პიკოვიტი #30ტ
შემადგენლობა
1 პასტილი შეიცავს:
Retinolum (ვიტამინი A) 600 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D3) 80 სე
Acidum ascorbicum (ვიტამინი C) 10 მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) 0.25 მგ
Ribopflavinum (ვიტამინი B2) 0.3 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინი B6) 0.3 მგ
Cianocobalaminum (ვიტამინი B12) 0.2 მკგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP) 3 მგ
Calcii pantothenas (ვიტამინი B5) 1.2 მგ
Acidum folicum (ფოლის მჟავა) 0.04 მგ
კალციუმი (Ca2+) 12.5 მგ
ფოსფორი (P5+) 10 მგ
პასტილები ასევე შეიცავენ შაქარს, ხელოვნურ საკვებ საღებავებს 0.04% და ნატურალურ არომატულ ნივთიერებებს. თვისებები და მოაქმედება
ვიტამინებისა და მინერალების საკმარისი რაოდენობით მიღება ორგანიზმში ნივთიერებების სწორ ცვლას უზრუნველყოფს. სწორ კვებასთან ერთად, რომელიც შეიცავს ბევრ ახალ ხილს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს, ჩვენი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს იღებს. კვლევები ადასტურებს, რომ სწრაფი ზრდისა და განვითარების პერიოდში ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებისა და მინერალების მიმართ შესაძლოა გაიზარდოს ბავშვის ასაკთან ერთად, ამიტომ აუცილებელია კვების რაციონში მათი დამატება.
პრეპარატ პიკოვიტის პასტილები 10 ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინს, ასევე კალციუმსა და ფოსფორს შეიცავს. პიკოვიტის პასტილების შემცველობაში შემავალ ვიტამინებს მაღალი ბიოლოგიური ღირებულება გააჩნიათ. ისინი მონაწილეობენ ორგანიზმის მრავალ ბიოქიმიურ პროცესში. B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, ერითროციტების ცვლასა და მრავალი ნეირომედიატორის სინთეზში. ვიტამინი A აუცილებელია თვალის ბადურას სინათლის შემგრძნობი პიგმენტის ბიოსინთეზისათვის, ეპითელიური უჯრედების მთლიანობისა და დიფერენციაციის შენარჩუნებისათვის, ასევე ორგანიზმის ზრდისათვის. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის მოთხოვნას და ხელს უწყობს ძვლის ქსოვილისა და კბილების სწორ მინერალიზაციას. ვიტამინი C აჩქარებს რკინის აბსორბციას და მონაწილეობს ორგანიზმის მრავალ ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. კალციუმი და ფოსფორი ძვლის ქსოვილისა და კბილების ძირითადი "სამშენებლო" ელემენტებია. პიკოვიტის პასტილები ძალიან გემრიელია და უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია ბავშვებისათვის. გამოყენების ჩვენებები
პიკოვიტის პასტილები ავსებენ ორგანიზმის მოთხოვნილებას ვიტამინების მიმართ ისინი რეკომენდებულია:
- უმადობის დროს;
- სკოლის ასაკის ბავშვების გადაღლის დროს;
- არასაკმარისი ფიზიკური განვითარების დროს (ზრდაში ჩამორჩენა);
- როგორც დამატება ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს;
- როგორც ვიტამინური პრეპარატი კვების ყოველდღიურ რაციონში, განსაკუთრებით ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში. სიფრთხილე
- პიკოვოტის პასტილების მიღება არ შეიძლება ბავშვებისათვის, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ.
- პიკოვოტის პასტილების მიღება არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ვინაიდან ისინი ვერ გაიჩერებენ პასტილებს პირში მათ სრულ დადნობამდე.
ორსული ქალები და მეძუძური დედები: ვიტამინებისა და მინერალების მიღება შეუძლიათ ექიმის რჩევით. პიკოვოტის პასტილებში ვიტამინების რაოდენობა ადაპტირებულია ბავშვებისათვის.
არ შეიძლება რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება. პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა A და D ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, მაგრამ პიკოვიტის პასტილების გამოყენებისას ჭარბი დოზის მიღების შესაძლებლობა მინიმალურია.
ავადმყოფები, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ: შეუძლიათ პიკოვიტის პასტილების მიღება, თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ 1 პასტილი 0.6 გ შაქარს შეიცავს. დოზირება
2-6 წლის ბავშვები:
რეკომენდებულია დღეში 4-5 პასტილის მიღება.
7-14 წლის ბავშვები:
რეკომენდებულია დღეში 5-7 პასტილის მიღება.
პიკოვიტის პასტილებს სასიამოვნო გემო აქვთ, პირში უნდა გაიჩეროთ სრულ დადნობამდე.
უმადობის შემთხვევაში პასტილები მიიღება ყოველდღე 2 თვის განმავლობაში. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პასტილები გამოიყენება პერიოდულად, საჭიროების მიხედვით. გვერდითი ეფექტები:
პასტილების რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. ალერგიული რეაქციების გამოვლინებისას პასტილების მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გამოშვების ფორმა:
30 პასტილა შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება. გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
კრკა, დ.დ., სმარჟესკა 6, 8501 ნოვო მესტო სლოვენია.