ორუნგალი 100მგ #14კაფს
აღწერილობა:
ორუნგალი - ფართო სპექტრის სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. ვარდისფერ-ცისფერი კაფსულები შეიცავს იტრაკო-ნაზოლის 100მგ-ს (ბურთულების სახით). მისი არააქტიური ინგრედიენტებია საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ჰიდროლიზირე-ბული სახამებლის სიროფი, ჰიპრომელოზა და მაკროგოლი (ფორმულა F5).თავად კაფსულა შეიცავს ტიტანიუმის ზეჟანგს, ნატრიუმის ინდიგოტინ-დი-სულფონატს, ნატრიუმის ერითროზინს და ჟელატინს.
თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ტრიაზოლის წარმოებული იტრაკონაზოლი აქტიურია დერმატო-ფიტებით (Trichophyton spp., Microsporum spp., Epidermophyton floccosum), საფუარით (Cryptococcus neoformans, Pityrosporum spp., Candida spp.,garda amisa C. albicans, C. glabrata, da C. krusel), Aspergilus spp., Histoplasma spp., Paracoccidioides brasiliensis, Sporothrix schenckii, Fonsecaea spp., Cladosporium spp., Blastomyces dermatitidis და სხვა საფუარებითა და სოკოებით გამოწვეულ ინფექციების მიმართ.
In vitro გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ იტრაკონაზოლი ასუსტებს სოკოვან უჯრედებში ერგოსტეროლის სინთეზს. ერგოსტეროლი წარმოადგენს სოკოვანი უჯრედების მემბრანის მნიშვნელოვან კომპონენტს და მისი სინთეზის შესუსტება საბოლოოდ იწვევს ანტისოკოვან მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
ორალური მიღებისას იტრაკონაზოლის ბიოლოგიური ქმედება მაქსიმალურია მხოლოდ დანაყრების შემდეგ. პლაზმაში მაქსიმალური დონე შიგნით მიღების 3-4 საათის შემდეგ მიიღწევა. პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია, საბოლოო ნახევარგამოყოფა 1-1,5 დღეს უდრის. ხანგრძლივი დანიშვნისას მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა 1-2 კვირაში. იტრაკონაზოლის მდგრადი კონცენტრაციები მიღების შემდეგ 3-4 საათში შეადგენს 0,4 μგ/მლ (100მგ 1-ჯერ დღეში მიღებისას), 1,1 μგ/მლ (200მგ დღეში 2-ჯერ მიღებისას).
იტრაკონაზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 99,8%-ს უდრის, სისხლში კი ეს რიცხვი პლაზმის კონცენტრაციის 60%-ია.
კერატინულ ქსოვლებში, განსაკუთრებით კანში, პრეპარატის დონე პლაზმასთან შედარებით 4-ჯერ მეტია, მისი გამოყოფა კი ეპიდერმისის რეგენერაციასთან არის დაკავშირებული.
თერაპიის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ პლაზმაში პრეპარატის აღმოჩენა არ ხერხდება. კანში კი 4 კვირიანი თერაპიის შემდეგ 2-4 კვირა ინახება. მკურნალობის დაწყების 1 კვირის შემდეგ იტრაკონაზოლი ფრჩხილების კერატინში უკვე ვლინდება და 3 თვიანი თერაპიის შემდეგ 6-9 თვე ინახება. იტრაკონაზოლი კანის ცხიმში და ნაკლებად ოფლშიც გამოვლინდება.
იტრაკონაზოლი ფართოდ არის წარმოდგენილი სოკოთი დაზიანებულ ქსოვილებში. პლაზმასთან შედარებით ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ძვლებში, კუჭში, ელენთაში და კუნთებში პრეპარატი 2-3-ჯერ მეტია. საშოს ქსოვილებში თერაპიული დოზები შემოინახება 3 დღიანი კურსის (200მგ ყოველდღიურად) შემდეგ 2 დღე, 1 დღიანი კურსის შემდეგ კი - 3 დღე.
იტრაკონაზოლი ღვიძლში ექსტენსიურად მეტაბოლიზირდება. მრავალთაგან ერთ-ერთი მეტაბოლიტი ჰიდროქსი-იტრაკონაზოლია. In vitro მას ისეთივე სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, როგორც იტრაკონაზოლს. პრეპარატის სოკოსსაწინააღმდეგო დონეები ბიოსინჯების შესწავლისას 3-ჯერ მეტია იმ დონეებზე, რომელიც ВЭХЖ-ით ფასდებოდა. განავლით გამოყოფილი პრეპარატის ნივთიერებები დოზის 3 და 18%-ს შორის მერყეობს. თირკმლით გამოიყოფა პრეპარატის საწყისი ნივთიერების დოზის 0,03%-ზე ნაკლები. დოზის დაახლოებით 35% მეტაბოლიტების სახით 1 კვირის განმავლობაში შარდით გამოიყოფა.
ჩვენებები:
ორუნგალი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების მკურნალობისათვის:
- გინეკოლოგიური ჩვენებები: ვულვოვაგინალური კანდიდოზები,
- დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური ჩვენებები: დერმატომიკოზები, სოკოვანი კერატიტი და ორალური კანდიდოზი;
- დერმატოფიტებით და/ან საფუარით გამოწვეული ონიქომიკოზი;
- სისტემური მიკოზები:
სისტემური ასპერჰილოზი და კანდიდოზი, კრიპტოკოკოზი (კრიპტკოკური მენინგიტის ჩათვლით), ჰისტოპლაზმოზი, სპორო-ტრიქოზი, პარაკოციდიოიდომიკოზი, ბლასტომიკოზი და სხვა იშვიათი სისტემური ან ტროფიკული მიკოზები.
წინააღმდეგჩვენებები:
ორუნგალის წინააღმდეგნაჩვენებია:
- ამ პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებისათვის;
- ორსული ქალებისათვის. ქალებმა მენსტრუალური ციკლის დროს უნდა მიიღონ შესაბამისი კონტრაცეპტული ზომები, თუ ციკლი ორუნგალით მკურნალობას ემთხვევა.
უსაფრთხოების ზომები
კუჭის დაქვეითებული მჟავიანობა: ამ შემთხვევაში ორუნგალის აბსორბცია ირღვევა. მჟავიანობის შემამცირებელი პრეპარატები პაციენტმა უნდა მიიღონ ორუნგალის მიღების 2 საათის შემდეგ. აქლორჰიდრიის, შიდსის შემთხვევაში ორუნგალი კოლასთან ერთად უნდა მიიღონ.
მოხმარება ბავშვებში: კლინიკური მონაცემები იტრაკონაზოლის მოქმედების შესახებ ბავშვებში არ მოიპოვება, მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელი სარგებლობა პოტენციურ რისკზე მეტია.
თუ პაციენტის მკურნალობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ასეთივე კონტროლი აუცილებელია ანორექსიის, გულისრევის, დაღლილობის, აბდომინალური ტკივილების ან შარდის გამუქების შემთხვევაში. ლაბორატორიული მონაცემების ნორმიდან გადახრის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- ღვიძლში ენზიმების დონის ზრდის შემთხვევაში მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი ღვიძლის დაზიანების რისკს არ აღემატება.
- იტრაკონაზოლი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზირდება:
ღვიძლის ციროზით დაავადებულებისათვის პრეპარატის ორალური მიღება ნაკლებად მიღებულია. ამ დროს აუცილებელია იტრაკონაზოლის კონცენტრაციის კონტროლი პლაზმაში. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია დოზის კორექტირება.
- ნევროპათიის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- თირკმელების დაზიანება:
ასეთი დაზიანებებისას პაციენტებს შემცირებული აქვთ იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია კონტროლი და შესაბამისად დოზის კონტროლირება.
ურთიერთქმედებ:
- რიფამპიცინით და ფენიტოინით მკურნალობის ფერმენტული ინდუქცია ამცირებს იტრაკონაზოლის ბიოშეღწევადობას. ამიტომ, თუ პაციენტი პარალელურად ფერმენტების სინთეზის მაინდუცირებელ პრეპარატებს ღებულობს, აუცილებელია პლაზმაში იტრაკონაზოლის კონცენტრაციის კონტროლი.
- იტრაკონაზოლს აქვს ისეთი პრეპარატების მეტაბოლიზმის დათრგუნვის უნარი, რომლებიც იშლება ენზიმებით. ამას მოყვება მათი ეფექტის გაზრდა ან/და პროლონგირება.
ასეთი პრეპარატების ცნობილი მაგალითებია:
• ტერფენადინი, ასტემიზოლი, ცისაპრიდი, ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოფერმენტ A-ს რედუქტაზას ინჰიბიტორები, ისეთები, როგორიცაა ლოვასტატინი, მიდაზოლამის ორალური ფორმები და ტრიაზოლამი. იტრკონაზოლით მკურნალობას დროს ამ პრეპარატების მიღება არ შეიძლება. მიდაზოლამის ინტრავენური შეყვანისას შეიძლება აუცილებელი გახდეს სედატიური ეფექტის შესაძლებელი პროლონგაციის თავიდან ასაცილებლად ზომები.
• თუ პაციენტი ღებულობს ორალურ ანტიკოაგულანტებს, დიგოქსინს, ციკლოსპორინ A-ს, სისტემური ზემოქმედებისათვის აუცილებელ მეთილპრედნიზოლონის ფორმებს, გველის სუროს ალკალოიდს და შესაძლოა ტაკროლიმუს, იტრაკონაზოლის დოზები აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შემცირდეს.
• თუ პაციენტი ღებულობს დიჰიდროპირიდინის და ქინიდინის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორებს, აუცილებელია გვერდითი ეფექტების (შეUპება, ყურის შუილები, სმენის დაქვეითება) დროული გამოვლენა. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.
- In vitro პლაზმის ცილების შებოჭვასთან დაკავშირებული ურთიერთქმედება იტრაკონაზოლსა და იმიპრამინს პროპანოლოლს, დიაზეპამს, ციმეტიდინს, ინდომეტაცინს, ტოლბუტამილს, სულფომეტაზინს შორის არ აღინიშნებოდა.
- დოკუმენტირებულია ურთიერთქმედება ციკლოსპორინ A-სთან. მიღებული მონაცემების თანახმად, თუ ციკლოსპორინი A იტრაკონაზოლის პარალელურად ინიშნება, აუცილებლობის შემთხვევაში მისი დოზირება მცირდება
ორუნგალის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
- იტრაკონაზოლის მაღალი დოზები (40/მგ/კგ/დღე ორსულ ვირ-თაგვებში და 80/მგ/კგ/დღე ორსულ თაგვებში) ხშირად იწვევდა ნაყოფის ანომალიებს და უარყოფითად მოქმედებდა ემბრიონზე. ორსულ ქალებზე გამოკვლევები არ ჩატარებულა. ამრიგად, იტრა-კონაზოლი უნდა დაინიშნოს მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებისას
დოზირება და გამოყენების ხერხები
(სისტემური მიკოზი), თუ პოტენციური დადებითი ეფექტი მოსალოდნელ რისკს აღემატება.
