newhospitals

ოქსოლინის 3% 10გ მალამო

ოქსოლინის 3% 10გ მალამო
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
20522ნახვა

 

მალამო შეიცავს:
ოქსოლინი (1,2,3,4-ტეტრაოქსო-1,2,3,4-ტეტრაჰიდრო-ნაფტალინის დიჰიდრატი), ვაზელიმნი, ვაზელინის ზეთი

 

აღწერილობა:
ღია ყვითელი ფერის მალამო. შენახვისას დასაშვებია ვარდისფერი შეფერილობის გაჩენა.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ვირუციდული აქტიურობა, ეფექტურია უბრალო ჰერპესის, საშიში ჰერპესის ვირუსების დროს, ადენოვირუსის დროს.

 

ჩვენებები:
მალამო გამოიყენება ვირუსული ან სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის დერმატოზების სამკურნალოდ - ბუშტუკოვანი მარტივი ლიქენის, საშიში ლიქენის, მეჭეჭების, კონტაგეოზური მოლუსკის, დიურინგის ჰერპეტოფორმული დერმატიტის, ქიცვისებრი ლიქენის დროს.

 

უკუჩვენებები:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

 

მიღების წესი და დოზები:
უბრალო და საშიში ჰერპესის და კონტაგიოზური მოლუსკის დროს 3% ოქსოლინის მალამო ინიშნება დღეში 2-3-ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
მეჭეჭების მოსაშორებლად მეჭეჭებზე წაისვით 3%-იანი მალამო დღეში 2-3-ჯერ 2 კვირა - 2თვე. ზემოდან იდებენ - ქაღალდს.
3%-იანი ოქსოლინის მალამო ასევე ეფექტურია წვეტიანი კონდილომების მკურნალობისას.

 

გვერდითი მოვლენები:
სწრაფლგამავალი წვის შეგრძნება

 

გამოშვების ფორმა:
10გ და 30გ ალუმინის ტუბებში.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს +10°C ტემპერატურაზე.
ჩამონათვალი B
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება "ნიჟფარმი", რუსეთი
ქ. ნიჟნი ნოვგოროდი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.