პიპერაზინის ად.0.2გ#10ტ (კიევი
წამლის ფორმა:
ტაბლეტი გენერიული დასახელება:
პიპარაზინის ადიპინატი აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის, ბრტყელ, ცილინდრული ფორმის მქონე ტაბლეტს. შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 0,2 გ პიპერაზინის ადიპინატს. დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მიეკუთვნება ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას. განსაკუთრებით იგი გამოირჩევა გამოხატული მოქმედებით ზრდასრულ და არაზრდასრულ ჰელმინთებზე (ასკარიდებსა და მახვილებზე), იწვევს რა ამ ნემატოდების კუნთების დამბლას და არღვევს მათი ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციას. პრეპარატის გამოყენებისას დეჰელმინტაციის ხარისხი შეადგენს 90-95%-ს, განმეორებითი გამოყენებისას კი 100%-ს. იმის გამო, რომ პიპერაზინის ადიპინატი არ ანადგურებს ასკარიდებს, არ არსებობს მათი დაშლის ბიოლოგიურად ტოქსიური პროდუქტების შეწოვის საშიშროება. პრეპარატი მცირედ ტოქსიურია. ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. იგი ძირითადათ გამოიყოფა თირკმელებით. ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ასკარიდოზისა და ენტერობიოზის სამკურნალოდ. მიღების წესი და დოზირება:
ასკარიდოზის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება 2 დღის განმავლობაში ზედიზედ 2-ჯერ დღეში ჭამამდე 1 სთ-ით ან 0,5-1 სთ-ის შემდეგ შემდეგი დოზებით:
მოზრდილებში - 1,5-2 გ (3-4 გ დღეღამეში), 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 0,2 გ მიღებაზე (0,4 გ დღეღამეში); 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 0,3 გ (0,6 გ დღეღამეში); 4-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 0,5 გ (1 გ დღეღამეში); 6-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში - 0,75 გ (1,5 გ დღეღამეში); 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 გ (2 გ დღეღამეში); 13-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1,5 გ (3 გ დღეღამეში).
პრეპარატი ასევე შესაძლებელია მივიღოთ ერთ დღეში: ერთჯერადად (0,4გ - 4 გ ასაკის მიხედვით) ან 2-ჯერ (0,2-2გ).
ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად ასეთივე დოზებში 5 დღის განმავლობაში 7 დღიანი შესვენებით ციკლებს შორის. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 ციკლს. ციკლებს შორის შესვენებისას ღამით რეკომენდებულია ოყნის გაკეთება (4-5 ჭიქა წყალი მოზრდილებში, 1-3 ჭიქა წყალი - ბავშვებში), რომელსაც უმატებენ ნატრიუმის ჰიდროკარბონატს - 0,5 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე. გვერდითი მოვლენები:
იშვიათად - გულისრევა, მუცლის არეში ტკივილი, თავის ტკივილი. თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნეიროტოქსიური გართულებები. წინააღმდეგჩვენება:
ცნს-ის ორგანული დაავადებები, ნეფრიტი. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატისა და ამინაზინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ექსტრაპირამიდული დარღვევები. ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია ტრემორი და კუნთების სისუსტე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის ან სხვა ენტეროსორბენტების მიღება, მარილის შემცველი საფაღარათო საშუალებები, ოქსიგენოთერაპია, ასევე საინფუზიო თერაპია. ნევროლოგიური სიმპტომებისას შეყავთ თიამინის ჰიდროქლორიდი. განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის გამოყენებისას არ არის აუცილებელი სპეციალური დიეტის დაცვა ან მომზადება. საფაღარათო საშუალებებს უნიშნავენ მხოლოდ ყაბზობისადმი მიდრეკილების შემთხვევაში. ენტერობიოზის მკურნალობისას იცავენ მკაცრ ჰიგიენურ რეჟიმს. მკურნალობა შესაძლებელია ჩავატაროთ მხოლოდ ამბულატორიულ პირობებში. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდბეული. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 18-25° C ტემპერატურაზე. შეფუთვა:
ტაბლეტი N10 კონტურულ შეფუთვაში მწარმოებელი:
"აგროფარმი" (უკრაინა)