newhospitals

პოლიდექსა ყურის წვეთები 10.5მლ

პოლიდექსა ყურის წვეთები 10.5მლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
16974ნახვა

სამკურნალო ფორმა: 

ყურის წვეთები
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში

 

მოქმედი ნივთიერებებები:
ნეომიცინის სულფატი - 1გ, რაც შეესაბამება 650 000ME; პოლიმიკსინის სულფატი B - 1 000 000 ME; დექსამეტაზონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატი - 0.100გ
სხვა კომპონენტები: თიომერსალი, ლიმონმჟავა, 1N ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, მაკროგოლი 400, პოლისორბატ 80, გასუფთავებული წყალი 100მლ ხსნარის მისაღებად.

 

აღწერილობა:
მორევის შედეგად აქაფებადი ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკები - ამინოგლიკოზიდი და ციკლური პოლიპეპტიდ-გლუკოკორტიკოსტეროიდი (კომბინირებული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი)

ფარმაკოლოგიური თვისებები: ადგილობრივი მოხმარების კომბინირებული პრეპარატი ოტოლარინგოლოგიური გამოყენებისათვის. პოლიდექსას თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და ანტიბიოტიკების - ნეომიცინისა და პოლიმიკსინ B-ს აბტიბაქტერიული მოქმედებით. აღნიშნული ანტიობიოტიკების შერწყმით ფართოვდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი გარეთა და შუა ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ნეომიცინი აქტიურია შემდეგი ბაქტერიები მიმართ: Staphilococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Heemophilus influenzae.
პოლიმიკსინ B აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიები მიმართ: Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae, Pseudomonas aeruginosa.
აღნიშნული ანტიობიოტიკების მიმრთ მდგრადია Streptococcus spp.

 

ჩვენება:
გარეთა ოტიტი დაფის აპკის დაზიანების გარეშე; გარეთა სასმენი მილის ინფიცირებული ეგზემა;

 

უკუჩვენებები:
დაფის აპკის ინფექციური ან ტრამვული დაზიანება; პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

 

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: აწვეთებენ 1-5 წვეთს თითოეულ ყურში დღეღამეში 2 ჯერ 10 დღის განმავლობაში; ბავშვებში: აწვეთებენ 1-2 წვეთს თითოეულ ყურში დღეღამეში 2 ჯერ 6-10 დღის განმავლობაში
მკურნალობის ხანგრძლივობა - არ უმეტეს 7-10 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდირებულია ფლაკონის ხელში შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით. ერთ ყურში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ აუცილებელია რამოდენიმე წუთის განმავლობაში თავის დახრა საწინააღმდეგო მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მეორე ყურში ჩაწვეთება.

 

გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, იშვიათ შემთხვევებში გამონაყარი კანზე. დაფის აპკის მთლიანობის რღვევისას - სმენისა და ვესტიბულარულ აპარატზე ტოქსიური ზემოქმედების რისკი იზრდება.

 

 

ჰიპერდოზირება:
სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჰიპერდოზირების განვითარება.

 

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში ამ პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში იზრდება ნაყოფზე ოტოტოქსიური ზემოქმედების რისკი.

 

წამლებს შორის ურთიერთქმედება:
პრეპარატი შეუთავსებადია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან, ნეტელმიცინთან (ოტოტოქსიური მოქმედების გაძლიერება).

განსაკუთრებული მითითებანი: არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა წნევის ქვეშ. დაუშვებელია სხვა ამინოგლიკოზიდების ერთდროული გამოყენება. ნეომიცინის ან პოლიმიკსინის ადგილობრივი გამოყენებისას ადგილობრივი რეაქციის განვითარების შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ნემიცინის ან პოლიმიკსინის მსგავსი სტრუქტურის მქონე სხვა ანტიობიოტიკების ერთდროული სისტემური გამოყენება. ნეომიცინზე ალერგიის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ანტიბიოტიკების ჯვარედინი ალერგია - ამინოგლიკოზიდების მიერ.

 

გამოშვების ფორმა: ყურის წვეთები:
ყვითელი შუშის ფლაკონი 10.5მლ ტევადობით, კომპლექტში საწვეთურთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისიანობა:
3 წელიწადი, არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით

 

მწარმოებელი:
ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი, საფრანგეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.