newhospitals

პანგრაფი®

პანგრაფი®
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6091ნახვა
[b] პანგრაფი® 0.5/1.0/2.0/5.0 PAN GRAF®0.5/1.0/2.0/5.0[/b] [u]ინსტრუქცია განკუთვნილია მხოლოდ ნეფროლოგების/ტრანსპლანტაციაში მოღვაწე ქირურგებისათვის, საავადმყოფოსთვის ან ლაბორატორიისათვის. ტაკროლიმუსის კაფსულები 0.5/1.0/2.0/5.0 მგ[/u] [b]აღწერა[/b] ტაკროლიმუსი პოტენციური იმუნოსუპრესული მოქმედების მაკროლიდ ლაქტონია, რომელიც გამოყოფილია streptomyces tsukubaensis–დან. ქიმიურად, ტაკროლიმუსი არის(-)-(3S,4R,5S,8R,9E,12S,14S,15R,16S,18R,19R,26aS)-8-ალლი 5,6,8,11,12,13,14,15,16,17,18,19,24,25,26,26a-ჰექსა-დეკაჰიდრო-5,19-დიჰიდროქსი-3-((e)-2-((1R,3R,4R)-4-ჰიდროქსი-3-მეტოქსიციკლოჰექსილ)-1-მეთილვინილ)-14,16-დიმეტოქსი-4,10,12,18,-ტეტრამეთილ-15,19-ეპოქსი-3H-პირიდო(2,1-ც)(1,4)ოქსააზაციკლოტრიკოზინი-1,720,21(4H,23H)ტეტრონ მონოჰიდრატი მისი ემპირიული ფორმულაა C44H69NO12XH2O, მოლეკულური წონა 822,05 [b]პანგრაფი 0.5[/b] ღია ყვითელი, ზომა “5” მყარი ჟელატინის კაფსულები,დატანილია “Pangraf” და “0.5” წითელი ფერით. კაფსულებში არის თეთრი გრანულირებული ფხვნილი. [b]პანგრაფი 1.0[/b] თეთრი, ზომა “5” მყარი ჟელატინის კაფსულები,დატანილია “ Pangraf” და “1.0” წითელი ფერით. კაფსულებში არის თეთრი გრანულირებული ფხვნილი. [b]პანგრაფი 2.0[/b] ნაცრისფერი, ზომა “5” მყარი ჟელატინის კაფსულები, დატანილია “Pangraf” და “2.0” წითელი ფერით. კაფსულებში არის თეთრი გრანულირებული ფხვნილი. [b]პანგრაფი 5.0[/b] ვარდისფერი, ზომა “4” მყარი ჟელატინის კაფსულები, დატანილია “Pangraf” და “5.0” წითელი ფერით. კაფსულებში არის თეთრი გრანულირებული ფხვნილი. [b]შემადგენლობა[/b] პანგრაფი 0.5 თითო კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი 0.5 მგ კაფსულების ფერები დადასტურებულია. პანგრაფი 1.0 თითო კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი 1.0 მგ კაფსულების ფერები დადასტურებულია. პანგრაფი 2.0 თითო კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი 2.0 მგ კაფსულების ფერები დადასტურებულია. პანგრაფი 5.0 თითო კაფსულა შეიცავს: ტაკროლიმუსი 5.0 მგ კაფსულების ფერები დადასტურებულია. [b]კლინიკური ფარმაკოლოგია[/b] [b]მოქმედების მექანიზმი[/b] ტაკროლიმუსს გააჩნია თ ლიმფოციტის აქტივობაზე პოტენციური მაინჰირებელი ეფექტი. იგი უკავშირდება იმუნოფილურ FK506 პროტეინებს (FK/BP-R2) და FK/BP-R2 ის,კალციუმის და კალმოდულინის ნაერთს, წარმოიქმნება კალცინევრინი,რომლის შემდეგაც ფოსფატაზას აქტივობაც ფერხდება. ეს იცავს აქტივირებული T უჯრედების (NF-AT) ბირთვულ ფაქტორს დეფოსფოლირილებისგან და ტრანსლოკაციისაგან, ასევე აფერხებს არადიფერენცირებული T უჯრედის აქტივაციის გენის ტრანსკრიპციას, ინტერლეიკინ -2,სიმსივნის მანეკროზირებელი ფაქტორის და ფოტო ონკოგენების, IL-2 და IL-7 რეცეპტორების სუპრესულ ექსპრესიას. ამის შედეგად ადგილი აქვს T ლიმფოციტის აქტივაციის ინჰიბირებას. ტაკროლიმუსი ასევე აფერხებს შერეული ლიმფოციტების რეაქციას, ციტოტოქსიკური T უჯრედების გენერაციას და T უჯრედზე დამოკიდებული B უჯრედის აქტივაციას. [b]ფარმაკოკინეტიკა[/b] ორალური მიღების შემდეგ ტაკროლიმუსის აბსორბცია არასრულია და ცვალებადი პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა 40%-ია, ხოლო საშუალო კი 25%. საკვები ამცირებს ტაკროლიმუსის აბსორბციას და შედარებით ბიოშეღწევადობას. ხშირ შემთხვევაში ჩმახ მიიღწევა ნახევარ-ერთ საათში, თუმცა საშუალო დრო 2სთ შეადგენს. ტაკროლიმუსი 72+99%-ით უკავშირდება პლაზმურ პროტეინებს მისი 5-50 ნგ/მლ კონცენტრაციისას. 50 ნგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციისას, პლაზმის პროტეინებთან კავშირი გაჯერდება. იგი ასევე უკავშირდება ერითროციტებს და ლიმფოციტებს. ტაკროლიმუსის დისტრიბუცია სისხლში და პლაზმურ პროტეინებთან კავშირი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, როგორიც არის ჰემატოკრიტი, ტემპერატურა და პლაზმის სეპარაციის დრო, მედიკამენტის კონცენტრაცია და პლაზმა-პროტეინის კონცენტრაცია. იგი ძირითადად მეტაბოლიზდება (-99%) ღვიძლში ციტოქრომული იზოენზიმით (P450CYP3A) სულ მცირე 15 ნაწილად. მთავარი მეტაბოლიტია 13-O დემეთილტაკროლიმუსი,ხოლო აქტიური მეტაბოლიტი კი არის 31 O დემეთილტაკროლიმუსი. ტაკროლიმუსის ტ1/2 გამოყოფის პერიოდი არის 4+41 სთ. .ტაკროლიმუსის მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზაა ნაღველი, ხოლო მისი 1% ზე ნაკლები უცვლელად გადადის შარდში. ფეკალური მასით გამოიყოფა მედიკამენტის 92 %. [b]განსაკუთრებული პოპულაციები[/b] [i]პედიატრიული შემთხვევები:[/i] ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით ესაჭიროებათ უფრო მაღალი დოზა, რადგანაც მათი კლირენსი უფრო მეტია ვიდრე მოზრდილებში. [i]ღვიძლის მხრივ გართულებანი:[/i] ღვიძლის საშუალო ხარისხის დისფუნქციის დროს, ტაკროლიმუსის კლირენსი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჯანმრთელი მოხალისე პაციენტების კლირენსისაგან, თუმცა ტაკროლიმუსის კლირენსი ირღვევა იმ პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის გართულებები გააჩნიათ იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთა ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია. [i]თირკმლის უკმარისობა:[/i] ტაკროლიმუსის თირკმელის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისე პაციენტებში და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთანირია. [i]სქესი:[/i] არ არსებობს მონაცემები რომლის მიხდვითაც შესაძლებელი იქნება იმის დადგენა თუ რა გავლენას ახდენს სქესი ტაკროლიმუსის ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა თირკმლის და ღვიძლის ტრანსპლანტანტების მქონე პაციენტებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით სქესი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. [b]კლინიკური კვლევები:[/b] სამედიცინო ლიტერატურაში არსებობს მრავალი კვლევა თუ რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ტაკროლიმუსის გამოყენება ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს. ინდოელ პაციენტებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით მისი დღიური დოზა მერყეობდა 0.21±0.05- 0.18±0.04 მგ/კგ, ხოლო სისხლში ტაკროლიმუსის დონე მერყეობდა 13,48±6.9-14.44±7.81მგ/მლ-ში 3თვის განმავლობაში. ხანგრძლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტაკროლიმუსი ციკლოსპორინთან შედარებით უფრო ეფექტური და უსაფრთხოა, რადგან მისი