ოლიკარდი რეტარდი 40მგ #20კაფ
გენერიული დასახელება: იზოსორბიდ-5-მონონიტრატი წამლის ფორმა:
კაფსულა შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 40 მგ ან 80 მგ იზოსორბიდ-5-მონონიტრატს; დამხმარე ნივთიერებები:
ეთილცელულოზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, სტეარინის მჟავა, ტალკი, საღებავი E171. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გულის იშემიური დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება. ჩვენება:
სტენოკარდიის პროფილაქტიკა და ხანგრძლივი მკურნალობა (გულის არეში ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღევებში სისხმიმოქცევის დარღვევით); გულის კუნთის სისუსტის მძიმე ფორმის მკურნალობა (გულის ქრონიკული უკმარისობა) საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშულებებთან, ამფ-ის ინჰიბიტორებთან და ვაზოდილატატორებთან კომბინაციაში. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. წინააღმდეგჩვენება:
ნიტროშენაერთების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; სისხლმიმოქცევის მწვავე უკმარისობა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი); კარდიოგენული შოკი, თუ ინტრააორტალური კონტრპულსაციით ან დადებითი ინოტროპული ეფექტის მქონე პრეპარატებით არ ხერხდება საკმარისად მაღალი ენდოდიასტოლური წნევის უზრუნველყოფა მარცხენა პარკუჭში; დაბალი არტერიული წნევა (გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია: სისტოლური წნევა 90 მმ-ვწყ.სვ.). სიფრთხილეა საჭირო:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება: ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის (გულის კუნთის დაავადება გულის ღრუს მკვეთრი შევიწროვებით), კონსტრიქციული პერიკარდიტის და გულის ტამპონადის დროს; დაბალი პერფუზიული წნევის დროს, მაგალითად, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის შეზღუდვისას (გულის მარცხენა პარკუჭის უკმარისობა); საჭიროა თავიდან ავიცილოთ სისტოლური წნევის 90 მმ-ვწყ. სვ.-ზე დაბლა დაქვეითება; გულის აორტალური და/ან მიტრალური სარქველის შევიწროვება (აორტალური და/ან მიტრალური სტენოზი); დაქვეითებული არტერიული წნევის შედეგად გამოწვეული სისხლმიმოქცევის დარღვევისადმი მიდრეკილება (სისხლმიმოქცევის ორთოსტატული დარღვევა); თავის ქალას შიდა წნევის მომატებით გამოწვეული დაავადებები (დღემდე ინტრაკრანიული წნევის შემდგომი მომატება აღინიშნებოდა მხოლოდ ვენაში გლიცერინის ტრინიტრატის მაღალი დოზით შეყავნისას); პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის არეში უეცარი ტკივილის კუპირებისთვის (სტენოკარდიის მწვავე შეტევის, მწვავე ინფარქტის დროს); ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით; პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის მომატების ან მისი მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ასევე მისი ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვაზოდილატატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან, კალციუმის იონების ანტაგონისტებთან, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ალკოჰოლთან პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია ამ უკანასკნელის ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება. დიჰიდროერგოტამინისა და ოლიკარდ 40 მგ რეტარდის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდენელია სისხლის პლაზმაში პრეპარატის დონის მომატება, რაც იწვევს ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერებას. მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ 1 კაფსულის (40 მგ) ოდენობით. ნიტრატების მიმართ მომატებული მოთხოვნილებისას შესაძლებელია დოზის მომატება 2-ჯერ დღეში 1 კაფსულის ოდენობით (80 მგ იზოსორბიდ-5-მონონიტრატი).
იმ შემთხვევაში თუკი პაციენტი იღებს პრეპარატს 2-ჯერ დღეში 1 კაფსულის ოდენობით (80 მგ იზოსორბიდ-5-მონონიტრატი), მაშინ თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად სასურველია პრეპარატი მივიღოთ პირველი მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.
კაფსულა მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით (მაგალითად 1 ჭიქა წყალი). მკურნალობა რეკომენდებულია დავიწყოთ მცირე დოზით და თანდათანობით გავზარდოთ იგი საჭირო რაოდენობამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მივმართოდ მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება (არტერიული ჰიპოტენზია) პულსის გახშირებით, სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანის სიწითლე, გულისრევა, ღებინება და დიარეა. დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება. პრეპარატის მიღების შეწყვეტა თვითნებურად დაუშვებელია, საჭიროა თანდათანობით დოზის შემცირება. გვერდითი მოვლენები:
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია თავის ტკივილი, რომელიც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქრება. ხანდახან პირველი დოზის მიღებისას აღინიშნება არტერიული წნევის შემცირება და/ან ორთოსტატული არტერიული ჰიპოტენზია, რომელსაც თან ახლავს პულსის რეფლექსული გახშირება, თავბრუსხვევა და სისუსტის შეგრძნება, კანის ხანმოკლე გაწითლება (ერითემა) და კანის მხრივ ალერგიული რეაქციები. არტერიული წნევის დაქვეითებისას იშვიათად აღინიშნება სტენოკარდიის სიმპტომატიკის გაძლიერება. იშვიათად აღინიშნება კოლაფსი, რომლის თანმხლებია გულის რითმის დარღვევა პულსის სიხშირის შემცირებასთან ერთად (ბრადიკარდია) და სინკოპე (გონების უეცარი დაკარგვა). ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ექსფოლიატური დერმატიტის (კანის ანთებითი დაავადების) განვითარება. პრეპარატის მიღებისას ზოგჯერ აღინიშნება ტოლერანტობის (ეფექტურობის დაქვეითება) და სხვა ნიტროშენაერთების მიმართ ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარება. პრეპარატის ეფექტურობის და/ან თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად საჭიროა თავიდან ავიცილოთ ამ უკანასკნელის პერმანენტულად მაღალი დოზით გამოყენება. განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნება სისხლმიმოქცევის შედარებით გადანაწილება ფილტვების უბნებისაკენ დაბალი ვენტილაციით (სუსტი ვენტილირებული ალვეოლური სივრცეები), რის გამოც შესაძლებელია არტერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობის ტრანზიტორული შემცირება, ხოლო გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში - იშემია. ამ და სხვა ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. ალერგიული რეაქციების პირველივე სინდრომის განვითარებისთანავე პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება. ვარგისიანობის ვადა:
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. გამოშვების ფორმა:
კაფსულა 40 მგ; 80 მგ შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. მწარმოებელი ფირმა:
"სოლვეი ფარმაცევტიკალს", გერმანია