newhospitals

პრედნიზონ-პაბი

პრედნიზონ-პაბი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5646ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: პრედნიზონ-პაბი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): PREDNISONE

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდები

 

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED Consumer Healthcare S.A. (Polfa Pabianice))

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 5მგ ტაბლეტი №100 ნარინჯისფერ ფლაკონში

 

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

ინსტრუქცია:
ათქ კლასიფიკაციის კოდი:
H02AB07

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
1 ტაბ.
პრედნიზონი. . . . . . . . . . . . 5 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრედნიზონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი, კორტიზოლის ანალოგი. იგი არის არააქტიური ნაერთი, ხოლო კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია მის მეტაბოლიტს, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში - პრედნიზოლონს, რომელიც არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდი. ითვლება, რომ 5 მგ პრედნიზონი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც ექვივალენტურია 4 მგ მეთილპრედნიზოლონის ან ტრიამცინოლონის, 0.75 მგ დექსამეტაზონის, 0.6 მგ ბეტამეტაზონის და 20 მგ ჰიდროკორტიზონის. მისი მინერალურ კორტიკოსტეროიდული მოქმედება შეადგენს ჰიდროკორტიზონის აქტივობის დაახლოებით 60% აქტივობას. პრედნიზოლონი თრგუნავს ანთებითი სიმპტომების განვითარებას, მათი წარმოშობის მიზეზზე ზემოქმედების გარეშე. იგი ხელს უშლის ანთების კერის ზონაში უჯრედების დაგროვებას, ამცირებს კაპილარების გაფართოვებას და გამტარობას, რაც ხელს უშლის შეშუპების განვითარებას.

 

იმუნოდეპრესიული ეფექტი:
იმუნოდეპრესიული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ პრედნიზოლონმა შესაძლოა მოახდინოს უჯრედული იმუნოლოგიური რეაქციების, ასევე სპეციფიური იმუნოლოგიურ პასუხთან დაკავშირებული მექანიზმების პრევენცია ან დათრგუნოს იგი.

 

ზეგავლენა წყლისა და ელექტროლიტების ცვლაზე:
დისტალურ არხებზე ზეგავლენის გზით პრედნიზოლონი აძლიერებს ნატრიუმის რეაბსორბციას, კალიუმის და წყალბადის იონების გამოყოფას და წყლის შეკავებას.

 

სხვა მოქმედებები:
პრედნიზოლონი თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციას ჰიპოფიზში, რაც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე კორტიკოსტეროიდების და ანდროგენების პროდუქციის შემცირებას.
პრედნიზოლონი აძლიერებს ცილების დაშლას და ახდენს ფერმენტების ინდუცირებას, რომლებიც მონაწილეობენ ამინომჟავების მეტაბოლიზმში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აზოტის უარყოფითი ბალანსი.
პრედნიზოლონი ზრდის გლუკოზის შეღწევას ღვიძლში გლუკოგენეზის ფერმენტების ინდუქციის გზით, ცილის კატაბოლიზმის სტიმულაციით და პერიფერიულ ქსოვილებში გლუკოზის გამოყენების შემცირებით. ეს იწვევს ღვიძლში გლიკოგენის ძლიერ დაგროვებას და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებას.
პრედნიზოლონი აძლიერებს ცხიმმჟავების გამოთავისუფლებას ცხიმოვანი ქსოვილიდან, რაც ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში, ხოლო ხანგრძლივო მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია გამოიწვიოს ცხიმოვანი ქსოვილების არათანაბარი განაწილება.
პრედნიზოლონი ამცირებს პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციას, რაც იწვევს ბავშვებში და მოზარდებში ძვლების ზრდის შენელებას, ასევე ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში ოსტეოპოროზის განვითარებას.
პრედნიზოლონი აძლიერებს ენდო- და ეკზოგენური კატექოლამინების მოქმედებას.

