პრემანოლ E
საერთაშორისო დასახელება:
L-Askorbic acid; DL-alpa-tocopheryl acetate
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: L-ასკორბინის მჟავა, DL-ალფა-ტოკოფეროლი
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ინგრედიენტები 1 ტაბლეტი შეიცავს % რსდ* 1 ტაბლეტში 4 ტაბლეტი შეიცავს
(მაქსიმალური რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა) % რსდ* 4 ტაბლეტში
ვიტამინი C
(L-ასკორბინის მჟავა) 250 მგ 312,5 1000 მგ 1250
ვიტამინი E
(DL-ალფა-ტოკოფეროლი) 45 მგ
(100 სე) 375 180 მგ
(400 სე) 1500
*რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა
თვისებები:
პრემანოლ E შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას და ხელს უშლის ორსულებში სტრიების განვითარებას
ვიტამინი C ხელს უწყობს სისხლძარღვების, ძვლების, ხრტილის, ღრძილების, კანისა და კბილების ნორმალურ ფუნქციონირებას
ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ და წინა პერიოდში.* უფრო მეტიც, ჩ ვიტამინი ხელს უწყობს ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და განაპირობებს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ამცირებს დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას. ზრდის რკინის შეწოვას.
ვიტამინი C აღადგენს ვიტამინ E, რომელიც ახორციელებს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.
პრემანოლ E შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი E ზრდის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს პლაცენტის აშრევების რისკს ორსულებში, ასტაბილურებს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმში
ჩვენება:
• პრემანოლ E საკვები დანამატი რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში როცა პაციენტის საკვებ რაციონში აღინიშნება ვიტამინი ჩ და ვიტამინი E დეფიციტი
• იმუნური სისტემის ნორმალური ფონის შენარჩუნება
• ორსულობის დროს სტრიების განვითარების პროფილაქტიკა
• ორსულებში და მისი დაგეგმვისას ჰორმონალური ფონის რეგულირება
მიღების წესი და დოზირების მეთოდი :
2-4 ტაბლეტი დღეში
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა: 4 ტაბლეტი დღეში
განსაკუთრებული მითითებები:
დღიური დოზის გადაჭარბება არ არის რეკომენდირებული. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი.
სწრაფი ეფექტი მიიღწევა ვიტამინი C სადღეღამისო რეკომენდირებულ დოზაზე ყოველდღიურად 200 მგ გადაჭარბებითი მიღებით.
უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ პრეპარატი მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
შენახვის წესი:
საკვები დანამატები შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
# 60 ტაბლეტი.(27გ.)
მწარმოებელი:
ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი