პენთროქსი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
3 მლ პენთროქსის ხსნარი ფლაკონში და ინჰალატორი პენთროქსის გამოსაყენებლად.
აღწერილობა:
მეთოქსიფლურანი მიეკუთვნება აქროლადი ზოგადი საანესთეზიო საშუალებების ფტორირებული ნახშირწყალბადის ჯგუფს.
ჩვენება:
გამოიყენება ტრავმის ან მასთან დაკავშირებული ტკივილის დროს გონზე მყოფ, ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტში, ტრენირებული პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოიყენება მონიტორირებულ, გონზე მყოფ პაციენტში, რომელიც ანალგეზიას საჭიროებს ტკივილის მოსახსნელად მცირე ქირურგიული პროცედურების დროს, როგორიცაა მაგალითად ნახვევის შეცვლა. დოზა არ უნდა აღემატებოდეს საერთო მაქსიმალურ დოზას.
დოზირება და მიღების წესი: გამოიყენება მხოლოდ ანალგეზიისთვის. პენთროქსი 6 მლ-მდე დღეში, ინჰალატორის მეშვეობით. ანალგეზიის მისაღწევად გამოიყენება პენთროქსის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. რეკომენდებულია 0.2-0.7%-ის ფარგლებში ორთქლის კონცენტრაციის წყვეტილი ინჰალაცია. კვირის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მლ-ს. ერთმანეთზე მიყოლებულ დღეებში გამოყენება არ არის რეკომენდებული. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მეთოქსიფლურანმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც ძირითადად შეუქცევადია.
გამოყენება: პენთროქსის გამოყენება შეუძლია თავად პაციენტს კარგად ტრენირებული პირის მეთვალყურეობის ქვეშ ( საჭიროების შემთხვევაში მისი დახმარებით), ხელში დასაჭერი პენთროქსის ინჰალატორის გამოყენებით. ჟანგბადის არსებობისას, ამავდროულად შეიძლება მისი გამოყენებაც.
უკუჩვენება:
საანესთეზიო საშუალების სახით გამოყენება. თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის უკმარისობა. ფტორირებული საანესთეზიო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის არასტაბილურობა. სუნთქვის დათრგუნვა. თავის დაზიანება და გონების დაკარგვა. პაციენტის ან მისი ნათესავის ანამნეზში შესაძლო გვერდითი მოვლენების არსებობა.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.