 

ჩვენებები:
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი უკმარისობა (შერჩევითი სამკურნალო პრეპარატებია ჰიდროკორტიზონი და კორტიზონი, სინთეზური წარმოებულების გამოყენება შესაძლებელია მინერალოკორტიკოიდებთან), თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლასია, ჰიპერკალციემია ინკოლოგიური დაავადების ფონზე, თირეოიდიტი (არაჩირქოვანი).
- მძიმე ალერგიული დაავადებები, რომლებიც მდგრადია სხვა მკურნალობის მეთოდების მიმართ: კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, შრატისმიერი დაავადება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სამკურნალო პრეპარტების მიმართ, ალერგიული რინიტი მთელი წლის მანძილზე ან სეზონურად.
- კოლაგენოზები (გლუკოკორტიკოსტეროიდები ნაჩვენებია გამწვავების პერიოდში ან ზოგიერთ შემთხვევაში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით): მწვავე რევმოკარდიტი, დერმატომიოზიტი (ბავშვებში გლუკოკორტიკოსტეროიდები შესაძლოა იყოს შერჩევის სამკურნალო პრეპარატი), სისტემური წითელი მგლურა.
- კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებები: ექსფოლიატური დერმატიტი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, სებორეული დერმატიტის რთული ფორმები, რთული მრავალფორმიანი ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), სოკოსებური მიკოზი, ბუშტუკები, ფსორიაზის რთული ფორმა.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (გამწვავების პერიოდში; ხანგრძლივი მკურნალობა უკუნაჩვენებია): წყლულოვანი კოლიტი, ლესნევსკი-კრონის დაავადება.
- სისხლის წარმომქმნელი სისტემის დაავადებები: შეძენილი ჰემოლიზური ანემია (აუტოიმუნური), თანდაყოლილი აპლასტიური ანემია, ერითროიდული ჰიპოპლასტური ანემია, მეორადი თრომბიცოტოპენია უფროსებში, იდიოპათური თრომბოციტოპენიული პურპურა (ვერლგოფის დაავადება) უფროსებში.
- ონკოლოგიური დაავადებები (პალიატიური თერაპიის სახით, სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად): ლეიკოზი და ლიმფომა უფროსებში, მწვავე ლეიკოზი ბავშვებში.
- ნეფროზული სინდრომი: გლუკოკორტიკოსტეროიდები ნაჩვენებია დიურეზის სტიმულაციის მიზნით გამოყენებისათვის ან რემისიის მისაღწევად პროტეინურიის შემთხვევაში იდიოპათიური ტიპის ნეფროზული სინდრომისას ურემიის გარეშე ან თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით წითელი მგლურათი დაავადებულ პაციენტებში. ნეფროზული იდიოპათიური სინდრომისას ხშირი რეციდივების აღმოსაფხვრელად შესაძლოა საჭირო გახდეს ხანგრლივი თერაპია.
- ნევროლოგიური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში.
- თვალის დაავადებები (რთული, მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი დაავადებები): ირიტი, ირიდოციკლიტი, ქორიორეტინიტი, დიფუზური უკანა ქორიოიდიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, სიმპათიკური ქორიოიდიტი, თვალის კაკლის წინა სეგმენტის ანთება, ალერგიული კონიუქტივიტი, კერატიტი (რომელიც არ არის განპირობებული ჰერპეტიული ან სოკოვანი ინფექციით), თვალის რქოვანას კიდის ალერგიული წყლული.
- სუნთქვის ორგანოების დაავადებები: ბერილიოზი, ლეფლერის სინდრომი, ასპირაციული პნევმონია, სიმპტომური სარკოიდოზი, ფულმინანტური ან დისემინირებული ფილტვების ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის თერაპიასთან კომბინაციაში), ბრონქული ასთმა.
- რევმატული დაავადებები (დამხმარე თერაპიის სახით გამწვავების პერიოდში): ანკილოზირებადი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდური ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (მკურნალობის სხვა მეთოდების არაეფექტურობისას).
- ძვალ-კუნთოვანი სისტემის სხვა არარევმატული ანთებითი დაავადებები: მწვავე ან ქვემწვავე ბურსიტი, მწვავე პოდაგრული ართრიტი, მწვავე არასპეციფიური ტენდოსინოვიტი, პოსტტრავმული ოსტეოართრიტი, სინოვიტი ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში, ეპიკონდილიტი.
- სხვა: ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკით (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან კომბინაციაში); ტრიქინელოზი მიოკარდიუმის ან ნერვული სისტემის დაზიანებით.

