პანადოლის 120მგ/5მლ 100მლ სუსპ
საერთაშორისო დასახელება - paracetamol
ACT კლასიფიკაციის კოდი - N02BE01
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
120მგ/5მლ სუსპენზია 100 მლ ფლაკონი. სუსპენზიის ყოველი 5მლ შეიცავს: აქტიურ ინგრედიენტს - პარაცეტამოლი 120მგ; არააქტიური ინგრედიენტები: ვაშლის მჟავა, გლუკოზის სიროფის ჰიდროგენატი (მალტიტოლი), სორბიტოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ნიპასეპტი, მარწყვის არომატიზატორი, აზორუბინი, წყალი. საბავშვო პანადოლი არ შეიცავს შაქარს, სპირტს და აცეტილსალიცილის მჟავას.
აღწერილობა:
ვარდისფერი ბლანტი სითხე, მარწყვის არომატით, რომელსაც თან ახლავს კრისტალები ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აბლოკირებს ციკლოოქსიგენაზას, ზეგავლენას ახდენს ტკივილის და თერმორეგულაციის ცენტრზე. ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი პრაქტიკულად არ აღენიშნება. არ ახთენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის და წყალ-მარილოვანი ცვლის მდგომარეობაზე, ვინაიდან არ მოქმედებს პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე. ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია მაღალი - პანადოლი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანათ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმის ცილებთან კავშირი 15% მდე. კონცენტრაციის პიკი პლაზმაში აღწევს 30-60 წუთში.
პარაცეტამოლის გადანაწილება ორგანიზმის სითხეემში თანაბარი. მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში, რამოდენიმე მეტაბოლიტეს წარმოქმნით. 1-2 დღის ახალშობილებში და ბავშვებში 3-10 წლამდე პარაცეტამოლის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს პარაცეტამოლის სულფატი, ბავშვებში 12 წლის ზემოთ - კონიუგირებული გლუკურონიდი. პრეპარატის ნაწილი (დაახლოებით 17%) განიცდის ჰიდროქსილირებას აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, რომლებიც კონიუგირებენ გლუტათიონთან. გლუტათიონის უკმარისობისას პარაცეტამოლის მეტაბოლიტები აბლოკირებენ ჰეპატოციტების ფერმენტულ სისტემას და შეასაძლოა გამოიწვიონ მათი ნეკროზი.
ნახევრადგამოყოფის პერიოდი თერაპიული დოზის მიღებისას შეადგენს 2-3 საათს.
თერაპიული დოზის მიღებისას, მიღებული დოზის 90-100% გამოიყოფა შარდთან ერთად ერთი დღის განმავლობაში. პრეპარატის ძირითადი რაოდენობა ღვიძლიში კონიუგაციის შემდეგ გამოიყოფა. შეუცვლელი სახით გამოიყოფა, მიღებული პარაცეტამოლის დოზის 3%. ჩვენებები:
გამოიყენება ბავშვებში 3 თვიდან 12წლამდე როგორც:
- სიცხისდამწევი საშუალება- გაციების, გრიპის და ბავშვთა ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითურა, ყივანახველა, წითელა, ქუნთრუშა, ეპიდემიური პაროტიტი
- ტკივილგამაყუჩებელი საშუალება- კბილის ტკივილის დროს, მათ შორის კბილების ამოჭრის პერიოდში, თავის ტკივილის, ყურის ტკივილის ოტიტის და ყელის ტკივილის დროს.
2-3 თვემდე ბავშვებში შესაძლოა ერთჯერადი მიღება სხეულის ტემპერატურის დასაქვეითებლად ვაქცინაციის შემდეგ. თუ ტემპერატურა არ იკლებს კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებათ.
გამოყენებამდე ფლაკონის შიგთავსი კარგად უნდა შეინჯღრეს. მზომი შპრიცი, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში, საშუალებას იძლევა სწორი და რაციონალური დოზირებისათვის.
პრეპარატის დოზა დამოკიდებული ბავშვის ასაკზე და სხეულის მასაზე. 3თვიან ბავშვებში ერთჯერადი დოზა- 15მგ/კგ სხეულის მასის, 3-4 -ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმქლური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60მგ/კგ სეულის მასის. უცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებული დოზა მიეცით ბავშვს ყოველ 4-6 საათში, მაგარამ არაუმეტეს 4 დოზისა 24 საათში. ყველა სხვა შემთხვევაში საბავშვო პანადოლის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სხეულის მასა (კგ) ასაკი დოზა:
ერთჯერადი მაქსიმალური სადღეღამისო
მლ მგ მლ მგ
4.5-6 2-3თვე მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
6-8 3-6თვე 4.0 96 16 384
8-10 6-12თვე 5.0 120 20 480
10-13 1-2წელი 7.0 168 28 672
13-15 2-3წელი 9.0 216 36 864
15-21 3-6წელი 10.0 240 40 960
21-29 6-9წელი 14.0 336 56 1344
29-42 9-12წელი 20.0 480 80 1920
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე:
1. სხეული ტემპერატურის შესამცირებლად - არაუმეტეს 3 დღისა
2. ტკივილგამაყუჩებლად - არაუმეტეს 5 დღისა
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას! თერაპიული ეფექტის არარსებობისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. იშვიათად შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრისციება, კვინკეს შეშუპება). იშვიათად ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის ან ნებისმიერი შემავალი ინგრედიენტის მიმართ;
- ღვიძლის ან თირკმლის გამოხატული დისფუნქცია
- ახალშობილობის პერიოდი განსაკუთრებული მითითებები:
2-3 თვემდე ასაკის ბავშვებში და ასევე დღენაკლებში საბავშვო პანადოლის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ანალიზის ჩატარებისას, შარდმჟავას და სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისას, შეატყობინეთ ექიმს საბავშვო პანადოლის მიღების თაობაზე. პრეპარატის 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის და ღვიზლის ფუნქციონალური მდგომარეობის მაჩვენებლების კონტროლი. ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლით მწვავე მოწამვლის ნიშნებია გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ოფლიანობა, კანის ზედაპირის სიფერმკრთალე. 1-2 დღე-ღამეში ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები (ღვიძლის არეში ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება). რთულ შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებული დოზის გადაჭარბებით, შეიძლება აღინიშნოს ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება (თირკმლის კოლიკა, არასპეციფიური ბაქტერიურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი).
მკურნალობა:
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმარტეთ ექიმს. რეკომენდებულია კუჭის გამორეცხვა და ენტეროსორბენტების მიღება (აქტივირებული ნახშირი, პოლიფეპანი). პარაცეტამოლით მოწამვლისას სპეციფიურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტილცისტეინი. შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, ბავშვის დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის მიუხედავად. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
საბავშვო პანადოლის გამოყენება ბარბიტურატებთან, კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, რიფამპიცინთან ერთად, ზრდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს ლევომიცეტინთან ერთად მიღება, ზრდის უკანასკნელის ტოქსიურობას. საბავშვო პანადოლში შემავალი პარაცეტამოლი, ხანგრძლივი რეგულარული მიღებისას, აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტის მოქმედებას, რამაც შესაძლებელია გაზარდოს სისხლდენის რისკი. შენახვის პირობები და ვადები:
ტემპერატურა არაუმეტეს 30°C. დღის შუქისგან დაცვა. არ უნდა გაიყინოს. უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 3 წელი. კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
გლაქსო ველქომ პროდაქშენ, საფრანგეთი
საფრანგეთი