newhospitals

პოლკორტოლონი

პოლკორტოლონი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8612ნახვა

სავაჭრო სახელწოდება: პოლკორტოლონი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): TRIAMCINOLONE

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, გლუკოკორტიკოიდები

 

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED Consumer Healthcare S.A. ( Polfa Pabianice)

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 4 მგ ტაბლეტი №50

 

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

ინსტრუქცია:

ათქ კლასიფიკაციის კოდი:

H02AB08

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ტრიამცინოლონი . . . . . .4 მგ

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, გლუკოკორტიკოიდები

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს პრედნიზოლონის ფტორის წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური მოქმედება. რეკომენდებული დოზით გამოყენებისას პრეპარატი ორგანიზმში ჩვეულებრივ არ იწვევს ნატრიუმის იონების შეკავებას, შეშუპებას, აგრეთვე მადის გაძლიერებას და პაციენტის წონის მომატებას.

 

ჩვენებები:
რევმატიზმი, ბრონქული ასთმა და სხვა ალერგიული დაავადებები, კანის დაავადებები, ურტიკარია, მზის სხივებით დამწვრობა, ლეიკოზი, ხოჯკინის დაავადება, ლიმფოსარკომა, გაფანტული კვანძოვანი ერითემა და სხვა კოლაგენოზები; ფილტვების ემფიზემა, ნეფრიტული სინდრომი.

 

დოზირების რეჟიმი:
მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ. იგი გამოიყენება პერორალურად ჩვეულებრივი დოზით 8-20 მგ დღეში. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად დოზას ამცირებენ (2 მგ ყოველ 2-3 დღეში), შემდგომში პრეპარატს ნიშნავენ დაავადების სიმპტომების მიხედვით. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას (ერითემა, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა) პრეპარატის მიღებას წყვეტენ. მისი ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ძვლების დეკალცინაცია ოსტეოპოროზის სიმპტომებით. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ყურადღებით შემოწმება, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭის წყლულოვანი დაავადების განვითარება.

 

გვერდითი მოვლენები:
ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, შეშუპებები, "მთვარისებრი სახე", მენსტრუალური ციკლის მოშლა, ჰიპერგლიკემია, არტერიული წნევის მომატება, ფსიქიური დარღვევები, სისუსტე, მიოპათია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ოსტეოპოროზი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა, ფერიმჭამელები, ინფექციური პროცესის გამწვავება, მწვავე პანკრიატიტი, სტრიების გაჩენა, ჰირსუტიზმი, ზრდის შეფერხება ბავშვებში, თრომბოემბოლია, კატარაქტა, უარყოფითი აზოტური ბალანსი, თვალშიდა წნევის მომატება, ზოგჯერ ეგზოფთალმი, ანაფილაქტოიდური რეაქციები, იმუნოკომპეტენტური სისტემის ფუნქციის დაქვეითება.

 

უკუჩვენებები:
- ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
- მწვავე ბაქტერიული ინფექციები;
- ვირუსული ინფექციები;
- სოკოვანი დაავადებები;
- მწვავე ფსიქოზები ანამნეზში;
- მიასთენია;
- დივერტიკულიტი;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;
- არტერიული ჰიპერტონია;
- იცენკო-კუშინგის სინდრომი;
- თირკმელების უკმარისობა;
- თრომბოზები და ემბოლიები ანამნეზში;
- ოსტეოპოროზი;
- ათაშანგი;
- ვაქცინაციის პერიოდი;
- გლაუკომა;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.