 

დოზირების რეჟიმი
ექიმი დოზას განსაზღვრავს ინდივიდუალურად, დაავადების სახეობის და მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად. სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ რეკომენდირებულია დოზის თანდათანობითი შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე. პრეპარტის დაგეგმილი მოხსნისას დოზა ასევე უნდა შემცირდეს თანდათანობით.
7 დღის განმავლობაში დღეში 40 მგ დოზით პრეპარტის მიღებისას პრედნიზონის მოხსნა შესაძლებელია მოხდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზის-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დაზიანების გარეშე. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზის-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის დაზიანების რისკის შემცირების მიზნით რეკომენდირებულია პრეპარტის დანიშვნა დღეში ერთხელ, დილის საათებში. რადგან ენდოგენური კორტიკოსტეროიდების მაქსიმალური სეკრეცია აღინიშნება დილით. მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის უფრო ხშირი მიღება.

 

რეკომენდირებული დოზები
უფროსები და ახალგაზრდები: 5-დან 60 მგ-მდე დღე-ღამეში, ერთჯერადი დოზით ან თანაბარ მიღებად, მაქსიმუმ 250 მგ-მდე დღე-ღამეში.
ბავშვები: ბავშვებში მისაღები საშუალო დოზა: 2 მგ სხეულის წონის კგ-ზე დღე-ღამეში თანაბარ მიღებად, ყოველ 6 ან 8 სთ-ში, ან ერთჯერად დოზად.
გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში
უფროსები: 200 მგ დღეში 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 80 მგ დღეგამოშვებით 1 თვის განმავლობაში.

 

ნეფროზული სინდრომი:
ბავშვები 18 თვემდე ასაკში: დოზა არ არის დადგენილი.
- ბავშვები 18 თვიდან 4 წლამდე ასაკში: დასაწყისში 5-დან 10 მგ-მდე 4-ჯერ დღე-ღამეში.
- ბავშვები 4-დან 10 წლამდე ასაკში: დასაწყისში 15 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში.
- ბავშვები 10 წელზე ზემოთ ასაკში: დასაწყისში 20 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში.
- რევმატული მიოკარდიტი, ლეიკოზი, ახალწარმონაქმნები ბავშვები: პირველი 2 ან 3 კვირის განმავლობაში: 0.5 მგ სხეულის მასის კგ-ზე ან 15 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე დღე-ღამეში 4-ჯერ; შემდეგ 0.375 მგ სხეულის მასის კგ-ზე ან 11.25 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე 4-ჯერ დღეში 4-6 კვირის განმავლობაში.
ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან კომბინაციაში):
ბავშვები: 0.5 მგ/კგ-ზე სხეულის მასაზე ან 15 მგ სხეულის ზედაპირის მ2-ზე 4-ჯერ დღე-ღამეში ორი თვის განმავლობაში.
პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს აუცილებლად თანდათანობით.

 

პრეპარატ პრედნიზონი-პაბის დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
პრეპარატის დოზის გამოტოვებისას უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა როგორც გახსენებისთანავე. მაგრამ თუ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, მაშინ არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ შეიძლება ორი დოზის ერთად მიღება.
არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

 

