newhospitals

ოსტეოქეა

ოსტეოქეა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
24129ნახვა
ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოსტეოქეა ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმის კარბონატს, ვიტამინ D3-ს, თუთიას, მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. ოსტეოქეა ტაბლეტები გამოიყენება ბავშვებში 4 წლიდან და მოზრდილებში. შემადგენლობა ინგრედიენტები - 2 ტაბლეტი - რეკომენდებული დღიური რაციონი % კალციუმი - 800 მგ - 100 მაგნიუმი - 300 მგ - 100 თუთია - 10 მგ - 67 D ვიტამინი - 10მკგ - 100 (როგორც D3 400 სე)

მიღების წესი:

ბავშვები (4-12წ): ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მოზრდილები: ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტაბლეტი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს. არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

შენახვის პირობები:

გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი ბლისტერებზე. გაცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი„ ლონდონი, ინგლისი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.