newhospitals

ომეგამედ მიოძიკ

ომეგამედ მიოძიკ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2705ნახვა

DOCOSAHEXAENOIC ACID VITAMIN D3 VITAMIN C HONEY

 

შემადგენლობა:

1 პაკეტი შეიცავს: DHA - დოკოზაჰექსაენის მჟავა - 300 მგ (წყალმცენარე შცჰიზოცჰყტრიუმ სპ.-დან მიღებული) ვიტამინი D3 -10მკგ(400ME) ვიტამინი C - 23მგ თაფლი - 7.5გ არააქტიური სუბსტანციები: მაღალი-ოლეატის შემცველობის მზესუმზირას ზეთი; მზესუმზირას ლეციტინი. ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლები და ასკორბილ პალმიტატი, შავი მოცხარის კონცენტრირებული წვენი, მსხლის წვენის კონცენტრატი, ლიმნის წვენის კონცენტრატი წყალი.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი სამკურნალო გამოყენებისათვის ფარმაკოლოგიური თვისებები: ომეგამედ მიოძიკ -ი შეიცავს : DHA - 300მგ DHA-ს ადექვატური დოზებით მიღება უზრუნველჰყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის სრულყოფილ განვითარებას და მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესებას. იგი მიღებულია წყალმცენარისაგან ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რითაც განსხვავდება თევზისაგან მიღებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებისაგან. DHA - დოკოზაჰექსანის მჟავა ომეგა-3 ჯგუფიდან წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, კარგად ცნობილ და ყველაზე ფართოდ გამოკვლეულ საკვებ ნივთიერებას. მინიჭებული აქვს უსაფრთხოების სერთიფიკატები GღAშ და FDA ვიტამინი D3 - 400ME ვიტამინი აუცილებელია ძვლოვანი სისტემის სრულყოფილი ფორმირებისათვის. ის ხელს უყწობს კალციუმის, ფოსფორის და სხვა მინერალურ ნივთიერებათა ცვლას. მისი დეფეციტი იწვევს რაქიტის განვითარებას, კბილების და ძვლების პათოლოგიას. ნატურალური თაფლი - 7.5გ ნატურალური თაფლი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. თაფლში შემავალი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებენ სისხლის ხარისხს და აკონტროლებენ თავისუფალი რადიკალების რაოდენობას. ნატურალური თაფლი აძლიერებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.


დოზირების რეჟიმი:

ომეგამედ მიოძიკ -ი შეიცავს დოკოზაჰექსაენის მჟავას დოზებში, რომლებიც შეესაბამებიან ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო საფუძვლებს და ექსპერტთა რეკომენდაციებს ასევე ვიტამინი C-ს დღიური დოზის 28% და ვიტამინი D3 -რეკომენდებული დღიური დოზის 100% 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: 1 პაკეტი დღეში მოზრდილები: 1 -2 პაკეტი დღეში. RDA* -რეკომენდებული დღიური დოზა


განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის. პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნი და გემო ომეგამედ მიოდზიკ-ი შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სუნსა და გემოს. პრეპარატის ბუნებრივი წარმოშობის გამო, ზეთის მაღალი კონცენტრაციის გამო, პრეპარატი შეიძლება დაილექოს. ეს პროცესი არ ცვლის პრეპარატის ხარისხს. მცენარეული წარმოშობის ზეთი, რომელიც გამოიყენება ომეგამედ მიოდზიკ -ში, შეესაბამება ხარისხისა და უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებს.


შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გამოშვების ფორმა: 10მგ პაკეტი #15 Pharmaceutical Company SEQUOIA Sp.Zo. o.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.