newhospitals

პოსტინორი 0.75მგ #2ტ

პოსტინორი 0.75მგ #2ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7199ნახვა

გენერიული დასახელება:
Levonorgestrel

 

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ლევონორგესტრელი-750მკგ.
დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

 

ფორმა:
ტაბლეტები

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პოსტკოიტური ჰორმონული კონტრაცეპტივი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
პროგესტაგენი
პოსტინორის მოქმედების მექანიზმი მთლიანად შესწავლილი არ არის.
აღნიშნული დოზით ლევონორგესტრელის გამოყენება, ძირითადად, ოვულაციის დათრგუნვითა და განაყოფიერების დაბრკოლებით იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სქესობრივი კავშირი მყარდება ოვულაციის წინ (ამ დროს განაყოფიერების შესაძლებლობა შედარებით უფრო მაღალია).
გარდა ამისა, ტაბლეტების მიღების შედეგად, ენდომეტრიუმის ცვლილებები ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ნორმალურ განვითარებას. იმ შემთხვევაში, როდესაც საშვილოსნოს ეპითელიუმში ზიგოტის განვითარება უკვე დაწყებულია, მკურნალობა არაეფექტურია.
ეფექტურობა:
პოსტინორის ტაბლეტების მიღებით შესაძლებელია დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილება დაახლოებით 85%-ით. რაც მეტია დროის ინტერვალი სქესობრივ კავშირსა და პრეპარატის მიღებას შორის, მით ნაკლებია პრეპარატის ეფექტურობა (პირველი 24სთ-ის განმავლობაში 95%; 24სთ-დან 48სთ-მდე 85%; 48სთ-დან 72სთ-მდე 58%). არ არსებობს მონაცემები 72სთ-ის შემდეგ მკურნალობის ეფექტურობის შესახებ.
ლევონორგესტრელი რეკომენდებულ დოზაში სისხლის შედედების ფაქტორებზე, ლიპიდებისა და ნახშირწყლების ცვლაზე არ მოქმედებს.

 

ფარმაკოკინეტიკა:
ლევონორგესტრელი შიგნით მიღებისას სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება.
პრეპარატის ერთი ტაბლეტის მიღების შემდეგ, ლევონორგესტრელის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (საშუალოდ 14.1მგმლ) აღინიშნება 2-4სთ-ის შემდეგ, რის შემდეგაც მიმდინარეობს ლევონორგესტრელის კონცენტრაციის 2 ეტაპიანი დაქვეითება. პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი მერყეობს 9-დან 14.5სთ-ის ფარგლებში.
ლევონორგესტრელის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად დაახლოებით თანაბარი რაოდენობით.
ლევონორგესტრელის ბიოტრანსფორმაცია სტეროიდების მეტაბოლიზმის მსგავსია.
იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ხოლო მეტაბოლიტები გამოიყოფიან კონიუგატების (გლუკურონიდების) სახით.
ლევონორგესტრელს არ ახასიათებს ცნობილი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნის უნარი.
ლევონორგესტრელი უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ ალბუმინებს და გლობულინებს. მიღებული დოზის მხოლოდ 1.5% შრატში იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში, ხოლო 65% სპეციფიურად დაკავშირებულია სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინთან.
პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს.
მიღებული დოზის დაახლოებით 0.1% დედის რძით გადადის ნაყოფის ორგანიზმში.

 

ჩვენება:
პოსტინორის ტაბლეტებს იყენებენ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით სქესობრივი აქტის შემდეგ 72სთ-ის განმავლობაში, როდესაც კონტრაცეპციის სხვა მეთოდების გამოყენება უშედეგოა.

 

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაცია;
16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პოსტინორის მიღება ორსულობის პერიოდში ნებადართული არ არის. პრეპარატის მიღება არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას. პროგესტაგენებით მკურნალობისას ორსულობის დადგომის დროს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით პრეპარატის ტერატოგენულ ეფექტი არ აღინიშნება.
ლევონორგესტრელი გადადის დედის რძეში. ნაყოფზე პრეპარატის პოტენციური ზემოქმედების დაქვეითება შესაძლებელია ორივე ტაბლეტის სწრაფად მიღებით ძუძუთი კვების შემდეგ და შემდგომ ძუძუთი კვების შეწყვეტით.

