ეფიქსიმის ორალური სუსპენზია USP 100 მგ./5 მლ.
შემადგენლობა: სუსპენზიის ყოველი 5 მლ. შეიცავს ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი UშP რომელიც 100 მგ. ცეფიქსიმის ექვივალენტურია დამხმარე ნივთიერებები/ბოთლში: აეროზილი 480 მგ., სუკროზა q.s. . 24 მგ. ფხვნილზე, ნატრიუმის ბენზოატი 120 მგ., ნატრიუმის ციტრატი 480 მგ., ქსანტანი 150 მგ., ფორთოხლის არომატიზატორი 180 მგ., მღებავი ნივთიერება (Sunset yellow) 12 მგ., ლიმონმჟავას მონოჰიდრატი 144 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცეფიქსიმი - მე-3 თაობის ცეფალოსპორინი.
ATC კოდი:J01DD08
ფარმაცევტული ფორმა: მშრალი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად.
ჩვენებები: პიქსიმი (ცეფიქსიმი) ესაა ცეფალოსპორინების ჯგუფის პედიატრიული პრეპარატი რომელიც გამოიყენება ცეფალოსპორინების მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები; შუა ყურის ანთება (ოტიტი); ფარინგიტი, ტონზილიტი; ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები; გაურთულებელი გონორეა (საშვილოსნოს ყელის/ურეთრის).
ფარმაკოლოგია: ფარმაკოდინამიკა ცეფიქსიმი ანტიბაქტერიული მოქმედების ნახევრად სინთეზური პრეპარატია. მის ბაქტერიოციდულ აქტივობას განაპირობებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირება. ცეფიქსიმი ეფექტურად მოქმედებს (როგორც in vitro, ასევე კლინიკური ინფექციების დროს) ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორებიცაა:
გრამ-დადებითი ბაქტერიები
Streptococcus pneumoniae Streptococcus pyogenes
გრამ-უარყოფითი ბაქტერიები
Haemophilus influenzae
Moraxella catarralis
Escherichia coli
Proteus mirabilis
Neisseria gonorrhoeae
აღნიშნული ბაქტერიების მიმართ ცეფიქსიმის ეფექტურობაზე
in vitro მონაცემები არსებობს, ხოლო კლინიკური ეფექტურობა უცნობია. პიქსიმის MIC მაჩვენებელი (MIC – მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია)
in vitro შეადგენს 1 მკგ./მლ.-ს და ნაკლებს უმრავლესობა ზემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიების წინააღმდეგ, თუმცაღა, იგივე მიკრობებით გამოწვეული სხვადასხვა კლინიკური ინფექციების მკურნალობისას პიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესაბამისი კონტროლირებადი კვლევებით დადგენილი არ არის.
გრამ-დადებითიბაქტერიები
Streptococcus agalacticae
გრამ-უარყოფითიბაქტერიები
Haemophilusparainfluenzae
Proteus vulgaris
Klebsiella Pneumoniae
Klebsiella oxytoca Pasteurellamultocida
Providencia species
Salmonella species
Shigella species
Citrobacteramalonaticus Citro bacter diversus Serratiamarcescens ბაქტერიების რეზისტენტობა ცეფიქსიმის მიმართ შესაძლოა განპირობებული შემდეგი ერთი ან რამდენიმე მექანიზმით:
• ცეფიქსიმის ჰიდროლიზი, გამოწვეული ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზით ან/და ქრომოსომა-კოდირებული (AmpC) ფერმენტებით, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ინდუცირებული იქნას გარკვეული აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიების სახეობებში;
• პენიცილინ-შემაკავშირებელი ცილების (პროტეინების) მიმართ არასაკმარისი აფინიტეტი;
• არასაკმარისი განვლადუნარიანობა ზოგიერთი გრამ-უარყოფითი ბაქტერიების გარეთა მემბრანაში, რაც თავის მხრივ, ამცირებს ანტიბიოტიკის მიღწევას პენიცილინ-შემაკავშირებელ პროტეინებამდე;
• ,,წამლის გამომყვანი ტუმბო” (Drug efflux pomp).
ერთ ბაქტერიულ უჯრედში შესაძლოა თანაარსებობდეს აღწერილი მექანიზმებიდან რამდენიმე. გამომდინარე იქედან, თუ რომელიმე ქანიზმები მოქმედებს მიკრობულ უჯრედში, ბაქტერიამ შესაძლოა გამოავლინოს ჯვარედინი რეზისტენტობა რამდენიმე ან ყველა ბეტა-ლაქტამური ან სხვა კლასის ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია ცეფიქსიმის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მერყეობს და შეადგენს 22-54%_ს. აბსორბციის სიჩქარეზე გავლენას არახდენს საკვები, გამომდინარე აქედან, ცეფიქსიმი შესაძლოა მიღებული იქნას საკვებისგან დამოუკიდებლად.
