newhospitals

ომეპრაზოლი

ომეპრაზოლი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
38326ნახვა

შემადგენლობა:

თითო კაფსულა შეიცავს ომეპრაზოლს 20მგ გრანულების სახით ენტეროგარსში.

 

აღწერა:

ომეპრაზოლი (ომეპარი) მიეკუთვნება კუჭის სეკრეციის ინჰიბიტორების ახალ ჯგუფს.

 

ფარმაკოდინამიკა:

ომეპრაზოლი აინჰიბირებს კუჭის წვენის სეკრეციას. იგი შეუქცევად მაბლოკირებელ მოქმედებას ახდენს პარიეტალური ჯირკვლების ფერმენტული სისტემის H+,K+, ატფ-აზაზე კუჭის სეკრეციის ბოლო სტადიაზე. ომეპრაზოლი აინჰიბირებს კუჭის როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას.

 

ფარმაკოკინეტიკა:

ომეპრაზოლის აბსორცია დამოკიდებულია პრეპარატის მიღების მომენტში კუჭის სავსეობის ხარისხზე. პირდაპირი დამოკიდებულება პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასა და მის მოქმედებას შორის არ არსებობს. პრეპარატის უზმოზე მიღება მოქმედებს მის პიკურ კონცენტრაციაზე თუმცა გავლენას არ ახდენს კუჭის პარიეტალურ უჯრედებზე ომეპრაზოლის მოქმედებაზე. ომეპრაზოლი სწრად და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად.

 

ჩვენება:

კუჭის წყლული; თორმეტგოჯა ნაწლავის ჭყლული; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; რეფლექს-ეზოფაგიტი და წყლულოვანი პროცესი; რეზიდენტული წყლულის მკურნალობა;

 

უკუჩვენება:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლააქტაციის დროს, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

 

გაფრთხილებები:

ომეპრაზოლით მკურნალობის კურსის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს წყლულის ავთვისებიანობა, რადგან ავთვისებიანი წყლულის შემთხვევაში ომეპრაზოლის მიღება მხოლოდ შენიღბავს სიმპტომებს და შეაფერხებს სწორი დიაგნოზის დასმას.

 

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, თუმცა შესაძლებელია დიარეა, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი. მოცემული გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა, დროებითია და მკურნალობასთან პირდაპირი ურთიერთკავშირი არ გააჩნია.


დოზები და მიღების წესი:


კუჭის წყლული: 20-40 მგ დღეში 8 კვირის განმავლობაში

 

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული: 20-40მგ დღეში 4 კვირის განმავლობაში

 

ზოლინგერ- ელისონის სინდრომი: 60მგ დღეში ერთხელ

 

რეფლუქს- ეზოფაგიტი: 20-40 მგ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში

 

შენახვის პირობები:

გრილ, მშრალ ადგილას, +8, +15C ტემპერატურაზე.

 

შენახვის ვადა:

3 წელი

 

გაცემის წესი:

რეცეპტით

 

შეფუთვა:

ომეპარის კაფსულები, სტრიპში 10 კაფსულა, 3 სტრიპი კოლოფში

 

მწარმოებელი:

ნაბროს ფარმა პვტ.ლტდ ნაშნელ ჰაივეი N8, ქჰედა 387411 ინდოეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.