 

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები: სიხშირე (%): n=977
გულისრევა 23.1
ტკივილი მუცლის ქვედა არეში 17.6
გადაღლილობა 16.9
თავის ტკივილი 16.8
თავბრუსხვევა 11.2
სარძევე ჯირკვლების გამკვრივება 10.8
ღებინება 5.6
სხვადასხვა (დიარეა, მენსტრუალური
ციკლის დარღვევა, სისხლიანი გამონადენი). 13.5

შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის დროებითი დარღვევა, მაგრამ უმრავლეს ქალებში მომდევნო ოვულაციის პროცესი ნორმალურია. იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლის გადავადება ხდება 5დღეზე მეტი ხნით, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლებელი ორსულობა.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ღვიძლის მეტაბოლიზმის ინდუქტორებთან პრეპარატის კომბინაციით ლევონორგესტრელის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
ბარბიტურატები (პრიმიდონის ჩათვლით), ფენიტოინი, კარბამაზეპინი, კრაზანას შემცველი პრეპარატები (Hypericum perforatum), რიფამპიცინი, რიტონავირი, რიფაბუტინი, გრიზეოფულვინი აქვეითებენ პოსტინორის ეფექტურობას და პირიქით, ციკლოსპორინის მეტაბოლიზმის დათრგუნვით, ლევონორგესტრელის შემცველი პრეპარატები აძლიერებენ ციკლოსპორინის ტოქსიურ ეფექტს.

 

სიფრთხილე:
სწრაფად მომქმედი პოსტინორის ტიპის საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში. იგი არ ცვლის რეგულარულად მისაღებ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ზოგჯერ ამგვარი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით შესაძლებელია ორსულობის განვითარება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს ექიმთან ვიზიტის დროს არ ახსოვს სქესობრივი კავშირის ზუსტი დრო, ან იგივე მენსტრუალური ციკლის დროს 72სთ-ით ადრე ადგილი ჰქონდა დაუცველ სქესობრივ კავშირს, შესაძლებელია განაყოფიერება. ამ დროს მეორე სქესობრივი კავშირის შემდეგ პეპარატის გამოყენება სასურველ ეფექტს არ იწვევს. იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლის გადავადება ხდება 5დღეზე მეტი ხნით ან დროულია, მაგრამ მისი მიმდინარეობა განსხვავდება ნორმალური ციკლისაგან ან სხვა რაიმე მიზეზის გამო საეჭვო ორსულობის შემთხვევაში, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლებელი ორსულობა.
პოსტინორის მიღების მიუხედავად განაყოფიერების შემთხვევაში, ვითარდება საშვილოსნოს გარე ორსულობა.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს პოსტინორის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
შეწოვის პროცესის მძიმე დარღვევები (მაგ. კრონის დაავადება) აქვეითებს პოსტინორის ტაბლეტების ეფექტურობას. პრეპარატის მიღების შემდეგ მენსტრუაცია იწყება ჩვეულებრივ დროს და ნორმალურად მიმდინარეობს. ზოგჯერ იგი იწყება რამდენიმე დღით ადრე ან იგვიანებს. პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია სამედიცინო შემოწმება კონტრაცეპციის რეგულარული მეთოდის გამოყენების შესახებ.
იმ შემთხვევაში, როდესაც პოსტინორის მიღება შეცდომით მოხდა რეგულარულ ჰორმონულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად და რეგულარული ტაბლეტების მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ ადგილი არა აქვს მენსტრუაციას, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლებელი ორსულობა.
ერთთვიანი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში პოსტინორის ტაბლეტების განმეორებითი მიღება მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამო რეკომენდებული არ არის.
პოსტინორის ეფექტურობა რეგულარულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით უფრო დაბალია.
რეგულარული სქესობრივი კავშირის დროს ქალებმა საჭიროა მიმართონ კონტრაცეპციის სხვა საშუალებებს.

 

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად ენიშნებათ 2ტაბლეტი.
შედარებით უფრო საიმედო ეფექტის მისაღებად საჭიროა პირველი ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება ადრე სქესობრივი აქტის შემდეგ (მაგრამ არა უგვიანეს 72სთ-სა). მეორე ტაბლეტის მიღება ხდება 12სთ-ის შემდეგ (მაგრამ არა უგვიანეს 16სთ-სა) პირველი ტაბლეტის მიღებიდან.
იმ შემთხვევაში, როდესაც ნებისმიერი ტაბლეტის მიღების შემდეგ 3სთ-ის განმავლობაში არ აღინიშნება ღებინება, საჭიროა მეორე ტაბლეტის მიღება.
პოსტინორის ტაბლეტების მიღება ხდება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, წინამდებარე დროული მენსტრუაციის შემთხვევაში.
სწრაფი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ მომდევნო მენსტრუაციამდე აუცილებელია ადგილობრივი ბარიერული (მაგ. კონდომის) ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.
პოსტინორის ტაბლეტებთან ერთად შესაძლებელია მუდმივი პერორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.
დღეისათვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები 16 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

 

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები:
შესაძლებელია ღებინება ან სისხლდენა.
მკურნალობა:
სიმპტომატური. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

 

შენახვის ვადა:
5 წელი

 

შენახვის პირობები:
15-250C-მდე ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა:
N2 ტაბლეტი ბლისტერში.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
"GEDEON RICHTER" უნგრეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.