გამოყენებისას წარუმატებელი მკურნალობის ნაკლები შემთხვევები დაფიქსირდა, ტრანსპლანტირებული ორგანოს გადარჩენის მეტი სიხშირით ასევე ნაჩვენები იქნა ბიოფსიის სიხშირის ნაკლებობა, რომელიც დაამტკიცებდა მოცილების სინდრომის განვითარებას და კორტიკოსტეროიდების მიმართ რეზისტენტობას. ტაკროლიმუსი სიროლიმუსთან ერთად გამოყენებისას ძალიან ეფექტურია, თუმცა ტრანსპლანტანტის შენარჩუნების და ფუნქციონირების თვალსაზრისით ტაკროლიმუსი ასევე ეფექტურია მიკოფენოლატთან ან აზათიოპრინთან ერთად გამოყენებისას. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს ტაკროლიმუსის ციკლოსპორინთან შედარებისას გაცილებით უფრო ეფექტური და კარგი შედეგი დაფიქსირდა ტაკროლიმუსი ვიდრე ციკლოსპორინის გამოყენებისას. [b]მითითებები და გამოყენება[/b] ტაკროლიმუსი პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის ალოგენური ტრანსპლანტანტების დროს. [b]უკუჩვენებები[/b] ტაკროლიმუსის გამოყენებისას უკუჩვენებები აღინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც ტაკროლიმუსის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა გააჩნიათ. [b]გაფრთხილებები[/b] 1. ტაკროლიმუსის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტი, რაც საჭიროებს მკურნალობას 2. ტაკროლიმუსის მაღალმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნეიროტოქსიკოზი და ნეფროტოქსიკოზი. 3. ტაკროლიმუსი არ გამოიყენება ციკლოსპორინთან ერთად, მკურნალობის დაწყებამდე 24 საათით ადრე ერთერთი მათგანის მიღება უნდა შეწყდეს. 4. უნდა მოხდეს პაციენტების რეგულარულად შემოწმება 5. შესაძლებელია დაფიქსირდეს საშუალო დონის ჰიპერკალიემია, რასაც შესაძლებელია დასჭირდეს სათანადო კვლევა და მკურნალობა. 6. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ტაკროლიმუსს იმუნური სისტემის გადაჭარბებული სუპრესიის გამო იმყოფებიან ლიმფომას, ავთვისებიანი დაავადებების და ინფექციების რისკის ქვეშ. შესაბამისად მათში იმუნოსუპრესული საშუალებების მიღება დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს. [b]უსაფრთხოების ზომები[/b] პაციენტს რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს სხვადასხვა განმეორებითი ტესტები,როგორიც არის შრატისმიერი კრეატინინი, კალიუმის და გლუკოზის ნაკლებობა დეფიციტის გამოვლენა, ასევე უნდა კონტროლდებოდეს მეტაბოლური და ჰემატოლოგიური სისტემები. [i]ზოგადად: [/i]საშუალო სიმძიმის ჰიპერტენზია ჩვეულებრივ მისი გამოყენების უკუჩვენებაა. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია საჭირო გახდეს შესაბამისი მკურნალობა. [i]პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მხრივ გართულებანი:[/i] იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება გამოიყენება დაბალი დოზა. [i]პაციენტები,რომელთაც აღენიშნებათ თირკმლისმიერი გართულებანი:[/i] თუ ტრანსპლანტანტი კარგად ვერ ფუნქციონირებს მიიღება პრეპარატის დაბალი დოზა. [i]მიოკარდის ჰიპერტროფია:[/i] ჰიპერტროფია გვხვდება ახალშობილ ბავშვებში და მოზრდილებში. ამ დროს საჭიროა დოზირების შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა. [i]ორსულობა:[/i] არ ჩატარებულა ადეკვატური და სათანადოდ კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში. ტაკროლიმუსი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორსულ ქალებში მხოლოდ დედისთვის პოტენციური სარგებლისა და ნაყოფზე პოტენციური რისკის კარგი შეჯერებით. [i]მეძუძური დედები:[/i] ვინაიდან ტაკროლიმუსი სეკრეტირდება დედის რძეში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ბავშვის ძუძუთი კვება. კვების/მედიკამენტების ურთიერთქმედება: ვინაიდან ტაკროლიმუსი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 CYP3A ენზიმით, მედიკამენტებთან პოტენციური ურთიერთქმედება მრავლობითია. [i]სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მატება:[/i] კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები, ანტიფუნგინალური საშუალებები, მაკროლიდური ანტიბიოტიკები, კორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი, პროკინეტიკური საშუალებები ომეპრაზოლი, ბრომოკრიპტინი, და პროტეაზას ინჰიბიტორები. ხელს უწყობს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მატებას სისხლში. რეკომენდებულია ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი და დოზირების კორექცია. [i]სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კლება:[/i] ანტიკონვულსანტები, ანტიკოაგულანტები, ანტაციდები, რიფაბუტინი და რიფამპიცინი ამცირებს ტაკროლიმუსის კონცენტრაციას სისხლში. არ არის ჩატარებული კვლევები აივ თერაპიის მედიკამენტებთან ურთიერთქმედებაზე. [i]თირკმლის მომატებული ტოქსიკურობა:[/i] ნეფროტოქსიკური მედიკამენტებს, როგორიცაა აციკლოვირი, ამინოგლიკოზიდები, ამფოტერიცინი ბ, აგფიბიტორები, ცისპლატინი და აასს, პოტენციური გამაძლიერებელი ან სინერგიული ტოქსიკური ეფექტი გააჩნიათ ტაკროლიმუსთან ერთად მიღებისას. ამ მედიკამენტების ტაკროლიმუსთან ერთდროული დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით. [i]ვაქცინები:[/i] ტაკროლიმუსმა შესაძლოა შეასუსტოს ვაქცინის ეფექტურობა, აქედან გამომდინარე, ტაკროლიმუსით მკურნალობისას არ უნდა მოხდეს ცოცხალი ატენუირებული ვაქცინების მიღება. [i]საკვები: [/i] საკვები ამცირებს ტაკროლიმუსის აბსორბციის დონეს. მედიკამენტის აბსორბცია ყველაზე მაღალია შიმშილის დროს. დაფიქსირებულია, რომ გრეიპფრუტი ხელს უწყობს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატებას და ამიტომ მისი მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. [b]გვერდითი მოვლენები:[/b] ტაკროლიმუსს სხვა იმუნოსუპრესიული თერაპიებისათვის დამახასიათებელი ჩვეული გვერდითი მოვლენები გააჩნია: თვალისმხრივი ნეიროტოქსიკოზი, ნეფროტოქსიკოზი, ინფექციის და ავადმყოფობის მომატებული რისკი შაქრიანი დიაბეტი და ებშტეინ-ბარის ვირუსისათვის დამახასიათებელი ლიმფოპროლიფერაციული მოშლილობა. [b]ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:[/b] ნერვული სისტემის მხრივ – ტრემორი, თავის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა, უძილობა, კრუნჩხვები, კომა და დელირიუმი პლაზმაში ტაკროლიმუსის მაღალი კონცენტრაციისას. კუჭ ნაწლავის ტრაქტის – დიარეა, ყაზბობა, გულისრევა, პირღებინება და დისპეფსია. გულ-სისხლძარღვთა სისტემა – ჰიპერტენზია, მკერდის არეში ტკივილი. შარდ-სასქესო სისტემა –კრეატინინის მომატებული დონე, შარდსადენი გზების ინფექციები. მეტაბოლური და ნუტრიტული დარღვევები: ჰიპერკალიემია, ჰიპერგლიკემია (პოსტტრანსპლანტაციური შაქრიანი დიაბეტის ახალი შეტევა), ჰიპერლიპიდემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია, შეშუპება. ჰემოპოეზის და ლიმფური სისტემა– ანემია, ლეიკოპენია. სასუნთქი სისტემა – სუნთქვის უკმარისობა, ძლიერი ხველა. ძვალ-კუნთოვანი სისტემა – ართრალგია, ზურგის ტკივილი კანი – გამონაყარი, ქავილი. სხვა – ინფექცია, პერიფერული ედემა, ასთენია, მუცლის ტკივილი, ცხელება. [b]ჭარბი დოზირება და მკურნალობა: [/b] ტაკროლიმუსის ჭარბი დოზირების შესახებ ძალიან მცირე მონაცემები არსებობს. ძლიერ ჭარბ დოზირებას არ ახასიათებს განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები. თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინი ტაკროლიმუსის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესაბამისია. [i]მოქმედება ჭარბი დოზირებისას:[/i] მოსალოდნელია, რომ ტაკროლიმუსი მნიშვნელოვანი ხარისხით დიალიზით არ გამოიდევნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ხდება ნახშირის გამოყენება, მისი ეფექტურობა არ არის პრაქტიკულად დამტკიცებული. ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში გამოიყენება სპეციფიკური სიმპტომების ზოგადად მიღებული ზომები და მკურნალობა. [b]დოზირება და დანიშნულება:[/b] თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს ტაკროლიმუსის ორალური თერაპია იწყება მაშინვე, როგორც კი პაციენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ორალური დოზა, დოზირება ხდება 0.2 მგ/კგ/დღეში მოზრდილებში, რომელიც ნაწილდება 2 დოზად ყოველ 12 საათში. ტაკროლიმუსის საწყისი დოზა შესაძლოა დანიშნული იქნას ტრანსპლანტაციიდან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ სასურველია თირკმლის ფუნქციის აღდგენამდე. რეკომენდებული მისაღწევი კონცენტრაცია სისხლში არის 7-20 ნგრ/მლ 0-3 თვის განმავლობაში და 5-15 ნგ/მლ 4-12 თვის განმავლობაში. პედიატრიულ პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზირება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს, თერაპიის დაწყება სასურველია 0.10 – 0.15 მგ/კგ დღეში დოზით, რომელიც ინიშნება 2 განაწილებულ დოზად ყოველ 12 საათში. პაციენტების უმეტესობა რჩება სტაბილური, როდესაც სისხლში კონცენტრაცია შენარჩუნებულია 5-20 ნგრ/მლ. დოზირების კორექცია ხდება მოცილების სინდრომის ინტენსივობის, ამტანობის და ტაკროლიმუსის სისხლში შემცველობის კლინიკური შეფასების საფუძველზე. [b]ციკლოსპორინის ჩანაცვლებითი/თანმდევი დანიშნულება:[/b] ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი არ ინიშნება ერთდროულად. ერთ-ერთი მათგანით თერაპიის შეწყვეტა ხდება სულ მცირე 24 საათით ადრე მეორე პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე. [b]დამხმარე თერაპია:[/b] ადრეულ პოსტ-ტრანსპლანტაციურ პერიოდში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდებით და სხვა იმუნოსუპრესორებით, როგორიცაა მიკოფენოლატ მოფეტილით ან აზათიოპრინით თანამდევი მკურნალობა. საჭიროა სტეროიდების დაბალი დოზები, ტაკროლიმუსით სტეროიდების შემანარჩუნებელი ეფექტის გამო. [b]სისხლში კონცენტრაციის მონიტორინგი:[/b] ტაკროლიმუსის სისხლში კონცენტრაციის კონტროლი, სხვა ლაბორატორიული და კლინიკური