გავრცელება ადამიანისა და ცხოველების სისხლის შრატში პროტეინ-შეკავშირების პროცესი კარგადაა განვითარებული. ცეფიქსიმი უმეტესად უკავშირდება ალბუმინის ფრაქციას (თავისუფალი ფრაქცია არის დაახლოებით 30%). ცეფიქსიმის პროტეინთან შეკავშირება დამოკიდებულია ადამიანის სისხლის შრატის თავისებურებებზე. ინ ვიტრო კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ცეფიქსიმის კონცენტრაციის მაჩვენებელი 1 მგ./ლ. და მეტი შრატში ან შარდში არის სრულიად საკმარისი იმ პათოგენური ბაქტერიების გასანადგურებლად, რომელთა მიმართაც ცეფიქსიმი აქტიურია და რომლებიც ჩამოთვლილია ინსტრუქციაში. ცეფიქსიმის კონცენტრაციის პიკი როგორც პედიატრიულ, ასევე მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზებით ანტიბიოტიკის მიღებისას შეადგენს 1,5 - 3 მგ./ლ. ცეფიქსიმის დადგენილი დოზების მრავალჯერადი მიღების შემთხვევაში აკუმულაციის (დაგროვების) ფაქტი გამოვლენილი არ არის.
მეტაბოლიზმი და ორგანიზმიდან გამოყოფა:
ცეფიქსიმი უმეტესად შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად გლომერულური ფილტრაციის გზით. ცეფიქსიმის მეტაბოლიტები სისხლის შრატსა ან შარდში გამოვლენილი არ არის.
ლაქტაციის დროს ცეფიქსიმის გამოყოფა რძესთან ერთად მეტად უმნიშვნელოა (აღწერილია ვირთხებში) და შეადგენს დედის ორგანიზმში არსებული ცეფიქსიმის მთლიანი კონცენტგრაციის დაახლოებით 1,5%-ს. არ არსებობს მონაცემები ცეფიქსიმის გამოყოფის შესახებ ადამიანის რძესთან ერთად. ცეფიქსიმის პლაცენტის გზით ნაყოფზე გადაცემა ვირთხებზე ჩატარებული კვლევის შედეგად იყო ძალიან უმნიშვნელო.
წინააღმდეგ ჩვენებები: პიქსიმი წინააღმდეგნაჩვნებია ცეფიქსიმის ან სხვა ცეფალოსპორინების მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში.
განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილებები:
ალერგიული რეაქციები
ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (შოკისა და ლეტალური გამოსავლის ჩათვლით.
Clostridium difficile -სთან ასოცირებული დიარეაჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე -სთან დაკავშირებული დიარეა აღწერილია არამარტო ცეფიქსიმის, არამედ ნებისმიერი სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენების ფონზე. დაავადების სიმძიმე მერყეობს ზომიერი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში
C. difficile -ს პათოლოგიური გამრავლება მოჰყვება ნაწლავის ლორწოვანზე. დოზის რეგულირება და თირკმლის დაზიანება თირკმლის პათოლოგიის მქონე პირებში, ასევე პერიტონეულ დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში უნდა მოხდეს პიქსიმის დოზის კორექცია. პაციენტის მონიტორინგი უნდა მოხდეს სიფრთხილით.
მოქმედება კოაგულაციურ სისტემაზე
პიქსიმმა (ისევე, როგორც ყველა ცეფალოსპორინმა) შესაძლოა გამოიწვიოს პროთრომბინის აქტივობის დათრგუნვა. რისკის ქვეშ არიან ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტები, პირები - კვებითი დეფიციტით; პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით; პაციენტები, რომლებიც ანტიმიკრობულ თერაპიამდე ღებულობდნენ ანტიკოაგულანტებს. რისკის ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დროის მონიტორინგი და ეგზოგენურად K ვიტამინის ჩართვა მკურნალობაში.
რეზისტენტობის განვითარება პიქსიმის (ცეფიქსიმის) დანიშვნა მკაცრად დადასტურებული ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზის არსებობის გარეშე გამოიწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას.
დოზირება და მიღების წესი:
პედიატრიული პაციენტები (6 თვიდან ზევით) - რეკომენდებული დოზაა სუსპენზიის 8 მგ./კგ. რომელიც შეიძლება პაციენტმა მიიღოს ერთჯერადად (24 საათში ერთხელ) ან გაყოს 2 მიღებად: 4მგ./კგ. 12 საათში ერთხელ.
შენიშვნა: აღნიშნული დოზები განსაზღვრულია პედიატრიული წონითი კატეგორიებისთვის. იხ. ცხრილი, სადაც მოცემულია აქტიური ნივთიერების შემცველობა (მგ.-ობით) სუსპენზიის კონკრეტული რაოდენობის მლ.-ში.
ცხრილი: პიქსიმის დოზები პედიატრიული პაციენტებისთვის
ანტიბიოტიკის პედიატრიული დოზების ცხრილი ბავშვის წონის მიხედვით
|
|
პიქსიმის (ცეფიქსიმის) ორალური სუსპენზია
|
100 მგ./5 მლ.
|
|
დღიური დოზა (მგ.)
|
დღიური დოზა (მლ.)
|
5 - 7,5 *
|
50
|
2,5
|
7,6 - 10 *
|
80
|
4,0
|
10,1 - 12,5
|
100
|
5,0
|
12,6 - 20,5
|
150
|
7,5
|
20,6 - 28
|
200
|
10
|
28,1 - 33
|
250
|
12,5
|
33,1 - 40
|
300
|
15
|
40,1 - 45
|
350
|
17,5
|
45,1 da zemoT
|
400
|
20
|
* აღნიშნულ პედიატრიულ წონით კატეგორიებში პიქსიმის (ცეფიქსიმის) კონცენტრაციაშეადგენს: 100 მგ./5 მლ.
|
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის 45 კგ.-ზემეტი წონით რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მოზრდილთა დოზა. მკურნალობის ხანგრძლივობა: კლინიკური კვლევების მიხედვით მოცემული დოზირების რეჟიმით პიქსიმით მკურნალობის კურსი შეადგენს 10-14 დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის კლინიკური და ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებით. Streptococcus Pyogenes –ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს. პიქსიმი შესაძლოა გამოყენებული იქნას თირკმლის დაავადების შემთხვევაშიც. სტანდარტული დოზებით პრეპარატის მიღება შესაძლებელია კრეატინინის კლირენსის 60 მლ./წთ. და მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში.
სუსპენზიის მომზადების წესი: სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლი უნდა შეივსოს ნუშნულამდე.
მომზადებისწესი: აადუღეთ წყალი და შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურმადე. ბოთლის თავსახურს დააწექით და მოატრიალეთ, მოხსენით თავსახური; შემდეგ ჩაასხით ანადუღარი და გაგრილებული წყალი ისე, რომ თავდაპირველად შეივსოს ბოთლის მხოლოდ ნახევარი; დააფარეთ ბოთლს თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ კვლავ მოხსენით და დაამატეთ წყალი ბოთლის ნიშნულამდე. ისევ დაახურეთ ბოთლს თავსახური და ანჯღრიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან სუსპენზიას არმიიღებთ. მზა სუსპენზია ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში ინახება 14 დღე. შეინახეთ კარგად თავდახურულ მდგომარეობაში. გამოყენებამდე ყოველთვის შეანჯღრიეთ.
14 დღის შემდეგ პრეპარატი გამოსაყენებლად ვარგისი აღარაა.
გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები პიქსიმის მოხმარების ფონზე შესაძლოაშეგვხვდეს 50-დან 1 (2%).
კუჭ-ნაწლავისმხრივ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა ფსევდომემბრანული კოლიტის რამდენიმე შემთხვევა. მისი კლინიკური სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე, ასევემისშემდეგ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (შოკისა და ფატალური გამოსავლის ჩათვლით), გამონაყარიკანზე, ურტიკარია, წამლისმიერი ცხელება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება; მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, შრატის დაავადების მსგავსისიმპტომები.
ღვიძლის მხრივ შრატში ტრანსამინაზების ((SGPT, SGOT) ) დონის გარდამავალი მატება, ტუტეფოსფატაზას დონის მატება, ჰეპატიტი, სიყვითლე.
თირკმლის მხრივ სისხლში შარდოვანას აზოტის (BUN), კრეატინინის კონცენტრაციის მატება, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ გარდამავალი თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ლაქტატ-დეჰიდროგენაზას (LDH) კონცენტრაციის მატება, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია.
ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლების მხრივ ჰიპერბილირუბინემია
სხვა გვერდითი მოვლენები გენიტალური მიდამოს ქავილი, ვაგინიტი, კანდიდოზი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.
