პეპონენი - კაფსულები 300 მგ
წამლის ფორმა: კაფსულები 300 მგ
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს 300 მგ გოგრის თესლის ზეთს.
კაფსულის გარსის შემცველობა: ჟელატინი, გლიცერინი, სორბიტოლი, წყალი.
აღწერილობა: რბილი ჟელატინის კაფსულები მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი ამცირებს დიზურიულ სიმპტომებს წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს.
მიღების ჩვენებები: წინამდებარე ჯირკვლის ადენომა (საწყისი სტადია).
გამოყენების წესი და დოზები: შიგნით მისაღებად 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. იშვიათად ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია განავალის გათხელება.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერებში, 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე (15-25C) მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ფარმაცევტული ქარხანა "ტევა ფარმაცეუტიკალ" 4042 ქ. დებრეცენი, პალაგის ქ. 13, უნგრეთი