პრეპარატ პრედნიზონი-პაბის მოხსნის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს:
მკურნალობის შეწყვეტამ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი, რომლის სიმპტომებია: ცხელება, ართრალგია და მიალგია, შეუძლოდ ყოფნა.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატმა პრედნიზონი-პაბიმ სხვა პრეპარატების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები:
პრედნიზონის არახანგრძლივი გამოყენება, სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, იწვევს არასასურველ ეფექტებს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ქვემოთ აღნიშნული არასასურველი ეფექტების გამოვლენის რისკი ეხება უპირატესად პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ პრედნიზონს ხანგრძლივი დროის განმავლობაში:
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, კუნთების მასის დაკარგვა, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, გრძელი მილისებრი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, თეძოს და მხრის ძვლების თავების ასეპტიური ნეკროზი.
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პეპტიკური წყლული და მისი გართულებები: პერფორაცია, სისხლდენა; მსხვილი ან წვრილი ნაწლავის პერფორაცია, განსაკუთრებით ნაწლავის არეში ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტებში, პანკრეატიტი, მეტეორიზმი, ეროზიული ეზოფაგიტი, დისპეფსია.
დარღვევები კანის საფარველის და კანქვეშა უჯრედის მხრივ: სტრიები, ფერიმჭამელები, ჭრილობის შეხორცების შენელება, პეტექიები, ჰემორაგია, ერითემა, ჰიპერჰიდროზი. კანის სხვა რეაქციები: ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვა, ქალასშიდა წნევის მომატება თვალის ნერვის დისკის დაზიანებით, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: დისმენორეა, კუშინგის სინდრომი, ბავშვებში ზრდის შეჩერება, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის და ჰიპოფიზის მეორადი უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია და მომატებული მოთხოვნილება ინსულინზე და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებზე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰირსუტიზმი (ქალებში ჭარბთმიანობა).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა (ჩვეულებრივ მინიმუმ 1 წლიანი მკურნალობის შემდეგ); ეგზოფტალმი.
ფსიქიური აშლილობა: უფრო ხშირად ვლინდება თერაპიის პირველ 2 კვირაში; შესაძლოა გამოვლინდეს შიზოფრენიის, მანიის ან დელირიის სიმპტომები; აღინიშნება პაციენტების 15-50%-ში. ატარებენ დოზაზე დამოკიდებულ ხასიათს, უფრო ხშირად ვლინდება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ 40 მგ პრედნიზონით დღეში; ფსიქიურ დარღვევებს უფრო ხშირად ექვემდებარებიან ქალები და წითელი მგლურას მქონე პაციენტები.
მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა: უარყოფითი აზოტის ბალანსი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, სხეულის წონის მატება, ბულემია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: თრომბოემბოლიური სინდრომები
სხვა: მომატებული მგრძლობელობის რეაქციები, ღებინება, შეუძლოდ ყოფნა, ძილის დარღვევა, ნატრიუმის შეკავება, სითხის შეკავება, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, არტერიული ჰიპერტენზია.

 

უკუჩვენებები:
სამკურნალო პრეპარატ პრედნიზონი-პაბის გამოყენება არ შეიძლება თუ აღინიშნება:
- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- სისტემური მიკოზი.

 

პრედნიზონი-პაბი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
პრედნიზონი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური მიკოზი, ინფექციის გართულების გათვალისწინებით. სოკოვანი ინფექციური დაავადებებისას, რომლებიც განიკურნება ამფოტერიცინი B-ს დახმარებით, პრედნიზონის გამოყენება შესაძლებელია ხანდახან არასასურველი ეფექტების შეზღუდვის მიზნით, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის უკმარისობა და მიოკარდის ჰიპერტროფია, ასევე მძიმე ხარისხის ჰიპოკალიემია. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს, ძლიერი სტრესის სიტუაციებში, შესაძლოა საჭირო გახდეს სწრაფადმოქმედი გლუკოკორტიკოსტეროიდების დიდი დოზით შეყვანა.

