newhospitals

ორციპოლი 500მგ/500მგ #10ტ

ორციპოლი 500მგ/500მგ #10ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
34725ნახვა

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:

ორციპოლი / ORCIPOL

 

სავაჭრო დასახელება:
ორციპოლი, Orcipol

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი
Ciprofloxacin  + Оrnidazole

 

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები გრავირებით `OღჩP~ ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

 

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის ფორმით) 500 მგ,
ორნიდაზოლი 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი (K30), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, გასუფთავებული ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, პროპილენგლიკოლი.

 

ACT კოდი:
J01

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ორციპოლი კომბინირებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების - ციპროფლოქსაცინისა (II თაობის ფტორქინოლონის წარმოებული) და ორნიდაზოლის (5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული) თვისებებით.
ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს ბაქტერიების ფერმენტ დნმ-ჰირაზას და თრგუნავს ბაქტერიის დნმ-ის სინთეზს. ბაქტერიების მემბრანასა და უჯრედის კედელში იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს, რაც უჯრედის სწრაფ სიკვდილს განაპირობებს. ზემოქმედებს მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში.
გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების მიმართ:
შტაპჰყლოცოცცუს სპპ. (მ.შ. პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), შტრეპტოცოცცუს სპპ. (შ.პნეუმონიაე და შ.პყოგენეს შტამების ჩათვლით), Eნტეროცოცცუს სპპ, Lისტერია მონოცყტოგენეს, Eნტერობაცტერ სპპ., Hაემოპჰილუს ინფლუენზაე, Kლებსიელლა სპპ., Lეგიონელლა სპპ., Mორახელლა ცატარრჰალის, Mორგანელლა მორგანიი, Nეისსერია სპპ., Pროტეუს სპპ., Pსეუდომონას აერუგინოსა, შალმონელლა სპპ., შჰიგელლა სპპ., Vიბრიო ცჰოლერაე, ჩამპყლობაცტერ სპპ., ჩიტრობაცტერ სპპ., Yერსინია ენტეროცოლიტიცა, E.ცოლი; სხვები - Mყცობაცტერიუმ ტუბერცულოსის, ჩჰლამყდია ტრაცჰომატის და Mყცოპლასმა ჰომინის.
ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტულნი არიან Uრეაპლასმა ურეალყტიცუმ, ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე, Nოცარდია ასტეროიდეს. თრეპონემა პალიიდუმ-ის მიმართ მისი მოქმედება არასაკმარისადაა შესწავლილი.
ორნიდაზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან. აქტიურია მიკროორგანიზმების: თრიცჰომონას ვაგინალის, Gიარდია ლამბლია, Eნტამოება ჰისტოლყტიცა, ასევე, ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიის (მ.შ. Bაცტეროიდეს სპპ., ჩლოსტრიდიუმ სპპ., Fუსობაცტერიუმ სპპ. და ანაერობული კოკები) მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა - 70-80%.
ორნიდაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა - 90%.

 

გამოყენების ჩვენებები:
ორციპოლი განკუთვნილია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით:
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მ.შ. აბორტებისა და ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა;
- თირკმელებისა და/ან შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ქრონიკული და მწვავე პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, მ.შ. გართულებული და მორეციდივე;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, შერეული ინფექციები (მიქსტ-ინფექცია);
- სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია (პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ბაქტერიებით: Kლებსიელლა, Eნტერობაცტერ, Pროტეუს, E. ცოლი, Pსეუდომონას, Hაემოპჰილუს, Bრანჰამელლა, Lეგიონელლა, შტაპჰყლოცოცცუს გამოწვეული პნევმონიების სამკურნალოდ), ინფიცირებული ბრონქოექტაზები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: სინუსიტი, გარეთა და შუა ოტიტი, მასტოიდიტი;
- თვალის ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი;
- ამებიაზი (ნაწლავური ინფექციები, გამოწვეული Eნტამოება ჰისტოლყტიცა-ის მიერ, მ.შ. ამებური დიზენტერია და ამებიაზის ყველა არანაწლავური ფორმა, განსაკუთრებით, ღვიძლის ამებური აბსცესი);
- ლამბლიოზი;
- სეფსისი;
- ინფექციების მკურნალობა ან პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან პაციენტებში ნეიტროპენიით);
- ნაწლავის შერჩევითი დეკონტამინაცია პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით;
- ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების ან გინეკოლოგიური ჩარევების დროს;
- ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (ინფიცირება Bაცილლუს ანტჰრაცის-ით);
- Pსეუდომონას აერუგინოსა-ის მიერ გამოწვეული გართულებების მკურნალობა ფილტვების მუკოვისციდოზის მქონე 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

წინააღმდეგჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ორნიდაზოლის მიმართ.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორციპოლის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

გამოყენება ბავშვებში:
ინიშნება სიფრთხილით, განსაკუთრებული ჩვენებებით.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ეპილეფსიის, გაურკვეველი ეტიოლოგიის კრუნჩხვითი სინდრომის დროს.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან.

 

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე:
ორციპოლის მიღებისას შესაძლოა დაქვეითდეს ყურადღების კონცენტრაციის უნარი და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე, რაც გასათვალისიწნებელია იმ პირებში გამოყენებისას, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებასთან, არამყარ მდგომარეობაში შესასრულებელ სამუშაოებთან.

 

გვერდითი მოქმედება:
სიმპტომები ჩვეულებრივ სუსტად ან ზომიერადაა გამოხატული და ატარებს გარდამავალ ხასიათს, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა.
იმუნური სისტემისა და კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ფოტომგრძნობელობა.

 

მიღების წესი და დოზები:
ორციპოლი მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას - 10-14 დღეს დოზით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში-ღამეში. დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.
ავადმყოფებს, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ და ნაკლები, ხანდაზმულ პაციენტებს და პაციენტებს სხეულის მცირე მასით, ენიშნებათ ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

 

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსების დაზიანება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის მატება ციტოქრომ P450-ის შეკავშირების უბნებში კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე, რაც იწვევს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას და თეოფილინ-ინდუცირებული გვერდითი მოვლენების განვითარებას.
ორნიდაზოლი იწვევს კუმარინის რიგის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირებას, რის გამოც, საჭიროა მათი დოზების შესაბამისი კორექცია.
ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.
ციპროფლოქსაცინისა და ვარფარინის კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება.
ანტაციდების, ასევე, ალუმინის, თუთიის, რკინისა და მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ციპროფლოქსაცინის შეწოვა, ამიტომ, ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა.

 

გამოშვების ფორმა:
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.