newhospitals

პლანტაგლუციდი გრანულა 2გ პაკეტ

პლანტაგლუციდი გრანულა 2გ პაკეტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5253ნახვა

საერთო დახასიათება:

პლანტაგლუციდი წარმოადგენს დიდი მრავალძარღვას ფოთლებიდან მიღებულ სუმარულ პრეპარატს (Plantago major L.), რომელიც შეიცავს პოლისაქარიდების ნარევს.

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს მუქი ნაცრისფერი ფერის, მოტკბო გემოს მქონე გრანულებს.

 

გამოშვების ფორმა:
გრანულები.

 

შემადგენლობა:
2 გ გრანულა შეიცავს 1 გ პლანტაგლუვიდს.

 

დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი-რაფინადი.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ATC A02X. წყლულის სამკურნალო საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პლანტაგლუციდი მიეკუთვნება საშუალებას, რომელიც აღიზიანებს ნერვულ დაბოლოვებებს. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პირისა და ენის ლორწოვანი გარსზე მოთავსებული გემოვნების რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც რეფლექსული გზით იწვევს კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერებას, მადის მომატებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური ეფექტები.
ჩვენება:
პლანტაგლუციდი გამოიყენება ჰიპოაციდური გასტრიტის, დაქვეითებული და ნორმალური მჟავიანობის კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, აგრეთვე დაავადების რეციდივების პროფილაქტიკისათვის.

 

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პლანტაგლუციდი ინიშნება 1 გ-ის ოდენობით პერორალურად (1 ჩ. კოვზით) 2-3-ჯერ დღეში 20-30 წთ-ით ადრე საკვების მიღებამდე. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მოზრდილების დოზის ნახევარი (0,5 გ); 6-წლამდე - 0,25 გ ერთ მიღებაზე 2-3ჯერ დღეში ჭამამდე 20- 30 წთ-ით ადრე. პრეპარატს გამოყენების წინ ანზავებენ 1/4 ჭიქა თბილ წყალში. მკურნალობის ხანგრძლივობა გამწვავების ფაზაში შეადგენს 3-4 კვირას. რეციდივის პროფილაქტიკისათვის გამოიყენება 1 გ 1-2-ჯერ დღეში 1-2 თვის თვის განმავლობაში.

 

გვერდითი მოვლენები:
პლანტაგლუციდი ხასიათდება კარგი ამტანობით, მისი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აღინიშნება გვერდითი მოვლენები.

 

წინააღმდეგჩვენება:
ჰიპერაციდური გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.

 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი

 

შეფუთვა:
2 გ პაკეტი N25 შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

 

მწარმოებელი:
"ზდოროვიე" (უკრაინა)

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.