მკურნალობის სწრაფად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება, ამიტომ პრედნიზონის დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით.
პრედნიზონმა შესაძლოა მოახდინოს ინფექციის სიმპტომების შენიღბვა, შეამციროს წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ და მათი ლოკალიზაციის უნარი. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს უნდა მოერიდონ ჩუტყვავილათი და წითელათი დაავადებულ ავადმყოფებთან კონტაქტს, რადგან მათი ინფიცირების შემთხვევაში რთული იქნება განკურნება.
პრედნიზონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კატარაქტის, გლაუკომის განვითარება მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით, ასევე გაზარდოს მეორადი სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების რისკი.
პრედნიზონი მოქმედებს წყლისა და ელექტროლიტების ცვლაზე, საშუალო და მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს სისხლის არტერიული წნევის მომატება, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, ასევე კალიუმის გაძლიერებული გამოდევნა. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დიეტაში ნატრიუმის რაოდენობის შეზღუდვა და კალიუმის აღდგენა. ყველა კორტიკოსტეროიდები ზრდიან კალციუმის გამოდევნას.
პაციენტებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს პრედნიზონით არ შეიძლება იმუნიზაციის ჩატარება ცოცხალი ვირუსული შტამებით. ინაქტივირებული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინების შეყვანამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ანტისხეულების მოსალოდნელი ზრდა. პაციენტი, რომელიც გადის პრედნიზონით მკურნალობის კურსს, მკაცრად უნდა იცავდეს ექიმის რეკომენდაციებს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი (სიმპტომებია: ცხელება, ართრალგია, მიალგია, შეუძლოდ ყოფნა). ეს სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს მაშინაც, როდესაც არ დასტურდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა.

ჰიპოთირეოზის ან ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში პრედნიზონი ავლენს უფრო ძლიერ მოქმედებას.
პრედნიზონის გამოყენება უნდა მოხდენს მინიმალური ეფექტური დოზით.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა აცეტილსალიცილის მჟავას და პრედნიზონის ერთად გამოყენებისას ჰიპოპროთრომბინიით დავადებულ პაციენტებში.
პრედნიზონი გამოიყენება სიფრთხილით არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისას პერფორაციის რისკით, აბსცესებისას ან სხვა ჩირქოვანი ინფექციებისას, ნაწლავის დივერტიკულოზისას, ნაწლავის ახალი ანასტომოზებისას, მწვავე ან ლატენტური პეპტიკური წყლულისას, ეზოფაგიტისას, გასტრიტისას, ჰიპერ და ჰიპოთირეოზისას, თირკმლის უკმარისობისას, არტერიული ჰიპერტენზიისას, ოსტეროპოროზისას, მყასტჰენია გრავის (მიასთენია), შაქრიანი დიაბეტისას, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, გულის დაავადებებისას, სისხლის მიმოქცების უკმარისობისას, ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდის ინფარქტისას, გლაუკომისას.
პრედნიზონმა შესაძლოა გაააქტიუროს ლატენტური ამებიაზი. პაციენტებში, რომლებიც ჩამოვიდნენ ტროპიკული ქვეყნებიდან ან გაურკვეველი ეტიოლოგიის დიარეის მქონე პაციენტებში გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს დიზენტერიული ამებით ინფიცირება.
აქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში პრედნიზონის შეყვანა უნდა გაიმიჯნოს დისემინირებული ტუბერკულოზის შემთხვევით ან ტუბერკულიოზის ელვისებრი მიმდინარეობით და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიის მხოლოდ ერთდროული ჩატარებით.

თვალის ფორმის სარტყელისებრი სირსველის შემთხვევაში გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით რქოვანას პერფორაციის რისკის გათვალისწინებით.
პრედნიზონის გამოყენების დროს შესაძლოა გამოვლინდეს ფსიქიური აშლილობა, როგორიცაა ეიფორია, უძილობა, ხასიათის მკვეთრი ცვლილება, პიროვნების დარღვევა, რთული დეპრესია, ფსიქოზის სიმპტომები. არსებული ემოციური ლაბილობა ან ფსიქოტონური მიდრეკილებები მკურნალობის დროს შესაძლოა გამწვავდეს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრედნიზონის მაღალ დოზებს, შესაძლოა პერიტონიტის სიმპტომები სუსტად იქნეს გამოვლენილი ან საერთოდ არ აღინიშნოს.
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს, აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის, ელექტროლიტების კონცენტრაციის, სისხლში გლუკოზის დონის, პროთრომბინის დროის კონტროლი (პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტებს), უნდა ჩაურატდეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, განავლის ანალიზი ფარული სისხლდენის არსებობაზე.
სამკურნალო პრეპარატი პრედნიზონი-პაბი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსგავსი სიტუაციები აღინიშნებოდა წარსულში.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: არ ჩატარებულა მრავალრიცხოვანი, კონტროლირებადი კვლევები ადამიანებზე. ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში კორტიკოსტეროიდებმა გამოიწვია თანდაყოლილი მანკის სიხშირის გაზრდა; გაყოფილი ყიფლიბანდი, ორსულობის მოშლა, პლაცენტის უკმარისობა და ნაყოფის ზრდის შეფერხება. კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ადამიანებში არ დაფიქსირებულა ტერატოგენური მოქმედება, მაგრამ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ პლაცენტარული უკმარისობის მომატებულ რისკზე, ახალშობილების სხეულის მცირე მასაზე და ნაყოფის სიკვდილიანობაზე. კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენება ორსულებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენების სარგებელი აღემატება ნაყოფზე მიყენებულ პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

ლაქტაციის პერიოდი: ითვლება, რომ დედის მიერ დღეში 5 მგ პრედნიზონის მიღება არ იწვევს ახალშობილში და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში არასაურველ ეფექტებს. მაგრამ, უფრო მაღალი დოზის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შენელება ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ენდოგენური ჰორმონების სეკრეციის დათრგუნვა. მაღალი დოზის მიღების აუცილებლობის შემთხვევაშო უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრედნიზონი-პაბის გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში, პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს დაკვირვება ზრდისა და განვითარების შესაძლო დარღვევის გამო.
პრეპარატი პრედნიზონი-პაბის გამოყენება თირკმელების და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში: თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

პრეპარატი პრედნიზონი-პაბის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით არტერიული ჰიპერტენზიის და ოსტეოპოროზის განვითარების რისკის გამო.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: ზოგიერთმა არასასურველმა ეფექტებმა (კრუნჩხვა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, არამკვეთრი მხედველობა ან დიპლოპია, ფსიქიური აშლილობა) შესაძლოა დაარღვიოს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარი, ასევე ფსიქო-ფიზიკური შრომისუნარიანობა.

 

ჭარბი დოზირება:
კორტიკოსტეროიდების ძალიან მაღალი დოზებიც კი ჩვეულებრივ არ იწვევენ ჭარბი დოზირების მწვავე სიმპტომებს. არ არსებობს მონაცემები ამ ნაერთებით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი დოზით გამოყენებამ შესალოა გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომლებიც დამახასიათებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების ჰიპერაქტივობისათვის, ფსიქოლოგიური აშლილობის ჩათვლით, ცხიმოვანი ქსოვილების არათანაბარი გადაწილება, სითხის შეკავება, სხეული წონის მატება, ჰირსუტიზმი, ფერიმჭამელები, კანის სტრიები, არტერიული წნევის მომატება, იმუნიტეტის დარღვევა, ოსტეოპოროზი, პეპტიკური წყლული. დოზის ძლიერი გადაჭარბებისას რეკომენდირებული კუჭის გამოთავისუფლება ხელოვნური ღებინებითს ან გამორეცხვით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის ძლიერი გადაჭარბებისას მკურნალობა გულისხმობს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ალკოჰოლი:
წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მომატებული რისკი.
ამფოტერიცინი B, კარბოანჰიდრაზების ინჰიბიტორები: სისხლში კალიუმის იონების დეფიციტი, მიოკარდის ჰიპერტროფია, მდგრადი გულის უკმარისობა.
პარაცეტამოლი: ჰიპერნატრიემია, შეშუპება, კალციუმის მომატებული გამოყოფა, კალციუმის დეფიციტის და ოსტეოპოროზის რისკი, ღვიძლის ქსოვილზე პარაცეტამოლის ტოქსიური მოქმედების მომატებული რისკი.
ანაბოლური სტეროიდები, ანდროგენები: შეშუპება, ფერიმჭამელები.