- დედის რძესთან ერთად გამოიყოფა იტრაკონაზოლის მცირე რაოდენობა; ამიტომაც მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ შედეგი შესაძლებელ რისკზე მაღალია. მოქმედება მძღოლებზე და ტექნიკასთან მომუშავეებზე არ შეიმჩნეოდა. ონიქომიკოზის ლოკალიზაცია
პირველი კვირა II III IV
კვირა კვირა კვირა V
კვირა VI VII VIII
კვირა კვირა კვირა IX
კვირა
ფეხის ფრჩხილების დაზიანება ხელის ფრჩხილების დაზიანებით ან მის გარეშე I კურსი ორუნგალის მიღებისგან თავისუფალი კვირები II კურსი ორუნგალის მიღებისგან თავისუფალი კვირები III კურსი
მხოლოდ ხელის ფრჩხილების დაზიანება I კურსი ორუნგალის მიღებისგან თავისუფალი კვირები II კურსი ორუნგალის მიღებისგან თავისუფალი კვირები ან - უწყვეტი მკურნალობა:
დღეში 2-2 კაფსულა (200 მგ ერთ მიღებაზე) 3 თვის განმავლობაში.
ორუნგალის კანიდან და ფრჩხილებიდან გამოყვანა უფრო ნელა ხდება, ვიდრე პლაზმიდან. ამრიგად, ოპტიმალური კლინიკური და ლაბორატორიული ეფექტი, კანის ინფექციის შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტიდან 3-4 კვირის განმავლობაში მიიღწევა, ფრჩხილების ინფექციისას კი 6-9 თვის განმავლობაში.
სისტემური მიკოზები (დოზები იცვლება ინფექციის ტიფთან დაკავშირებით).
ჩვენება დოზა საშ. ხანგრძლივობა შენიშვნები
ასპერჰილოზი 200 მგ 1-ჯერ დღეში 2-5 თვე ინვაზიური ან დესიმინირებული
კანდიდოზი 100-200 მგ 1-ჯერ დღეში 3 კვირიდან-7 თვემდე შემთხვევების დროს დოზა იზრდება
200 მგ 2-ჯერ დღეში რიპტოკოკოზი 200 მგ 1-ჯერ დღეში 2 თვიდან-1 წლამდე შემანარჩუნებელი მკურნალობა
(მენინგიტის გარეშე) (მენინგიტის შემთხვევა)
კრიპტო-კოკული 200 მგ 2-ჯერ დღეში 200მგ1-ჯერ დღეში
მენინგიტი
ჰისტოპლაზმოზი 200 მგ 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში 8 თვე
სპოროტრიქოზი 100 მგ 1-ჯერ დღეში 3 თვე
პარაკოკციდიოიდომიკოზი 100 მგ 1-ჯერ დღეში 6 თვე
ქრომომიკოზი 100-200 მგ 1-ჯერ დღეში 6 თვე
ბლასტომიკოზი 100 მგ 1-ჯერ დღეში ან 6 თვე
2200 მგ 2-ჯერ დღეში
გვერდითი ეფექტები:
ორუნგალის მიღებისას ხშირად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეაქციები - დისპეფსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, შეკრულობა. უფრო იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, ღვიძლის ენზიმების შექცევადი მატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავბრუხვევა, ალერგიული რეაქციები. აღინიშნა პერიფერიული ნევროპათიის და სტევენს-ჯონსონის სინდრომის ერთეული შემთხვევები. ჰიპოვოლემის, შეშუპების, ჰეპატიტის, თმის ცვენის შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა ხანგრძლივად (1 თვე) ნამკურნალევ პაციენტებში, რომელთა უმრავლესობას აღენიშნებოდა სერიოზული ძირითადი პათოლოგია. ასეთ პაციენტებში გვხვდებოდა ჰიპოკალე-მიის, შეშუპების, ჰეპატიტების და თმის ცვენის შემთხვევები. დოზის გადაჭარბება:
მონაცემები არ არის. დოზის შემთხვევით გადაჭარბებისას აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. მიღებიდან 1 საათის
განმავლობაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. იტრაკონაზოლის გამოყვანა ჰემოდიალიზის გზით არ შეიძლება. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
ორუნგალი გამოშვებულია ვარდისფერ-ცისფერ კაფსულებში, თითოეულში 100მგ იტრაკონაზოლია.ბლისტერულ შეკვრაში 4-15 კაფსულაა.
შენახვის წესები
ორუნგალის კაფსულები უნდა ინახებოდეს 15-დან 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი