newhospitals

პარაცეტამოლი 0.2გ #10ტ(დარნიცა

პარაცეტამოლი 0.2გ #10ტ(დარნიცა
ანოტაციის მომწოდებელია
4
0
რეკომენდაცია
1შეფასება
8091ნახვა

ზოგადი დახასიათება:

 

საერთაშორისო ქიმიური სახელწოდება:
პარაცეტამოლი; პარა-აცეტამინოფენოლი;

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თეთრი ჩალისფერი შეფერილობით ტაბლეტები, ბრტყელი ზედაპირითა და ნაზოლით;

 

შემცველობა:
1 ტაბლეტი შეიცავს პარაცეტამოლს 0.2 გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული, კალციუმის სტეარატი, აეროსილი.

 

პარაცეტამოლი: 
პარა-აცეტამინოფენოლი; თეთრი ან თეთრი ჩალისფერი შეფერილობით ტაბლეტები, ბრტყელი ზედაპირითა და ნაზოლით; 1 ტაბლეტი შეიცავს პარაცეტამოლს 0.2 გ;დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული, კალციუმის სტეარატი, აეროსილი.

 

გამოშვების ფორმა:
 ტაბლეტები.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 
არანარკოტიკული ანალგეტიკები. კოდი ATC N02BE01.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
გააჩნია ანალგეტიკური, სიცხის დამწევი და სუსტი ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტალგანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან, ჰიპოტალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე ზემოქმედებასთან.

ფარმაკოკინეტიკა. სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება საკვებგადამამუშავებელ არხში. ბიომიწვდომა შინაგანად მიღებისას - 100%. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება 30-60 წუთში შინაგანად მიღების შემდეგ. ერთჯერადი მიღების შემდეგ ვლინდება 5 საათის განმავლობაში. კარგად აღწევს ქსოვილებში. შეყვანილი პარაცეტამოლის დაახლოებით 25% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული დოზის დაახლოებით 80% მეტაბოლიზირდება ღვიძლში გლუკურონიდირებისა და სულფატირების გზით, მხოლოდ 3% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი - 2-4 სთ ჯანმრთელ ადამიანებში და 8-12 სთ ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებებით.

 

გამოყენების ჩვენებები: 
სხვადასხვა გენეზის სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ალგოდისმენორეა, ტკივილი ტრავმებისა და დამწვრობების დროს). ციებ-ცხელება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

 

 

გამოყენების წესი და დოზები: 
შინაგანად ერთჯერადი დოზა უფროსებისათვის 0.5 გ, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 1 გ. დანიშვნის ჯერადობა 4-ჯერ დღე-ღამეში. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა 4 გ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 5-7 დღე.
ერთჯერადი დოზები ბავშვებისათვის: 3-დან 12 თვემდე - 0.024 გ-0.12 გ, 1-6 წლის - 0.12-0.24 გ, 6-12 წლის - 0.24 გ. დანიშვნის ჯერადობა 4-ჯერ დღე-ღამეში, მიღებებს შორის ინტერვალი - არანაკლებ 4 საათისა. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივოვა - 3 დღე.

 

 

გვერდითი მოქმედება: 
შესაძლებელია ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიაში; ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება). იშვიათად - ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია. დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

 

უკუჩვენებები: 
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ღვიძლისა და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; სისხლის დაავადებები; 3 თვემდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან, კოდეინთან, კოფეინთან, ამ დროს მცირდება პარაცეტამოლის ტოქსიკურობა, ხოლო მისი თერაპიული ეფექტი ძლიერდება. ბარბიტურატები, კრუნჩხვების საწინააღმდგო საშუალებები, რიფამპიცინი და ალკოჰოლი აძლიერებენ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას ერთდროულად დანიშვნისას.

 

ჭარბი დოზა: 
შესაძლებელია აღწერილი გვერდითი მოქმედებების გაძლიერება.

 

გამოყენების განსაკუთრებულობანი: 
სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციით, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

 

შენახვის პირობები და ვადები: 
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 4 წელი.

 

გაცემის პირობები:

რეცეპტით.

 

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.

მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა "დარნიცა".
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.

 

როსტომ აბულაძე
2022-11-17

წამალი გამოირჩევა ეფექტურობით.

ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.