პიპოლფენი 2.5% 2მლ #10ა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ათქ კოდი R06AD02 ჩვენებები:
- ნებისმიერი წარმოშობის ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა: (მაგალითად: რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და დერმოგრაფიზმი).
- ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპია: მწვავე სიმპტომების სხვა პრეპარატებით საწყისი მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, ადრენალინით.
- პრეპარატის მიღება შეიძლება სედატიური საშუალების სახით ოპერაციის წინ და მის შემდეგ და, ასევე, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად.
- ანესთეზიოლოგია და ქირურგია: ანესთეზიასთან დაკავშირებული ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- ნარკოზის პოტენცირება: ნარკოტიკებსა და ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
- ოპერაციის შემდეგ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს დადებით ეფექტს ტკივილის მოსახსნელად.
- კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავბრუსხვევისა და "მოძრაობის დაავადების" პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა. უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინების მიმართ;
• კომატოზური მდგომარეობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ფუნქციის ძლიერი დათრგუნვა;
• მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შემდეგ 14 დღეზე ნაკლები პერიოდი;
• ასაკი 2 თვემდე;
• ორსულობა და ლაქტაცია. განსაკუთრებული მითითებები :
- უკიდურესი სიფრთხილეა აუცილებელი ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) მძიმე არასასურველი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო.
- ბავშვებში პიპოლფენის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სანამ არ არის გარკვეული დაავადების ზუსტი დიაგნოზი. არადიაგნოსტირებული ენცეფალოპათიის სიმპტომები და რეის სინდრომი შეიძლება შეცდომით იყოს შეფასებული, როგორც პრეპარატ პიპოლფენის გვერდითი ეფექტების გამოვლენა.
- განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პრეპარატის დანიშვნის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
- პრომეთაზინს შეუძლია შეგუბებითი სიყვითლის გამოწვევა (ძირითადად, პარენტერული შეყვანის შემდეგ).
- პრეპარატი ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც გააჩნიათ კრუჩხვებისადმი მიდრეკილება ან რომლებიც პრომეთაზინთან ერთად იღებენ ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებს.
- პრომეთაზინის ანტიქოლინერგული მოქმედების შედეგად შეიძლება გართულდეს ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭის სტენოზირებადი წყლული, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი და/ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია). ამ პრეპარატის დანიშვნის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ავადმყოფებს აღნიშნული დაავადებებით.
- პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასთმისა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებებისას.
- მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
- პრომეთაზინის მიღების დროს შესაძლოა დიაგნოსტიკური ალერგიული ტესტებისა ან ორსულობაზე ტესტების მცდარი უარყოფითი, ან მცდარი დადებითი შედეგები. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
- სედატიური საშუალებები, ნარკოტიკები, საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები აძლიერებენ პიპოლფენის დამთრგუნველ ეფექტს ცნს-ზე. ამიტომ, რეკომენდირებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება;
- პიპოლფენი აძლიერებს ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედებას;
- ადრენალინთან ერთდროულად შეყვანის დროს შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია (პრომეთაზინი ახდენს ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას, რის გამოც ასუსტებს ადრენალინის პრესორულ ეფექტს);
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (პიპოლფენი აძლიერებს მათ მოქმედებას);
- პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს (პიპოლფენი ზრდის ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს). მიღების წესი და დოზირება:
საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულურად:
პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებით, რომლებსაც არ შეუძლიათ პიპოლფენის პერორალური მიღება;
- ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპიისათვის;
- ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად, და ასევე ანალგეტიკებისა და ნარკოტიკების ეფექტების პოტენცირებისათვის. ინტრავენურად პრეპარატი (0.15 - 0.30 მგ/კგ სხეულის წონაზე) უნდა გამოიყენებოდეს:
- ქირურგიული ჩარევის სპეციალური სახეების დროს ნარკოზისა და ანალგეზიის ინდუქციისათვის, როგორიცაა, მაგალითად: განმეორებითი ბრონქოსკოპია და ოფთალმოლოგიური ოპერაციები. ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილთათვის
ალერგიის დროს:
შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს.
ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა.
გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ, პერორალურად მიღების აუტანლობისას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12,5-25 მგ შეყვანა ყოველ 4-6 საათში.
მგზავრობის დროს გულისრევისა და "მოძრაობითი დაავადების" პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიღება რეკომენდირებულია მგზავრობამდე 1/2 - 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.
ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და, ასევე, ნარკოტიკებისა და ანალგეტიკების ეფექტის პოტენცირებისათვის:
ოპერაციამდე 2,5 საათით ადრე შეიძლება კოქტეილის მიღება 50 მგ პიპოლფენის შემცველობით. აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება 1 საათში განმეორდეს.
პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150მგ-ს.
ბავშვებში
არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 2 თვის ასაკამდე!
2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ინტრავენურად დაენიშნოთ 0,5 - 1 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-5 - ჯერ დღეში.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთჯერადი დოზის გაზრდა 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად. ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, სუნთქვის გაძნელება და კომა.
მკურნალობა:
ანტიდოტის არ არსებობის გამო ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა და/ან კუჭის ამორეცხვა. გამოხატული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება ნორადრენალინი ან ფენილეფრინი. ადრენალინს შეუძლია ჰიპოტენზიის გამაძლიერებელი პარადოქსული ეფექტის გამოწვევა.
კრუნჩხვები უნდა მოიხსნას ბენზოდიაზეპინების შეყვანით.
დიალიზი უსარგებლოა. გვერდითი მოვლენები:
- ნევროლოგიური: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია და, ასევე, ძირითადად მაღალი დოზების მიღების ან პარენტერული შეყვანის შემდეგ - ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ოკულოგირული კრიზი, კისერმრუდობა, ენის გამოვარდნა).
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება.
- კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
- სისხლმბადი სისტემა: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და/ან ლეიკოპენია
- სხვა: გამონაყარი კანზე და/ან ფოტოსენსიბილიზაცია. გამოშვების ფორმა:
10 ამპულა 2 მლ მოცულობით შეფუთულია მუყაოს დასაკეც კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15 - 250C, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა ნაჩვენებია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი ს.ს.
უნგრეთი