newhospitals

პოლიჟინაქსი ვაგინალური #12კაფს

პოლიჟინაქსი ვაგინალური #12კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7014ნახვა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არა
 

წამლის ფორმა: ვაგინალური კაფსულები.

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
ნეომიცინის სულფატი ........................35 000 ს.ე.
პოლიმიქსინ B-ს სულფატი ................. 35 000 ს.ე.
ნისტატინი .....................................100 000 ს.ე.

 

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, ტეფოზი 63, დიმეთიკონი 1000.

 

გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, დიმეთიკონი 1000, რაოდენობით საკმარისი კაფსულისათვის მასით 3.2 გ.

 

აღწერილობა: ღია ვარდისფერი ფერის რბილი, ოვალური ფორმის კაფსულები ზეთოვანი, ბლანტი, ერთგვაროვანი მასის შიგთავსით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული ანტიმიკრობული საშუალება.
ATC კოდი G01AX.

 

ფარმაკოლოგიური თვისიბები: მოქმედებს ზოგიერთ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მათ შორის Corynebacterium spp., Staphylococcus spp., Mycobacterium tuberculosis, Enterococcus teacium, Escherichia coli, Enterobacter aerogenes, Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae, Proteus vulgaris, Pseudomonas aeruginosa. მას ახასიათებს ფუნგიციდური და ფუნგისტატური მოქმედება. აქტიურია Candida spp., Histoplasma spp., Coccidiodes spp., Cryptococcus spp. მიმართ. აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას.
ფარმაკოკინეტიკა: აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრეპარატი პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან.

 

ჩვენება:
მკურნალობა: არასპეციფიური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ცერვიკოვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა. პროფილაქტიკა: გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ; საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ; საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ; მშობიარობის წინ.

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
დოზირება და გამოყენების წესი: ინიშნება ინტრავაგინალურად. ერთი ვაგინალური კაფსულა ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლიობა 12 დღე.
პროფილაქტიკისათვის 6 დღიანი კურსი.

 

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პოლიჟინაქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპერმიციდების გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობა აქვეითებს სპერმიციდის აქტივობას.

 

საყურადღებო მითითება: დაიცავით მითითებული დოზირების რეჟიმი, ვინაიდან არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება, რაც ძლიერდება თირკმლის უკმარისობის დროს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც. თირკმლის უკმარისობის დროს კონსულატაციისაღვის მიმართეთ ექიმს.

 

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს კონსულატაციისაღვის მიმართეთ ექიმს. პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები დედის რძით მოქმედი ნივთიერებების გამოყოფის შესახებ, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

გამოშვების ფორმა: 6 ვაგინალური კაფსულა ბლისტერზე, 1 ან 2 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია მუყაოს ყუთში.

 

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C. მოარიდეთ ბავშვებს.

 

გამოყენების ვადა: 1,5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

 

გაცემის წესი: რეცეპტით.

 

მწარმოებელი: ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau "L ‘Isle Vert", 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.