ომნადრენი 250
სავაჭრო სახელწოდება: ომნადრენი 250
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): TESTOSTERONE (Testosterone Isocaproate,Testosterone Propionate,Testosterone Phenylpropionate,Testosterone Decanoate)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანდროგენული პრეპარატი - დეპო ფორმა.
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქცია:
ათქ კლასიფიკაციის კოდი:
G03BA03
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ
ტესტოსტერონის პროპიონატი. . . . . . 30.0 მგ
ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი . . . 60.0 მგ
ტესტოსტერონის იზოკაპრონატი. . . . . . 60.0 მგ
ტესტოსტერონის კაპრონატი. . . . . . . . 100.0 მგ
დამხმარე ნივთირებები:
ბენზილური სპირტი, არაქისის ზეთი ინექციისათვის.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანდროგენული პრეპარატი - დეპო ფორმა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი შეიცავს ჰორმონ ტესტოსტერონის 4 ეთერს , რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მოქმედების სიჩქარით.მამაკაცებში ტესტოსტერონი განაპირობებს გონადების ფორმირებას და ფუნქციონირებას, გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებას, წინამდებარე ჯირკვლის განვითარებას, სათესლეების მომწიფების პროცესს, მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას (სიმაღლეში ზრდა, ხმის ტემბრის შეცვლა, სახის გათმიანება).
ქალებში ტესტოსტერონი ესტროგენების ანტაგონისტურად მოქმედებს. მას იყენებენ კლიმაქსით გამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტესტოსტერონის ეთერები განსაზღვრავენ მისი შეწოვის სიჩქარეს და გამოყოფას, ხელს უწყობენ ტესტოსტერონის ანდროგენული მოქმედების მუდმივი, წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებას მისი ერთჯერადი ინექციიდან 4 კვირის განმავლობაში.
ჩვენებები:
პრეპარატს იყენებენ მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების უკმრისობის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის მიზნით:
- სქესობრივი მოუმწიფებლობა;
- უნაყოფობა (ოლიგოსპერმია);
- ანდროგენული ჰორმონების უკმარისობა და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;
- კლიმაქტერული პერიოდით გამოწვეული დარღვევები;
- იმპოტენცია.
ქალებში ტესტოსტერონი ესტროგენების ანტაგონისტურად მოქმედებს. მას იყენებენ კლიმაქსით გამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ, ენდომეტრიოზის, ძუძუს კიბოს დროს.
დოზირების რეჟიმი:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
ძირითადად ინიშნება კუნთებში 1 ინექცია (1 ამპულა) ყოველი 4 კვირიანი შესვენებით.
ყურადღება: ასოს მტკივნეული ერექციის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები:
ფერიმჭამელები, გინეკომასტია, შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, ხშირი ერექცია, ჰიპერკალციემიის სიმპტომები, ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი სქესობრივი აგზნება, სპერმატოზოიდების წარმოქმნის და მათი მომწიფების პროცესის დარღვევა, თრომბოფლებიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება, ძვლების ტკივილი, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ლიბიდოს გაძლიერება. იშვიათად: ინსულინრეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინის მიმართ ტოლერანტობის მომატება.
ქალებში პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ვირილიზაციის სიმპტომები, ხოლო ინექციის ადგილას- ტკივილი, ქავილი და ჰიპერემია.
უკუჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის კიბო ან ეჭვი მასზე. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენება ასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, სქესობრივ მომწიფების პერიოდში და ხანდაზმულ მამაკაცებში არ არის ნებადართული.
ორსულობა და ლაქტაცია:
ქალებში, ომნადრენის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ომნადრენის კომბინაციით ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, სალიცილატები, ფენიტოინი, პირიმიდონი) მცირდება ტესტოსტერონის მოქმედების ეფექტი.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.