newhospitals

ომეგამედ გოლდი

ომეგამედ გოლდი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3693ნახვა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 კაფსულა შეიცავს: DHA - დოკოზაჰექსაენის მჟავა - 250 მგ (წყალმცენარე შცჰიზოცჰყტრიუმ სპ.-დან მიღებული) არააქტიური სუბსტანციები: მაღალი-ოლეატის შემცველობის მზესუმზირას ზეთი; მზესუმზირას ლეციტინი. ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლები და ასკორბილ პალმიტატი, ჟელატინი, ტენის შემნახველი ნივთიერება: გლიცეროლი, ჟელატინი, საღებავი: რკინის ოქსიდი, ლიმონის არომატიზატორი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი სამკურნალო გამოყენებისათვის

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ომეგამედ გოლდ-ი შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, იგი მიღებულია წყალმცენარისაგან ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რითაც განსხვავდება თევზისაგან მიღებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებისაგან. DHA - დოკოზაჰექსანის მჟავა ომეგა-3 ჯგუფიდან წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, კარგად ცნობილ და ყველაზე ფართოდ გამოკვლეულ საკვებ ნივთიერებას. ომეგამედ გოლდ-ის დღეში 250მგ( 1 კაფსულა) მიღება უზრუნველყოფს: - ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას - მხედველობის სიმახვილეს ომეგამედ გოლდ-ის მაღალი დოზებით მიღება (2000მგ/დღეში) ხელს უწყობს: - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას - სისხლში ტრიგლიცერიდების ადექვატური დონის შენარჩუნებას - ორგანიზმის ინფექციებისადმი მომატებულ რეზისტენტობას მინიჭებული აქვს უსაფრთხოების სერთიფიკატები GRAS და FDA

 

დოზირების რეჟიმი:

ომეგამედ გოლდ-ი შეიცავს დოკოზაჰექსანის მჟავას დოზებში, რომლებიც შეესაბამებიან ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო საფუძვლებს და ექსპერტთა რეკომენდაციებს.


მოზრდილები:

1 კაფსულა (250მგ DHA) დღეში. ომეგამედ გოლდ-ის კვებითი ღირებულება:

 

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის.

 

სუნი და გემო:

ომეგამედ გოლდ-ი შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სუნსა და გემოს. პრეპარატის ბუნებრივი წარმოშობის გამო, ზეთის მაღალი კონცენტრაციის გამო, პრეპარატი შეიძლება დაილექოს. ეს პროცესი არ ცვლის პრეპარატის ხარისხს. მცენარეული წარმოშობის DHA, რომელიც გამოიყენება ომეგამედ გოლდ-ში, შეესაბამება ხარისხისა და უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებს.

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:

250მგ კაფსულა #30 Pharmaceutical Company SEQUOIA Sp.Zo. o.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.