newhospitals

პერსენი® / ღამე

პერსენი® / ღამე
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
9031ნახვა
პერსენი® ღამე

შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
 87,5 მგ კატაბალახის ძირების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis L., Valerianae
radix extractum siccum, წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი)
 17,5 მგ სამკურნალო ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis L.,
Melissae folium extractum siccum);
 17,5 მგ ბაღის პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita L., Menthae
piperitae folium extractum siccum);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის
სტეარატი, ტალკი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ჟელატინი, რკინის ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171)


1. რა არის პერსენი ღამე და რისთვის გამოიყენება იგი
პერსენი ღამე არის მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედების მქონე ფიტოპრეპარატი.
კატაბალახის ფესვებს გააჩნიათ დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ამსუბუქებს ნერვული
დაძაბულობის სიმპტომებს, ხოლო უძილობის შემთხვევაში დაძინებას უწყობს ხელს. ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი კატაბალახის ფესვების ექსტრაქტთან
კომბინაციაში ტრადიციულად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალების სახით. ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი აძლიერებს პრეპარატის დამამშვიდებელ
მოქმედებას. პერსენი ღამე გამოიყენება ნევროზის მკურნალობის საწყის სტადიებზე, როდესაც
უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენება არ არის დასაბუთებული.

პერსენი ღამის მიღება რეკომენდებული არის
 დაძინებასთან დაკავშირებული დროებითი გართულებების – უძილობის
არსებობისას;  მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულების სიმპტომების შემსუბუქების
მიზნით (დამამშვიდებელი საშუალების სახით მომატებული გონებრივი
დაძაბულობის, მღელვარების, აგზნებადობის დროს)
1. რისი ცოდნა არის საჭირო პერსენი ღამე პრეპარატის მიღების წინ


უკუჩვენებები
კატაბალახის ფესვების, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების, ბაღის პიტნის
ფოთლების, მენთოლის ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე
ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ნაღველკენჭოვანი დაავადების და ნაღვლის გამომყოფი გზების სხვა დაავადებების
მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ბაღის პიტნის ფოთლების
პრეპარატების გამოყენების დროს.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) მქონე პაციენტებმა
უნდა მოერიდონ ბაღის პიტნის ფოთლების პრეპარატების გამოყენებას, რადგან
მათმა გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს გულძმარვა.
ბავშვები
ვინაიდან პერსენი ღამე პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის 12 წელზე
უმცროსი ბავშვებისთვის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
თუ თქვენ იღებთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან აპირებთ რაიმე წამლების
მიღებას, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით, შეატყობინეთ ამის შესახებ
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ფარმაკოლოგიურ ურთიერთქმედებასთან
დაკავშირებით მონაცემები შეზღუდულია. CYP2D6, CYP3A4/5, CYP1A2 და CYP2E1
იზოფერმენტების მონაწილეობით მეტაბოლიზირებად პრეპარატებთან კლინიკურად
მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ იყო. სინთეზურ სედატიურ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობა
რეკომენდირებული არ არის. მას ატარებენ სამედიცინო ჩვენებების არსებობისას და
ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ. თუ თქვენ არ იცით რომელ პრეპარატებს იღებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობას ან გეგმავთ დაორსულებას ან
ძუძუთი კვებავთ, მოცემული პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია
მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება
დადგენილი არ არის, ამიტომ სიფრთხილის მიზნით ამ პერიოდში პერსენი ღამე
პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

ავტომობილის მართვა და ტექნიკასთან მუშაობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს
ავტომობილის მართვის უნარზე და ტექნიკასთან მუშაობაზე. პრეპარატის
ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ ტექნიკასთან. ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის
არსებობისას მისი გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

3. როგორ უნდა მიღებულ იქნას პერსენი ღამე
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები
უძილობის დროს: 2 კაფსულა ძილის წინ ერთი საათით ადრე. დამამშვიდებელი საშუალების სახით (მომატებული გონებრივი დატვირთვის, მღელვარების ან აგზნებადობის დროს): 2 კაფსულა დღეში ორჯერ. მიიღეთ შიგნით, წყლის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის მოქმედება თანდათანობით ვლინდება. ოპტიმალური ეფექტის
მიღებისთვის კაფსულები უწყვეტად უნდა მიიღოთ არანაკლებ 2 კვირის
განმავლობაში.
გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის რეკომენდებულ
დოზებში ხანგრძლივი მიღება არ იწვევს მიჩვევას ან მოხსნის სიმპტომებს.
თუ პრეპარატის გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ სიმპტომები შენარჩუნებულია ან
მწვავდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პერსენი ღამე განკუთვნილია მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი
ბავშვებისთვის.


ჭარბი დოზირება
კატაბალახის ფესვების დაახლოებით 20 გ ტოლი პრეპარატის დოზის (პერსენი ღამე
პრეპარატის დაახლოებით 42 კაფსულის ექვივალენტურია) ერთჯერადმა მიღებამ
შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა,
სპაზმები მუცლის არეში, ზეწოლის შეგძნება გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა,
ხელების კანკალი და გუგების გაფართოება. ეს სიმპტომები ქრება 24 საათის
განმავლობაში. თუ თქვენ გადააჭარბეთ პერსენი ღამე პრეპარატის დოზა და
აღწერილი სიმპტომები შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ
დაუკავშირდით ექიმს. მსგავსი სიმპტომების გაჩენისას მხარდამჭერ თერაპიას
ატარებენ.
სამკურნალო ბარამბოს და ბაღის პიტნის პრეპარატებით ჭარბი დოზირების
შემთხვევები აღწერილი არ იყო.
მიღების გამოტოვება
თუ თქვენ დაგავიწყდათ კაფსულების მიღება, მიიღეთ ისინი რაც შეიძლება სწრაფად.
თუ კი დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებრივი სქემის
თანახმად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული მიღების კომპენსაციის მიზნით.


4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, პერსენი ღამემ შეიძლება გამოიწვიოს
გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ეფექტები ყველასთან არ ვითარდება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით დადგენა შეუძლებელია):
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
 სპაზმები მუცლის არეში.
მოცემული სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს კატაბალახის ფესვების პრეპარატების
შიგნით მიღების შემდეგ.
ბაღის პიტნის შიგნით მიღების შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს გასტროეზოფაგური
რეფლუქსური დაავადების (გულძმარვის) სიმპტომები.
რაიმე გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს
აგრეთვე ეხება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც მოცემულ ჩანართში არ არის
ხსენებული.


5. შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 оС ტემპერატურაზე
ტენიანობისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 20 კაფსულა მუყაოს კოლოფში

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.