newhospitals

პინოსოლი 10მლ ცხვირის წვეთები

პინოსოლი 10მლ ცხვირის წვეთები
ანოტაციის მომწოდებელია
0
10
რეკომენდაცია
0შეფასება
17389ნახვა

სავაჭრო დასახელება:

პინოსოლი®

 

სამკურნალო ფორმა:
ნაზალური წვეთები

 

აღწერილობა:
გამჭვირვალე სითხე მოცისფროდან მწვანე-ლურჯ ფერამდე, მენთოლ-ევკალიპტის სუნით.

 

შემადგენლობა:
პრეპარატის 10 მლ შეიცავს

 

აქტიური ნივთიერებები:
• ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი - 0,3752 გრ
• ევკალიპტის ზეთი - 0,0500 გრ
• თიმოლი - 0,0032 გრ
• ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი - 0,1700 გრ
• ბაღის პიტნის ზეთი - 0,1000 გრ
• გუაიაზულენი - 0,0020 გრ
დამხმარე ნივთიერებები:
ბუტილოქსიანიზოლი, ლაბრაფილი M, რაფსის ზეთი

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტიკონგესციური საშუალება
კოდი ATC: R01 A

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება

 

ჩვენებები:
• მწვავე რინიტი;
• ქრონიკული ატროფიული რინიტი;
• ცხვირისა და ცხვირხახას ლორწოვანი გარსების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ცხვირის ლორწოვანი გარსების სიმშრალე ახლავს თან;
• ცხვირის ღრუს პოსტოპერაციული მდგომარეობები ექიმის დანიშნულებით (სტაციონარის პირობებში ან ამბულატორიულად).

 

უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული რინიტი, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენების მეთოდები და დოზები
ადგილობრივად. უფროსებს პრეპარატს უწვეთებენ პირველ დღეს 1-2 წვეთს ყოველ ნესტოში 1-2 საათიანი ინტერვალით. მომდევნო დღეებში 1-2 წვეთი ყოველ ნესტოში 3-4ჯერ დღეში. ბავშვებს უწვეთებენ 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ან იყენებენ ბამბის ტამპონს.
შესაძლებელია საინჰალაციო პრეპარატის გამოყენება, ამისათვის 2 მლ-ს (50 წვეთს) აწვეთებენ ინჰალატორში.
ინჰალაციის ჩატარება რეკომენდებულია 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღეა.

 

გვერდითი მოვლენები:
ქავილი, წვა, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ან ჰიპერემია. არასასურველი მოვლენების ან სხვა უჩვეოლო რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

ჭარბი დოზირება:
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების საფრთხე მინიმალურია.

გამოშვების ფორმა:

ყავისფერი ფერის შუშის 10 მლ-იან ფლაკონებში, რომლებსაც თან ახლავს რეზინის პიპეტები SANO სახურავით. ყოველი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
150-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები :
რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:
ზენტივა ა.ს., სლოვაკეთის რესპუბლიკა

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.