newhospitals

პიობაქტერიოფაგი კომბინირებული თხიერი

პიობაქტერიოფაგი კომბინირებული თხიერი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
15477ნახვა
გამოყენების ინსტრუქცია

 

აღწერა:

პრეპარატი პიობაქტერიოფაგი,  წარმოადგენს სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური, პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის), ფსევდომონას აერუგინოზას (ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის (მირაბილის და ვულგარის) ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს. 

მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეა. განისაზღვრება ვიზუალურად.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  იწვევს Staphylococcus aureus, Streptococcus (სხვადასვა სახეობის), Eschechia coli(სხვადასხვა სეროტიპის), Pseudomonas aeruginosa, Proteus (vulgaris, mirabilis),  ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს.

 

დანიშნულება:

პიობაქტერიოფაგი გამოიყენება  სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვანი-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.

 

გამოყენების ჩვენება: 

-ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნეუმონია, პლევრიტი;

-კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, აბსცესები, გიდროადენიტები, ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები;

-ქირურგიული ინფექციები: ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტი, ფლეგმონი;

-პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გენგივიტი და სხვა;

-კონიუქტივიტი;

-დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები;

-ურო-გენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეტრიტი, ცისტიტი, პიოლონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი;

-ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი;

-ბავშვთა(მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები;

-სტფაფილოკოკის, სტრეპტოკოკის, პათოგენური ნაწლავის ჩხირის(სხვადასხვა სეროტიპის), ფსეუდომონას აერუგინოზას(ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის მიერ გამოწვეული დაავადებები;

-ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

 

გამოყენების წესი და დოზირება:

პიობაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც  ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად, საფენების სახით, ასევე ღრუში შესაყვანად(ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, პლევრა, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საშო). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდისა და ოყნის სახით.

ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით.

აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის შეყვანა ღრუში ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ 50-200მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით.

ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით.

ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30მლ ოდენობით დღეგამოშვებით.

კუჭ-ნაწლავის ოპერაციის და პერიტონიტების დროს შეყავთ 100მლ ოდენობით, ხოლო ღრუში დატოვებული ზონდით ფაგი ღრუში შეყავთ დღეში ერთხელ 30მლ ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.

პიოდერმიტების ღრმა ფორმების სამკურნალობისას ფაგს იყენებენ კანში ინექციის სახით 0.1-0.5მლ რაოდენობით, სულ 10 ინექცია 24 საათში ერთხელ.

კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6-ჯერ 2-2 წვეთის ოდენობით.

ახალშობილთა ომფალიტებისა და პიოდერმიების სამკურნალოდ პიობაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.

Pერ ოს პიობაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომენდირებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება.

 

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, ნალექის გარეშე.

შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ!!!

არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ.

პიოფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას.

პიოფაგის გამოყენებას უკუჩვენება არ გააჩნია.

 

შეფუთვა და შენახვის პირობები:

პრეპარატი ჩამოსხმულია 10მლ ფლაკონებში.

ინახება +2 _ +8 C 0     ტემპერატურაზე. 

ვარგისიანობა 1 წელი.

 

გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

შემუშავებულია:

გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში

 

მწარმოებელი:

შპს,,ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები” 

 

მისამართი:

საქართველო, 0160, თბილისი, გოთუას ქ #3, ტელეფონი: +995322519623, +995322384240.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.