პარაზიმინი
სავაჭრო სახელწოდება:
პარაზიმინი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
COMB. DRUG კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი: კომპლიტ-ფარმა ევროპა (COMPLETE-PHARMA EUROPE) მწარმოებელი ქვეყანა: ფინეთიგამოშვების ფორმა: 500 მგ ტაბლეტი №30 გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე ინსტრუქცია: შემადგენლობა: • ყვითელი კოჭა (Turmeric root) -120 მგ
• კოჭა (Ginger root) - 80 მგ
• მწარე აბზინდა (Wormwood )- 50 მგ
• ნიორი (Garlic) -25 მგ
• ასფურცელა (Tansy) - 35 მგ
• გრეიფრუტის თესლი (Grapefruit seeds)... - 40 მგ
• შავი კაკლის ფოთოლები (Black walnut leaves) - 30 მგ
• გოგრის თესლი (Pumpkin seeds) - 30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პარაზიმინი ეფექტურია ნებისმიერი ჰელმინთების , მათი კვერცხების და პროტოზოული ინვაზიის მიმართ. მასში შემავალი უნიკალური შემადგენლობა გარდა ანტიპარაზიტული და ანტიჰელმინთური მოქმედებისა , განაპირობებს პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორულ , ნაღვლმდენ, სპაზმოლიზურ ეფექტს, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის გააქტიურებას .
ყვითელი კოჭა (Turmeric root) - შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს და კურკუმინს , რაც განაპირობებს მის ანტიჰელმინთურ და ანტიპროტოზოულ მოქმედებას. ყვითელ კოჭას ახასიათებს ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული , ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული და სპაზმოლიზური მოქმედება. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნაწლავის მოტორიკას.
კოჭა (Ginger root)- კოჭაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ხასიათდება ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული, ცხოველური ტოქსინების გამანეიტრალებელი, იმუნომოდულაციური მოქმედებით. ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ჰელმინთების მკვდარი ფორმების გამოდევნას. გარდა ამისა ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.
მწარე აბზინდა (Wormwood)- ხასიათდება ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული მოქმედებით. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელების პროცესს. ახასიათებს ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ჰეპატოპროტექტორული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ნიორი (Garlic)- მდიდარია ფიტონციდებით (განსაკუთრებით ალიცინი) , ხასიათდება ძლიერი ანტიპარაზიტული, ანტიმიკრობული, ანტივირუსული მოქმედებით . ნიორი ცნობილია ტოქსინების გამანეიტრალებელი თვისებებით.
გრეიფრუტის თესლი (Grapefruit seeds)- მასში შემავალი ეთერზეთები ხასიათდება ანტიჰელმინთური და იმუნომოდულაციური მოქმედებით . გრეიფრუტს ახასიათებს ძლიერი ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური მოქმედება. ასევე გააჩნია ჰეპატოპროტექტორული, ტოქსინების გამანეიტრალებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და პრობიოტიკული მოქმედება .
ასფურცელა (Tansy) -ასფურცელას ყვავილედი ხასიათდება ძლიერი ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. ასფურცელაში შემავალი ეთერზეთები იწვევენ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გააქტიურებას , მონელების პროცესის და მადის გაუმჯობესებას .
შავი კაკლის ფოთოლი (Black walnut leaves)- შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, ორგანულ მჟავებს და პოლიფენოლურ ნივთიერებებს. ახასიათებს ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული, ანთების საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
გოგრის თესლი (Pumpkin seeds)- შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოსტერინებს, ხასიათდება ძლიერი ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული, იმუნომოდულაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.
ჩვენებები:
• სხვადასხვა ჰელმინთური და პროტოზოული ინვაზიები
• იმუნიტეტის დაქვეითება
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• შემდგომი დაინფიცირების პროფილაქტიკა
დოზირება და მიღების წესი:
1-3 წლამდე ბავშვები- ½ ტაბლეტი დღეში 2-ჯერ;
3-6 წლამდე ბავშვები-1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ;
6-12 წლამდე ბავშვები-1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
12 წელზე ზემოთ და მოზრდილები- 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მედიკამენტი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2 კვირას. პროფილაქტიკის მიზნით კურსი შეიძლება განმეორდეს წლის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
რადგან პრეპარატს ნატურალური შემადგენლობა აქვს და არ არის ტოქსიური, არ აქვს გამოხატული გვერდითი მოვლენები და ხასიათდება ორგანიზმის კარგი ამტანობით პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
პერორალურად მისაღები 500 მგ ტაბლეტი, #30 კოლოფში .
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი .
არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება .
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე