newhospitals

ოსტეოქეა (საღეჭი ტაბლეტები)

ოსტეოქეა (საღეჭი ტაბლეტები)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12417ნახვა
ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი -ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის. იგი შეიცავს კალციუმის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და კო-ფაქტორების სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.

ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

- კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

- ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

- მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

- თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.

- ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

- სპილენძი, მანგანუმი, სელენი, ბორი, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და კბილების, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის შენარჩუნებას.

 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

ორი აბი შეიცავს

კალციუმი

800 მგ

მაგნიუმი

300 მგ

თუთია

10 მგ

სპილენძი

1 მგ

მანგანუმი

0,5 მგ

სელენი

50 მკგ

ბორი

0,6 მგ

ვიტამინი D3 (400 IU)

10 მკგ

 

* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული

 

ჩვენება:

- რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი

- კარიესის პროფილაქტიკა

- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი

- მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა

- ორსულობა და ლაქტაცია

- მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

 

მიღების წესი: ბავშვები (4-12 წ): ერთი საღეჭი აბი დღეში ერთხელ. მოზრდილები: დღეში 2 საღეჭი აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

 

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტენს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს

 

გამოშვების ფორმა: 10 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 3 ბლისტერი.

 

გაცემა: ურეცეპტოდ

 

მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიქსი", ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

 

Vitabiotics-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის, "სახალხო აფთიაქის" ქსელში.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.