მაჩვენებლების კონტროლთან ერთად აუცილებელია მოცილების რეაქციის და ტოქსიკურობის ხარისხის შესაფასებლად, დოზირების კორექციისა და შესაბამისობისათვის. მონიტორინგის საჭირო სიხშირეზე გავლენას ახდენს ფაქტორები, რომლებიც მოიცავს ღვიძლის ან თირკმლის დისფუნქციას, დამატებით ან შეწყვეტილ პოტენციურ ურთიერთქმედებებს პრეპარატებს შორის და პოსტრანსპლანტაციურ პერიოდში. სისხლში კონცენტრაციის მონიტორინგი არ ანაცვლებს თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგსა და ქსოვილთა ბიოფსიას. სისხლის სინჯები უნდა იქნას აღებული ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას (EDTA) და ანტი-კოაგულანტის შემცველ სინჯარებში. არ არის რეკომენდებული ჰეპარინის ანტი-კოაგულანტად გამოყენება, რადგანაც შენახვისას იგი იწვევს კოლტების წარმოქმნას. [b]გაცემის წესი[/b] ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით) სტაციონერებისთვის [b]შენახვის ვადა:[/b] 24 თვე. [b]შენახვის პირობები:[/b] ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილზე. [u]შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.[/u] [b]შეფუთვა:[/b] Pangraf 0.5: 10 კაფსულა ალუმინის ბლისტერზე; Pangraf 1.0: 10 კაფსულა ალუმინის ბლისტერზე; Pangraf 2.0: 10 კაფსულა ალუმინის ბლისტერზე; Pangraf 5.0: 10 კაფსულა ალუმინის ბლისტერზე. [b]წყაროები:[/b] 1.Spencer CM, Goa KL and Gillis JC. Tacrolimus. An update of its pharmacology and clinical efficacy in the management of organ transplantation. Drugs 1997;54(6):925-75. 2.Shishido S, Asanuma H, Tajima E, et al. Pharmacokinetics of Tacrolimus in pediatric renal transplant recipients. Transplant Proc 2001; 33(1-2): 1066-68. 3.Efficacy and tolerability of Tacrolimus in patients of renal transplantation in Indian population. Data on file 4.Vincenti F, Jensik SC, Filo RS, et al. A long-term comparison of Tacrolimus (FK506) and Cyclosporine in kidney transplantation: Evidence for improved alloraft survival at five years. Transplantation 2002; 73(5): 775-82. 5.Margreiter R. Efficacy and safety of Tacrolimus compared with Cyclosporine microemulsion in renal transplantation: A randomized multicentre study. Lancet 2002; 359 (9308): 741-46. 6.van Hooff JP, Squifflet JP, Wlodarczyk Z, et al.A prospective randomized multicenter study of Tacrolimus in combination with Sirolimus in renal-transplant recipients. Transplantation. 2003; 75(12): 1934-39. 7.Gonwa T, Johnson C, Ashan N, et al. Randomized trial of Tacrolimus + Mycophenolate mofetil or Azathiopine versus Cyclosporine + Mycophenolate mofetil after cadaveric kidney transplantation: Results at three years. Transplantation 2003; 75(12):2048-53. 8.O’Grady JG, Burroughs A, Hardy P, et al. Tacrolimus versus microemulsified Cyclosporine in liver transplantation. Lancet. 2002; 360(9340):1119-25 დამატებითი ინფორმაციისა და დეტალებისათვის დაუკავშირდით: Panacea Biotec Ltd. B-1Ext./A-27, Mohan Co-op. Indl. estate, Mathura Road, New Delhi-110 044, INDIA
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.