newhospitals

პირფალინი 0.005% 7მლ თვ.წვ

პირფალინი 0.005% 7მლ თვ.წვ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3770ნახვა

საერთაშორისო დასახელება - pirenoxine sodium

 

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - S01XA

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კატარაქტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები, კატარაქტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები, ლიოფილიზირებული ფხვნილი და გამხსნელი. 1 ფლაკონი და გამხსნელის 7მლ-იანი ფლაკონი

 

ჩვენებები:
კატარაქტა

 

მიღების წესები და დოზები:
1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-ჯერ დღეში, ექიმის რეცეპტის მიხედვით.

 

გამოყენების ინსტრუქცია:
შუშის ფლაკონს პლასტმასის თავსახური შორდება ცერა თითით, ქვემოდან ზემო მიმართულებით
გამხსნელის ფლაკონის გახსნის შემდეგ პლასტმასის ფლაკონის საწვეთური თავსდება მინის ფლაკონის საცობის ნახვრეტში
პლასტმასის ფლაკონს ხელი რამდენჯერმე ეჭირება მანამდე, სანამ მთელი სითხე მინის ფლაკონში არ გადაისხმევა. შემდეგ საჭიროა კარგად შენჯღრევა, ფლაკონების განცალკევების გარეშე
ხსნარის პლასტმასის ფლაკონში გადასასხმელად შეწყვილებული ფლაკონები უნდა გადაბრუნდეს, ქვემოთ მოქცეულ პლასტმასის ფლაკონს ხელი მაგრად უნდა მოეჭიროს და შემდეგ გაეშვას, ეს უნდა განმეორდეს რამდენჯერმე
ამგვარად, დამზადებული ხსნარი ახლა უკვე პლასტმასის ფლაკონშია და მზადაა გამოყენებისათვის, როგორც თვალის ჩვეულებრივი წვეთები
გამოყენების შემდეგ პლასტმასის ფლაკონს თავსახური უნდა დაეხუროს მჭიდროდ.

 

გვერდითი მოვლენები:
თვალის ლიოფილიზირებული წვეთების ფორმით პირენოქსინი ჩვეულებრივ კარგად მიიღება ორგანიზმის მიერ. არასასურველი ეფექტების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

 

უკუჩვენება:
ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა

 

განსაკუთრებული მითითებები:
მიღება საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება თვალის ანთების ან დაზიანების დროს.

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 15 დღის განმავლობაში, ინახება გრილ ადგილას
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

 

მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.