newhospitals

პეპსანი-R გელი #30პაკ

პეპსანი-R გელი #30პაკ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4957ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
dimethicone, guaiazulene
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
პერორალური გელი, საშე #30

მოქმედი ნივთიერებები:
დიმეტიკონი. . . . . . . . . . .3.000გრ
გვაიაზულენი. . . . . . . . . 0,004გრ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, კარაგენატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი. ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას კუჭში, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში.
გვაიაზულენი_ფლობს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
მასტოციტებიდან, კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან, ჰისტამინის გამოთავისუფლების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, მჟავას სეკრეცია ფერხდება.
დიმეტიკონი_ჰიდროფობური პოლიმერული ნივთიერება დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში და საჭმლის მომნელებელი არხის კედლებს ფარავს დამცავი გარსით.

ჩვენებები:
გასტრალგია, გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი. კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.

მიღების წესები და დოზები:
შინაგანი მიღებისათვის. 1 საშე 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ (მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად), ან ტკივილის წარმოქმნის შემთხვევეაში. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის - 1საშე 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1საშე დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტკილივი და მუცლის შებერილობა.

უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კაფსულა_ბავშვთა ასაკი 14 წელი, გელი შინაგანი მიღებისათვის 18 წელი.

ორსულობა და ლაქტაცია:
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
პეპსანი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულ პირებში

ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები:
არა უმეტეს 25°C ტემპერატურისა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობა 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ROSA-PHYTOPHARMA
საფრანგეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.