პიკოვიტი ფორტე #30ტ
სამკურნალო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები შიგნით მიღებისათვის.
აღწერილობა:
მრგვალი, ორმხრივამობურცული ნარინჯისფერი საწუწნი ტაბლეტები. შემადგენლობა:
ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
Retinolum (ვიტამინი A რეტინილ პალმიტატის სახით) 5000მე
Cholecalciferolum (ვიტამინი D3) 400მე
Acidum ascorbicum (ვიტამინი C) 60მგ
Nicotinamidum (ნიკოტინამიდი) 20მგ
Α-Tocopheroli acetas (ვიტამინი E α-ტოკოფერილ აცეტატის სახით) 15მგ
Calcii pantothenas (კალციუმის პანტოტენატი) 10მგ
Ryridoxini chloridum (ვიტამინი B8) 2,00მგ
Riboflavinum (ვიტამინი B2) 1,70მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) 1.50მგ
Acidum folicum (ფოლიუმის მჟავა) 0,40მგ
Cyanocobalaminum (ვიტამინი B12) 6,00მგ დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, მალტიტოლის სიროფი, მანიტოლი, ასპარტამი (შეიცავს ფენილალანინს), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცერინი, კაპოლ 600, აბუსალათინის ზეთი, პოლისორბატ 80, სილიციუმის ჟანგის კოლოიდური გელი, β_კაროტინი, ტიტანის ორჟანგი (E 171), და მანდარინის გემოს მქონე კორიგენტი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პოლივიტამინები. ათქ კოდი - [A11A]. ფარმაკოლოგიური თვისებები:
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 11 ყველაზე მთავარ ვიტამინს იმ რაოდენობით რომელიც შეესაბამება რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, 7 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის. ფარმაკოდინამიკა:
B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B8, B12 პანტოტენის მჟავა და ნიკოტინამიდი) მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნორმალური რეგენერაციისათვის და სისხლის უჯრედების სწორი ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი A აუცილებელია ეპითელიალური უჯრედების განვითარებისათვის და მხედველობის პიგმენტის სინთეზისათვის. ვიტამინი D ახდენს კალციუმის მიწოდების რეგულირებას და ხელს უწყობს ძვლების და კბილების სწორ მინერალიზაციას. ვიტამინი C აჩქარებს რკინის აბსორბციას და მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში მიმავალ მრავალ ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ვიტამინი E წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედის მემბრანებს და ხელს უწყობს უჯრედების ფუნქციას.
პიკოვიტი® ფორტე-ს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ არაკარიოსოგენულ მოტკბო ნივთიერებებს მალტიტოლს და მანიტოლს. ისინი მეტაბოლირდება ძალიან მცირე რაოდენობით და ძალიან ნელა, პირის ღრუს ფლორაში, ამიტომ ისინი არ ახდენენ კბილებზე არასასურველ ზემოქმედებას. ფარმაკოკინეტიკა:
წყალში ხსნადი ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი C) ძალიან კარგად აბსორბირდება რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას. რაოდენობა, რომელიც აჭარბებს ქსოვილების დატვირთვის დონეს, გამოიყოფა შარდთან და ზოგჯერ განავალთან ერთად. ისინი გროვდებიან ორგანიზმში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ამიტომ ამ ვიტამინების რეგულარული მიღება აუცილებელია ქსოვილებში მათი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.
პერორალური მიღების შემდეგ ცხიმხსნადი ვიტამინები A და D კარგად აბსორბირდება წვრილ ნაწლავებში ცხიმებთან ერთად. ვიტამინი E-ს აბცორბცია საკმაოდ სუსტია (დოზის 25_85%). ცხიმხსნადი ვიტამინების უფრო მაღალი რაოდენობა გროვდება ღვიძლში და ამიტომ წარმოადგენს გაცილებით ტოქსიკურს ვიდრე წყალში ხსნადი ვიტამინები. გამოყენების ჩვენება:
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები უზრუნველყოფენ ორგანიზმის მომეტებულ მოთხოვნილებას ვიტამინების მიმართ და არადაბალანსირებული კვების დროს.
ამგვარ შემთხვევებს განეკუთვნება:
• სასკოლო ასაკის ბავშვების გადატვირთვა და ყურადღების არასაკმარისი კონცენტრაცია.
• ფიზიკური დატვირთვა (მათ შორის სპორტი).
• არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება (მცირდება წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ).
• მადის დაქვეითება ან უქონლობა.
• ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
• ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონური უკამრისობა. გამოყენების წესები და დოზები:
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები რჩება პირში სრულ დადნობამდე.
7-დან უფროსი ასაკის ბავშვებს: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის მერე.
არასაკმარისი მადის დროს საწუწნი ტაბლეტები უნდა გამოვიყენოთ 2 თვის განმავლობაში, სხვა შემთხვევებში აუცილებლობის მიხედვით. განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ვიტამინების გამოყენება ექიმის რეკომენდაციით.
სხვა ვიტამინებისა და მინერალური პრეპარატების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა შეუძლიათ მიიღონ პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.6გ მალტიტოლს ანუ სადღეღამისო დოზა შეიცავს 2,4_4,2 მალტიტოლს. მალტიტოლის მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია ინსულინი, თუმცა კუჭ_ნაწლავის ტრაქტში ნელი ჰიდროლიზის და შეწოვის შედეგად, ინსულინის მოთხოვნილება მცირეა.
ერთი საწუწნი ტაბლეტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს დაახლოებით 6კჯ-ს (1.4 კკალ).
პიკოვიტი ფორტეს შემადგენლობაში შედის ასპარტამი, რომელიც შეიცავს ფენილალანინს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისათვის. უკუჩვენება:
ბავშვებისთვის პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტების მიცემა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადრე აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. A და D ჰიპერვიტამინოზის შემთხვევაში.
7 წლამდე ბავშვებისათვის პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტების მიცემა რეკომენდირებული არ არის. გვერდითი ეფექტები:
პიკოვიტი ფორტეს რეკომენდირებული დოზებით მიღება არ იწვევს გვერდით ეფექტებს.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება და უნდა მიიღოთ ექიმის კონსულტაცია.
პიკოვიტი ფორტეს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ 0.6გ მალტიტოლს, ამასთან დაკავშირებით იმ დოზებით მიღებამ, რომელიც აჭარბებს რეკომენდირებულს შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. გამოშვების ფორმა:
30 საწუწნი ტაბლეტი (3 ბლისტერი თითოეული 10 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში). შენახვის ვადა:
შენახვის ვადა 2 წელი.
არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ. შენახვის პირობები:
შეინახეთ 30°C ტემპერატურამდე, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაცემის პირობა:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი:
KRKA, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია.