newhospitals

პანზინორმი ფორტე 20 000

პანზინორმი ფორტე 20 000
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
21149ნახვა

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: KRK d.d., Novo mesto
მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია
გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10; №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 

სად: მულტიენზიმი (multienzimes) (lipase, amylase, etc.).

საერთო დახასიათება:
აღწერა:
გლუვი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, არომატიზირებული, თეთრი, ან ღია ნაცრისფერი, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები.

 

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს ღორის პანკრეატინს ლიპაზას ენზიმური აქტივობით 20 000 ერთ Ph. Eur., ამილაზა 12 000 ერთ. Ph. Eur., პროტეაზები 900 ერთ.Ph. Eur.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰირატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მეტაკრილის მჟავას და ეტილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), ტრიეთილციტრატი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი, სიმეტიკონი - ემულსია, არომატიზატონი ვანილინი 54 286 C, არომატიზატორი ბერგამოტი 54 253 T, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კარმელოზა და პოლისორბატი 80.

 

წამლის ფორმა:
მჟავადამცავი გარსით დაფარული ტაბლეტები

 

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი:
საჭმლის მონელების ხელშემწყობი საშუალებები, ფერმენტული საშუალებების ჩათვლით. ფერმენტული პრეპარატები.
ათქ კოდი A09AA02.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
პანზინორმი ფორტე 20 000 აღადგენს პანკრეასული ფერმენტების დეფიციტს, ზრდის კატაბოლურ მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს მალდიგესტიის კლინიკურ სურათს. პრეპარატი აუმჯობესებს ყველა სახის საკვების ათვისებას, პრევენციას უკეთებს ან ამცირებს სტეატორეას და მალდიგესტიით განპირობებულ სიმპტომებს.
პანკრეატინი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ქრონიკული პანცრეატიტის დროს.


ფარმაკოკინეტიკა:
ენზიმები - ნატურალური ნაერთებია, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვების გადამუშავებას. ტაბლეტების აპკისებრი გარსი იცავს აქტიურ ენზიმებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან. ენზიმები - ცილებია, ისინი ორგანიზმში სინთეზირდება, ინაქტივირდება და იშლება უმთავრესად ნაწლავებში აუტოლიზისის და პროტეოლიზისის გზით.
საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა განავლით.

 

მიღების ჩვენებები:
კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეციული ფუნქციის უკმარისობა.

 

მიღების წესი და დოზირება:
დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზებით: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღების დროს. თუ პანკრეასული ენზიმების უკმარისობის სიმპტომები ნარჩუნდება, შესაძლებელია დოზირების თანდათან გაზრდა. ჩვეულებრივ 1-2 ტაბლეტი ძირითადი საკვების მიღების დროს (3 ჯერ) საკმარისია. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 ტაბლეტის მიღება მსუბუქი წახემსებისას. შესაძლებელია უფრო მაღალი დოზირება, ამის მიუხედავად, საჭიროა უმცირესი დოზის გამოყენება, რომელიც აუცილებელია სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებისათვის.
ბავშვები ჩვეულებრივ საჭიროებენ უფრო დაბალ დოზებს.

 

უკუჩვენებები:
პანზინორმი ფორტე 20 000 წინააღმდეგნაჩვენებია ღორის პროტეინებისადმი, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობისას.
პაციენტებმა მწვავე პანკრეატიტით, ან ქრონიკული პანკრეატიტის გაწვავებით, არ უნდა მიიღონ პანზინორმი ფორტე 20 000. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მუკოვისციდოზი.

 

განსაკუთრებული მითითებები სამკურნალო საშუალების გამოყენებისათვის:
ტაბლეტის გარსი თავიდან აცილებს აქტიური პანკრეასული ფერმენტებით პირის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და იცავს ფერმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად.
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პანზინორმი ფორტე 20 000 შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პანკრეასული ფერმენტები ხელს უშლიან ფოლიუმის მჟავას შეწოვას. მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატების (როგორიცაა ბიკარბონატი და ციმეტიდინი) ერთდროული გამოყენებისას და პანკრეასული ფერმენტების მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა სისხლის შრატში ფოლატების კონცენტრაციის პერიოდული კონტროლი და/ან ფოლიუმის მჟავას უკმარისობის შევსება. კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებმა შესაძლოა შეამცირონ აკარბოზას და მიგლიტოლის ეფექტურობა.
პანკრეასულმა ფერმენტებმა შეიძლება დააქვეითონ რკინის შეწოვა, მაგრამ ამ მოქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ გამოვლენილა.
პანზინორმი ფორტე 20 000 მჟავაგამძლე გარსი იშლება თორმეტგოჯა ნაწლავში. თუ თორმეტგოჯა ნაწლავში pH მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, პანკრეასული ფერმენტები არ გამონთავისუფლდებიან დროულად. H2 რეცეპტორების ინჰიბიტორებით და "პროტონის ტუმბოს" ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა აძლიერებს პანკრეასული ფერმენტების მოქმედებას, რაც პანზნორმი ფორტე 20 000 შედარებით დაბალი დოზების დანიშვნის საშუალებას იძლევა.

 

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში:
მონაცემები საზიანო ზემოქმედების შესახებ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, არ არის. ფერმენტები არ აბსორბირდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამის მიუხედავად, რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. FDA კლასიფიკაციის შესაბამისად, ორსულობისას პანკრეატინი მიკუთვნებულია C კატეგორისათვის. გამოყენება ნაჩვენებია, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება სავარაუდო რისკს.

 

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა დადგენილი არ არის.

 

დოზის გადაჭარბება:
მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დოზის გადაჭარბება იწვევს სისტემურ ინტოქსიკაციას, არ არის.
სიმპტომები. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია, პერიანალური გაღიზიანება და ფიბროზული კოლონოპათია მხოლოდ მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში.
მკურნალობა. მოცემული ეფექტების განვითარებისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

 

გვერდითი მოვლენები:
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანზინორმი ფორტე 20 000 ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რექციები.
იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000 პაციენტიდან 1-10) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, აბდომინალურ ტკივილს, რბილ განავალს, ან შეკრულობას, კანის პერიორალურ, ან პერიანალურ გაღიზიანებას. მოცემული რეაქციები ვლინდება პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას. როგორც წესი, მათ აქვთ მსუბუქი ხასიათი და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებენ. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, ასევე შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია.
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და ფიბროზულ კოლონოპათიას. გამონაყარის, ქავილის, სუნთქვის გაძნელების, მუცლის შებერილობის, აბდომინალური ტკივილის, ან ნაწლავური სპაზმების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან მიმართვა.
აღწერილი გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობეთ ექიმს.

 

შენახვის პირობები:
სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.


შეფუთვა:
მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 10 ტაბლეტიანი 1 ბლისტერი (პვქ აპკით და ალუმინის ფოლგით დაფარული 1 ბლისტერი 10 ტაბლეტით), ან 30 ტაბლეტი (პვქ და ალუმინის ფოლგით დაფარული 3 ბლისტერი თითოეულზე 10 ტაბლეტი) დაანრთ ფურცელთან ერთად.

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.