ოსტეოქეა სუსპენზია
ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი - ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის. იგი შეიცავს კალციუმის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და თუთიას სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.
ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.
მოქმედება:
• კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.
• ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
• მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
• თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.
• ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.
შემადგენლობა:
* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული
ჩვენება:
• რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
• კარიესის პროფილაქტიკა
• სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
• მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
• ორსულობა და ლაქტაცია
• მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
მიღების წესი:
1-2წ. 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ
3-12წ. 2ჩაის კოვზი დღეში 2-3 ჯერ
მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ
ორსულები და მეძუძური დედები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ
არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, ალკოჰოლს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს
გამოშვების ფორმა:
200 მლ-იანი მუქი ფერის პოლიეთილენის ბოთლი
გაცემა:
ურეცეპტოდ
მწარმოებელი:
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიქსი", ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
Vitabiotics-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის, "სახალხო აფთიაქის" ქსელში.
აქტიური ნივთიერება |
2 ჩაის კოვზი (10 მლ) შეიცავს |
კალციუმი |
300 მგ |
მაგნიუმი |
150 მგ |
თუთია |
6 მგ |
ვიტამინი D3 (150 IU) |
3,8 მკგ |