პრეგნაქეა 100მლ კრემი
სტრიების საწინააღმდეგო კრემი, 100 მლ ტუბი
რეკომენდებულია: ორსული ქალებისთვის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედებისთვის სტრიების პროფილაქტიკისთვის და კანის ელასტიურობის შენარჩუნებისთვის. დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს. შემადგენლობა: აქტიური კომპონენტები კალენდულა (გულყვითელა) ენოთერას ზეთი (Lt. Oenothera biennis) ალოეს ექსტრაქტი ალანტოინი პანტოთენის მჟავა (D- პანთენოლის სახით) ვიტამინი E (ალფა ტოკოფეროლის აცეტატის სახით) ვიტამინი C (ნატრიუმ ასკორბილ ფოსფატის სახით) ნატრიუმის ქლორიდი მაგნიუმის სულფატი თუთიას ოქსიდი მენთოლი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს ან კონსერვანტებს გამოყენების წესი:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. შეიზილეთ მსუბუქად მუცლის, წელის, თეძოების და მკერდის (არეოლების გარდა) არეში. არ გამოიყენოთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე. შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება მთელი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. შენახვის წესი:
შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მწარმოებელი:
Vitabiotics Ltd, 1 Apsley Way, ლონდონი, NW2 7HF, დიდი ბრიტანეთი Vitabiotics-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის, "სახალხო აფთიაქის" ქსელში.