პიქსიმის გამოყენება განსაკუთრებულ კონტიგენტში:
ორსულობა (B კატეგორია) ორსულობის პერიოდში ვირთაგვებზე და თაგვებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლენილა ნაყოფზე არანაირი დამაზიანებელი მოქმედება პიქსიმის 40-ჯერ მეტი დოზით მიღებისას სტანდარტულ დოზასთან შედარებით. არ არსებობს კონტროლირებადი კვლევების მონაცემები ორსულ ქალებზე. ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ადამიანზე პროგნოზირება ყოველთვის სარწმუნო არაა, ამიტომ ორსულ ქალებში პიქსიმის გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით და იმშემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია პრეპარატის მიღების საჭიროება. მშობიარობა არ არის შესწავლილი პიქსიმის გამოყენება და მისი ეფექტურობა მშობიარობის დროს. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია პრეპარატის მიღების საჭიროება.
მეძუძური დედები არ არის ცნობები იმასთან დაკავშირებით, გამოიყოფა თუ არა პიქსიმი დედის რძესთან ერთად. პიქსიმის გამოყენება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია პრეპარატის მიღების საჭიროება.
პედიატრიული პაციენტები 6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში პიქსიმის (ცეფიქსიმის) უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მონაცემები არ არსებობს.ბავშვთა კონტიგენტში პიქსიმის სუსპენზიის მიღების ფონზე გამოვლენილი გასტროინტესტინური მოვლენების (დიარეა, თხელი განავალი) სიხშირე თანაბარია მოზრდილ პაციენტებში ცეფიქსიმის ტაბლეტების მიღების ფონზე აღწერილი გვერდითი მოვლენებისა.
გერიატრია კლინიკურ კვლევებში არ მონაწილეობდა საკმარისი რაოდენობით 65 წელს გადაცილებული პაციენტიიმის გასარკვევად, თუ რამდენად განსხვავებულად რეაგირებს მათი ორგანიზმი პიქსიმზე (ცეფიქსიმზე) 65 წლის ქვევით ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით. პრეპარატზე არსებული კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული ასაკობრივი ჯგუფები ერთნაირად რეაგირებენ პიქსიმით ჩატარებულ მკურნალობაზე და არსებითი განსხვავება ამ ჯგუფებს შორის არ არსებობს.ფარმაკოკინეტიკური კვლევებით გამოვლინდა პიქსიმის განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ზრდასრულ პაციენტებში, მაგრამ ეს განსხვავება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ანტიბიოტიკის დოზის კორექცია საჭირო არ გამხდარა.თირკმლის დაზიანება თირკმლის პათოლოგიის მქონე, ასევე უწყვეტ პერიტონეულ და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ცეფიქსიმის დოზა კორეგირდება. დიალიზზე მყოფი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:
კარბამაზეპინიკარბამაზეპინთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაფიქსირდა კარბამაზეპინის დონის მატება სისხლის პლაზმაში. აუცილებელია პრეპარატების დოზების მონიტორინგ, რათა აღმოჩენილი იქნას კარბამაზეპინის კონცენტრაციის ცვლილებები პლაზმაში.
ვარფარინი და ანტიკოაგულანტები პიქსიმისა და ანტიკოაგულანტების პარალელურ რეჟიმში გამოყენების დროს დაფიქსირდა პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, კლინიკურად გამოხატული სისხლდენის გარეშე.
პრეპარატისა და ლაბორატორიული ტესტების ურთიერთ დამოკიდებულება ნიტროპრუსიდით (და არა ნიტროფერიციანიდით) ჩატარებული შარდის ლაბორატორიული გამოკვლევისას შარდში შესაძლოს დაფიქსირდეს ცრუ-დადებითი რეაქცია კეტოსხეულებზე.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები ცეფიქსიმის ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა. მნიშვნელოვანი რაოდენობით ცეფიქსიმის გამოდევნა სისხლის მიმოქცევიდან არ ხდება ჰემოდიალიზისა და პერიტონეული დიალიზის საშუალებით. ჯანმრთელი მოხალისეებისთვის პიქსიმის 2 გრამის ერთჯერადად მიცემის დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენები არ განსხვავდებოდა სტანდარტული დოზებით პრეპარატის მიღების დროს დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისგან.
გამოშვების ფორმა: 24 გრამი მშრალი ფხვნილი 60 მლ.-იან მინის ბოთლში (24 გრ.) მზომი ჭიქითა და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით – მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შენახვის ვადა 3 წელი.
პიქსიმის გაუხსნელი ბოთლი 3 წლის განმავლობაში ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურისა. სუსპენზია – მომზადების შემდეგ ინახება 14 დღის განმავლობაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. სუსპენზია 14 დღეი ნახება ან ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში – ანტიბიოტიკის აქტივობის სრული შენარჩუნებით. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ გადააგდეთ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.