გირჩევთ პრესტარიუმის® მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრესტარიუმის® მიღება ორსულობის ადრეულ ვადებზე რეკომენდებული არ არის. პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. ლაქტაცია
თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. პრესრატიუმი® რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის. თუ გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მკურნალობა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული. ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
პრესტარიუმი ჩვეულებრივ არ მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში, დაქვეითებული არტერიული წნევის გამო, შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა ან სისუსტე. ასეთ შემთხვევებში ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება დაქვეითდეს. პრესტარიუმი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მაშინ, ამ პრეპარატის მიღებამდე, საჭიროა თქვენი ექიმის კონსულტაცია. 3. როგორ მიიღება პრესტარიუმი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, დილით, საუზმის წინ, ჭიქა წყლის დაყოლებით, სასურველია ყოველდღე, ერთი და იგივე დროს. ექიმი გადაწყვეტს, რომელი დოზაა თქვენთვის შესაფერისი.
რეკომენდებული დოზები:
მომატებული არტერიული წნევა: ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5მგ-ს დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 10მგ-მდე დღეში ერთხელ. მომატებული არტერიული წნევის დროს მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ-ს დღეში.
თუ ხართ 65 წლის ან მეტის, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5მგ-ს დღეში ერთხელ. მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, 10მგ-მდე დღეში ერთხელ.
გულის უკმარისობა: ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5მგ-ს დღეში ერთხელ, მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5მგ-მდე ერთხელ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას გულის უკმარისობის შემთხვევაში.
გულის სტაბილური იშემიური დაავადება: ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს დღეში ერთხელ. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 10მგ-მდე ერთხელ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას ამ ჩვენების დროს.
თუ ხართ 65 წლის ან მეტის, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ. მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 10მგ-მდე დღეში ერთხელ. გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი პრესტარიუმი
თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა, მიმართეთ სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე მოსალოდნელი ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება, რის გამოც თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან დაკარგოთ გონება. თუ ეს მოხდა, დაწექით და ფეხები მაღლა ასწიეთ, ამან შეიძლება შეამსუბუქოს თქვენი მდგომარეობა. თუ თქვენ დაგავიწყდათ პრესტარიუმის მიღება
მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგანაც რეგულარული მიღება უფრო ეფექტურს ხდის მკურნალობას. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრესტარიუმის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა. თუ თქვენ წყვეტთ პრესტარიუმის მიღებას
იქიდან გამომდინარე, რომ პრესტარიუმის® მიღება გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, პრეპარტის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან. თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარატმა, პრესტარიუმმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ სამედიცინო პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ თქვენ აგეღნიშნებათ შემდეგი მდგომარეობიდან ერთ-ერთი:
• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. განყოფილება 2 ,,იყავით განსაკუთრებით ფრთხილად შემდეგ შემთხვევებში”) (არაგავრცელებული, ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით (გავრცელებული – ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია) ან გულის შეტევა (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• სისუსტე ხელებში ან ფეხებში, პრობლემები მეტყეველების დროს, რაც შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• უეცარი მსტვენავი სუნთქვა, ტკივილი გულმკერის არეში, ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა (ბრონქების სპაზმი) (არაგავრცელებული – ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში სერიოზული ტკივილი, რომელსაც ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
• კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• კანის გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე, ხელებზე და ფეხებზე წითელი ქავანა ლაქების გაჩენით (მულტიფორმული ერითემა) (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში). თუ თქვენ აღნიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს მიმამრთეთ თქვენს ექიმს:
გავრცელებული (ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- თავის ტკივილი,
- თავბრუსხვევა,
- ვერტიგო,
- კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება,
- მხედველობის დარღვევა,
- ტინიტუსი (შუილი ყურებში),
- ხველა
- ქოშინი (დისპნოე),
- დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევა, დისპეფსია ან საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა),
- ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი),
- კუნთური კრამპები,
- სისუსტის შეგრძნება.
არაგავრცელებული (ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ცვალებადი განწყობა,
- ძილის დარღვევა,
- პირის სიმშრალე,
- ძლიერი ქავილი ან კანის უხვი გამონაყარი,
- კანზე კეროვანი ბუშტუკების გაჩენა,
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
- სქესობრივი უძლურობა,
- ოფლიანობა,
- ეოზინოფილების (სისხლის თეთრი სხეულების სახე) შემცველობის მომატება,
- ძილიანობა,
- გონების დაკარგვა,
- გულისცემის გახშირება,
- ტაქიკარდია,
- ვასკულიტი (სისხლძარვების ანთება),
- სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები (მზეზე კანის მომატებული მგრძნობელობა)
- ართრალგია (ტკივილი სახსრებში),
- მიალგია (ტკივილი კუნთებში),
- ტკივილი გულმკერდში,
- დისკომფორტის შეგრძნება,
- პერიფერიული შეშუპება,
- ტემპერატურა,
- დაცემა,
- ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც მცირდება თერაპიის შეწყვეტისას, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) პაციენტებში დიაბეტით, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატებული დონე.
იშვიათი (ვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ფსორიაზის გაუარესება
- ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე.
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ცნობიერების აღრევა,
- ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი),
- რინიტი (გაგუდული ცხვირი ან ცხვირიდან გამონადენი),
- თირკმლის მწვავე უკმარისობა,
- სისხლის შემადგენლობის დარღვევა, ისეთი, როგორიც არის ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
შარდის კონცენტრაციის მომატება (გამუქება), გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადჰ (ანტიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით. ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას. 5. პრესტარიუმის შენახვის შესახებ
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე. პრეპარატი უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 30◦ჩ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
ნესტის მოხვედრისგან დასაცავად საჭიროა ბოთლის მჭიდროდ დახურვა.
არ შეიძლება პრეპარატის ჩაგდება გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარტი, რომლის მიღებაც დასრულდა. ეს ღონისძიებები მიმართულია გარემოს დაცვისაკენ.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრესტარიუმი 5მგ:
• აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს პერინდოპრილ არგინინი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.395მგ პერინდოპრილს (რაც შეესაბამება 5მგ პერინდოპრილ არგინინს).
სხვა კომპონენტები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი,
მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი,
ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი);
აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422ა), ჰიპრომელოზა (E464), სპილენძის ქლოროფილინი (E141იი),
მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარტი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171).
რას შეიცავს პრესტარიუმი® 10მგ:
• აქტიური კომპონენტს წარმოადგენს პერინდოპრილ არგინინი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.790მგ პერინდოპრილს (რაც შეესაბამება 10მგ პერინდოპრილ არგინინს).
სხვა კომპონენტები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B),
მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A
ტიპი);

როგორ გამოიყურება პრესტარიუმი® და შეფუთვის შემადგენლობა
პრესტარიუმი 5მგ: ღია მწვანე, წაგრძელებული ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ამოტვიფრული ნიშნით ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით თითოეულ მხარეს. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ტოლ ნაწილებად.
პრესტარიუმი 10მგ: მწვანე, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ამოტვიფრული ნიშნით ერთ მხარეს და ნიშნით მეორე მხარეს.
ტაბლეტები გამოდის კოლფებში, რომლებიც შეიცავს 30 ტაბლეტს.
გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Les Laboratoires Servier/le laboratuar servie
50, rue Carnot
92284 Suresnes Cedex
საფრანგეთი
მწარმოებელი:
Les Laboratoires Servier Industrie/le laboratuar servie industri
905, route de Saran
45520 Gidy – საფრანგეთი ჩანართის ბოლო გადახდის თარიღი:
06.2018