newhospitals

პელოიდოდესტილატა 1მლ #10ა

პელოიდოდესტილატა 1მლ #10ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2887ნახვა

 

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო, გამჭვირვალე სითხე PH 7,2-9,5;

 

შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს 1მლ გადამუშავებული ლიმანის ტალახი;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი.

 

გამოშვების ფორმა:
საინექციო წყალი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ბიოგენური სტიმულატორი.
ათქ კოდი A16A X 10.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პელოიდოდისტილატი მიეკუთვნება ცვლის პროცესების მარეგულირებელ, ნაწილობრივ ბიოგენურ სტიმულატორს. პრეპარატს ორგანიზმის მიმართ გააჩნია არასპეციფიკური მასტიმულირებელი მოქმედება. იგი ქსოვილებში პათოლოგიური ცვლილებების დროს აჩქარებს რეგნერაციისა და შეწოვის პროცესებს.

 

ფარმაკოკინეტიკა:
არ არის შესწავლილი.

 

გამოყენების ჩვენება:
პელოიდოდისტილატი ინიშნება ბლეფარიტების, კონიუქტივიტების, კერატიტების, მინისებრი სხეულის შემღვრევის, მიოპური ქორიორეტინიტის, ირიტის დროს.

 

მიღების წესი და დოზირება:
პელოიდოდისტილატი შეჰყავთ კანქვეშ (იმ დაავადებების კუპირებისათვის, რომლებიც გამოწვეულია 0,5 მლ 0,5% ნოვოკაინის ხსნარის წინასწარი შეყვანით).
მოზრდილებში ინიშნება 1 მლ ყოველდღიურად (მქსიმალური დღეღამური დოზა ტოლია 3-4 მლ-ის). 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შეჰყავთ 0,2-0,3 მლ, 5 წლის ასაკის ზევით ბავშვებში - 0,5 მლ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 30-35 ინექციას. აუცილებლობისას მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 თვის შემდეგ.

 

 

გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება აღინიშნოს კანზე გამონაყარი; ხანდახან - სხეულის ტემპერატურის მომატება.

 

 

წინააღმდეგჩვენება:
ნეფროზონეფრიტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების მძიმე ფორმის დაავადებები, სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერტენზია, ორსულობა, კუჭ-ნაწლავის ტარქტის ფუნქციის მწვავე დარღვევები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის დადგენილი.

 

ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.


ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 4 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა:
1 მლ ხსნარი ამპულებში, N10 ამპულა ყუთში, 10 (5X2) კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.

მწარმოებელი ფირმა: "ბიოსტიმულატორი" (უკრაინა)

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.