პანადოლი 125მგ #10 სანთელი
საერთაშორისო დასახელება - paracetamol
ACT კლასიფიკაციის კოდი - N02BE01
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:125მგ რექტალური სანთელი 10ც ყოველი სანთელი შეიცავს 125მგ პარაცეტამოლს:
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმები აღწერილობა:
თეთრი ან თითქმის თეთრი ერთგვაროვანი, ცხიმოვანი სანთლები
კონუსისებრი ფორმის, ფიზიკური დეფექტების გარეშე და სხვა ხილვადი მინარევების გარეშე ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს აქვს სიცხისდამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და სუსტი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. საბავშვო პანადოლის სანთლები გამოიყენება ბავშვებში, რომლებიც რთულად იღებენ ტაბლეტს და მიდრეკილნი არიან ღებინების რეაქციისკენ. ჩვენებები:
საბავშვო პანადოლის სანთლები 125მგ გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან 2,5 წლამდე (სხეულის წონით 8-დან 12,5კგ-მდე) როგორც სიცხისდამწევი საშუალება გაციების, გრიპის და ბავშვთა ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითურა, ყივანახველა, წითელა, ქუნთრუშა, ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა). პრეპარატი რეკომენდებულია ვაქცინაციის შემდგომ მომატებული სხეულის ტემპერატურის დასაქვეითებლად.
პრეპარატი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული ტკივილის დროს, დაკავშირებულს კბილების ამოჭრასთან, კბილის ტკივილთან, ყურის ტკივილთან ოტიტის დროს და ყელის ტკივილთან. მიღების წესები და დოზები:
პრეპერატი გამოიყენება რექტალურად. დაიბანეთ ხელები და სანთელი გაანთავისუფლეთ პლასტიკური გარსისგან. ფრთხილად შეიყვანეთ სანთელი საჩვენებელი თითით ბავშვის უკანა ტანში (უმჯობესია თავისუფალ ნაწლავში, ოყნის ან დეფეკაციის შემდეგ). უმჯობესია ბავშვის გვერდზე მოთავსება, ერთი ფეხის მუცელზე მიზიდვით.
საბავშვო პანადოლის სანთლის საშუალო ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია ბავშვის სხეულის წონაზე და შეადგენს 10-15მგ/კგ სხეულის მასის 3-4-ჯერ დღეში-ღამეში, ყოველ 4-6საათში
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 60მგ/კგ სხეულის მასის.
8-დან 12,5კგ სხეულის მასით ბავშვებში ( 6 თვიდან 2,5 წლამდე) შეყავთ 1 სანთელი (125მგ) 3-4-ჯერ დღე-ღამეში ყოველ 4-6-საათში. არაუმეტეს 4 სანთლისა დღე-ღამეში. 3 დღე როგორც სიცხისდამწევი საშუალება და 5 დღემდე, როგორც ტკივილგამაყუჩებელი
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას. თერაპიული ეფექტის არ არსეობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს გაფრთხილება:
პრეპარატის კვირაზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის და პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი. გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. იშვიათად შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრისციება, კვინკეს შეშუპება). იშვიათად ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
გადაჭარბებული დოზით, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ თქვენს ბავშვს:
- მომატებული აქვს მგრძნობელობა პარაცეტამოლის ან ნებისმიერი შემავალი ინგრედიენტის მიმართ;
- აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- სისხლის დაავადებები;
- აღენიშნება ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური არ არსებობა;
- აღენიშნება ანთება ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (უკუჩვენება დაკავშირებული შეყვანის გზასთან) განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, ჟილბერის სინდრომის დროს. ასეთი შემთხვევების დროს მიღებამდე კონსულტაციისთვის მივმართოთ ექიმს.Pპრეპარატის მიღება სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული. ჭარბი დოზირება:
პარაცეტამოლით მწვავე მოწამვლის ნიშნებია გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, ოფლიანობა, კანის ზედაპირის სიფერმკრთალე. 1-2 დღე-ღამეში ვლინდება ღვიძლის დაზიანების ნიშნები. რთულ შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მოწამვლის სიმპტომების გაჩენისას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმარტეთ ექიმს. პარაცეტამოლით მოწამვლისას სპეციფიურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტილცისტეინი.
შემთხვევითი დოზის გადაჭარბებისას სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, ბავშვის დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის მიუხედავად. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
საბავშვო პანადოლის გამოყენება ბარბიტურატებთან, გულყრისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, რიფამპიცინთან ერთად, ზრდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს.
ლევომიცეტინთან ერთად მიღება, ზრდის უკანასკნელის ტოქსიურობას. საბავშვო პანადოლში შემავალი პარაცეტამოლი, ხანგრძლივი რეგულარული მიგებისას, აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტის მოქმედებას, რამაც შესაძლებელია გაზარდოს სისხლდენის რისკი. ანალიზის ჩატარებისას, შარდმჟავას და სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისას, შეატყობინეთ ექიმს საბავშვო პანადოლის მიღების თაობაზე. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არაუმეტეს 25°C. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვადა 5 წელი. კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს. აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
გლაქსო ველქომ პროდაქშენი
საფრანგეთი