ქოლინოლიზური სამკურნალო პრეპარატები, ძირითადად ატროპინი: თვალშიდა წნევის მომატება.
ანტიკოაგულანტები, კუმარინის წარმოებულები, ინდანდიონი, ჰეპარინი, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა: დაქვეითება, ხოლო ზოგიეთ პაციენტებში მომატებული ეფექტურობა; დაწყლულებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკის მომატება.

ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა გააძლიერონ ფსიქიური აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია პრედნიზონის მიღებასთან.
პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო პრეპარატები, ინსულინი: ჰიპოგლიკემიური მოქმედების დაქვეითება.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერთირეოზისას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილება, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპერთირეოზისას ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლებობისას გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის მოდიფიკაცია ან მოხსნა.
ასპარაგინაზა: ასპარაგინაზების ჰიპერგლიკემიური მოქმედების გაძლიერება (სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატება).
პერორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავენ ესტროგენებს: ესტროგენები აძლიერებენ პრედნიზონის მოქმედებას.
ფუტკარას გლიკოზიდურები: ზრდიან გულის რითმის დარღვევის და გლიკოზიდების ტოქსიურობის რისკს.
დიურეტიკები: დიურეზის ეფექტის დაქვეითება, სისხლში კალიუმის იონების დეფიციტი.
ფოლის მჟავა: მომატებული მოთხოვნილება ამ პრეპარტის მიმართ.
იმუნოდეპრესანტები: ინფექციების მომატებული რისკი, ლიმფომების და სხვა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების განვითარება.
იზონიაზიდი: პლაზმაში იზონიაზიდის კონცენტრაციის შემცირება, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია. მექსილეტინი: მექსილეტინის მეტაბოლიზმის დაჩქარება და პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირება
მიტოტანი: ტრგუნავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციას. მისი გამოყენებისას საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდების შეყვანა, მაგრამ ჩვეულებრივზე მაღალი დოზით.
ნატრიუმი: შეშუპება, არტერიული წნევის მომატება; შესაძლოა საჭირო გახდეს ნატრიუმის შეზღუდვა დიეტაში და ნატრიუმის მაღალი შემცველობის პრეპარტების დანიშვნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების შევსება ხანდახან მოითხოვს ნატრიუმის დამატებით შეყვანას.

 

ცოცხალი ვირუსების შემცველი ვაქცინები:
გლუკოკორტიკოსტეროიდები იმუნოდეპრესიული დოზებით გამოყენებისას შესაძლოა ვირუსული დაავადებების განვითარება და ვაქცინის ეფექტურობის დაქვეითება.
სხვა ვაქცინები: ნევროლოგიური გართულებების რისკის მომატება და ანტისხეულების პროდუქციის შემცირება.
მიკროსომალური ენზიმების მაინდუცირებელი შენაერთები: გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების ძალის დასუსტება.
ეფედრინმა შესაძლოა დააჩქაროს გლუკოკორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი.

 

არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები:
ჰიპოკალიემია, რაც დაკავშირებულია პრედნიზონის მიღებასთან, შესაძლოა გაძლიერდეს კუნთების ბლოკადა, რაც იწვევს სუნთქვითი დეპრესიის და დაზიანების გახანგრძლივებას.
სალიცილატები: სალიციტების მომატებული გამოყოფა, პლაზმაში მათი კონცენტრაციის დაწევა, დაწყლულების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის რისკის მომატება.
კალიუმი: გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება იწვევს სისხლში კალიუმის იონების კონცენტრაციის შემცირებას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.