newhospitals

ოკომისტინი 0,01% თვალის, ყურის და ცხვირის წვეთები 10მლ #1

ოკომისტინი 0,01%  თვალის, ყურის და ცხვირის წვეთები 10მლ #1
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
16020ნახვა

ოკომისტინი® (Okomistin)

რეგისტრაციის ნომერი: ЛСР-004896/09
სად ან ჯგუფის დასახელება
ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო-პროპილამონიუმი
ქიმიური დასახელება
ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი


წამლის ფორმა
თვალის, ყურის და ცხვირის წვეთები


შემადგენლობა 100მლ
ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი (უწყლო
ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0,01გ


დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 0,90 გ , გასუფთავებული წყალი 100 მლ-მდე.


წამლის ფორმის აღწერა
უფერო, გამჭვირვალე სითხე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური საშუალება


ათქ კოდი S03AA


ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატ ოკომისტინის ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბენზილდიმეთილ-
მირისტოილამინო-პროპილამონიუმი, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანტიმიკრობული
მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული ბაქტერიების
მიმართ მონოკულტურების და მიკრობული ასოციაციების სახით, ანტიბიოტიკებისადმი
პოლირეზისტენტული ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. პრეპარატი მოქმედებს ქლამიდიებზე,
პათოგენურ სოკოებზე, ასევე ჰერპესის ვირუსებზე, ადენოვირუსებზე. პრეპარატი მეტად
აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკების, სტრეპროკოკების
მიმართ.
აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ასკომიცეტებზე Aspergillus და Penicillinum, საფუარას
(Rhodotorula tubra, Torulopsis glabrata) და საფუარასებრ (Trichophyton rubrum, Trichophyton
mentagrophytes, Trichophyton verrucosum, T. Schoenleini, T. Violaceum, Epidermophyton Kaufman-
Wolf, E. Floccosum, Microsporum gypseum, Microsporum canis), ასევე პათოგენურ სხვა სოკოებზე
(მაგალითად Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur)) მონოკულტურების და მიკრობული
ასოციაციების სახით, ქიმიოთერაპიული წამლების მიმართ რეზისტენტული სოკოვანი
მიკროფლორის ჩათვლით.
ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო-პროპილამონიუმის მოქმედებას საფუძვლად უდევს
მოლეკულის მიკროორგანიზმების მემბრანის ლიპიდებთან პირდაპირი ჰიდროფობური
ურთიერთქმედება, რომელსაც მივჰყავართ მათ ფრაგმენტაციასთან და დაშლასთან. ამასთანავე

ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო-პროპილამონიუმი მოლეკულები მემბრანის ჰიდროფობულ
უბანზე შეღწევისას მემბრანისზედა ფენას, აშრევებს მემბრანას, ამაღლებს მის შეღწევადობას
მაღალმოლეკულური ნივთიერებებისათვის, ცვლის მიკრობული უჯრედის ენზიმურ აქტივობას,
აინჰიბირებს ფერმენტულ სისტემას, რასაც მივჰყავართ მიკროორგანიზმების
სიცოცხლისუნარიანობის დათრგუნვასთან და მათ ციტოლიზთან. ბენზილდიმეთილ-
მირისტოილამინო-პროპილამონიუმს გააჩნია მაღალი შერჩევითი მოქმედება
მიკროორგანიზმებთან მიმართებაში, ის პრაქტიკულად არ მოქმედებს ადამიანის უჯრედების
მემბრანაზე, რაც დაკავშირებულია ამ უკანასკნელის განსხვავებულ სტრუქტერასთან -
ლიპიდური რადიკალების მნიშვნელოვნად დიდი სიგრძით, რომლებიც მკვეთრად ზღუდავენ
ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო-პროპილამონიუმის უჯრედებთან ჰიდროფობულ
ურთიერთქმედებას. პრეპარატის ზემოქმედებით ქვეითდება ბაქტერიების და სოკოების
მდგრადობა ანტიბიოტიკებისადმი. ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო-პროპილამონიუმს
გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნოადიუვანტური მოქმედება, აძლიერებს ადგილობრივ
დაცვით რეაქციებს, რეგენერაციულ პროცესებს, უჯრედული და ადგილობრივი ჰუმორული
იმუნური პასუხის მოდულირებით, ააქტიურებს არასპეციფიური დაცვის მექანიზმებს.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატს ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება. სისხლში შესაძლო
შეღწევადობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.


გამოყენების ჩვენებები
ოფთალმოლოგია
ოკომისტინი, თვალის, ყურის, ნაზალური წვეთების გამოყენება რეკომენდებულია თვალის წინა
ნაწილის ინფექციური პროცესების (ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, კერატიტის,
კერატოუვეიტის) კომპლექსური მკურნალობის დროს, თვალის ტრავმის და თვალის დამწვრობის
(თერმული და ქიმიური) დროს; ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჩირქოვან-
ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ახალშობილთა ოფთალმიის პროფილაქტიკისთვის, მათ შორის გონოკოკური ქლამიდიური
ინფექციების დროს.


ოტორინოლარინგოლოგია
პრეპარატი გამოიყენება მწვავე სინუსიტის/რინოსინუსიტის კომპლექსური მკურნალობის დრის,
ქრონიკული სინუსიტის/რინოსინუსიტის გამწვავებისას, მწვავე რინიტის, მწვავე და ქრონიკული
გარე ოტიტის, ქრონიკული ჩირქოვანი მეზოტიმპანიტის და ოტომიკოზების დროს.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
გამოყენების წესი და დოზები


ოფთალმოლოგია
ადგილობრივად, მოზრდილებში მკურნალობის მიზნით, პრეპარატ ოკომისტინს იწვეთებენ
კონიუნქტივურ პარკში, 1-2 წვეთს 4-6 ჯერ დღე-ღამეში, კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატს იწვეთებენ 2-3 ჯერ დღე-ღამეში ოპერაციამდე, ასევე
ოპერაციის შემდეგ 1-2 წვეთს 3 - ჯერ დღე-ღამეში, 10-15 დღის განმავლობაში.

თვალის დამწვრობის მკურნალობის დროს, თვალის წყლის დიდი რაოდენობით გამორეცხვის
შემდეგ, ატარებენ ხშირ ინსტილაციებს (ყოველ 5-10 წუთში) 1-2 საათის განმავლობაში.
მკურნალობის გასაგრძელებლად პრეპარატი გამოიყენება 2-2 წვეთი, 4-6 ჯერ დღე-ღამეში.
პედიატრიულ პრაქტიკაში, ბავშვებში ბაქტერიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ, პრეპარატ
ოკომისტინს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში 1-1 წვეთს 6 ჩაწვეთებამდე დღე-ღამეში, 7-10
დღის განმავლობაში.
ახალშობილებში ოფთალმიის პროფილაქტიკისთვის, ახალშობილს დაბადებისთანავე აწვეთებენ
პრეპარატის 1 წვეთს ორივე თვალში 2 - ჯერ, 2-3 წუთის ინტერვალით.


ოტორინოლარინგოლოგია
ადგილობრივად, მოზრდილებში, მწვავე სინუსიტის/რინოსინუსიტის დროს, ქრონიკული
სინუსიტის/რინოსინუსიტის გამწვავებისას, მწვავე რინიტის დროს, ცხვირის ლორწოვანი გარსის
ინფექციის დროს, პრეპარატ ოკომისტინის 2-3 წვეთს იწვეთებენ თითოეულ ნესტოში 4-6 ჯერ
დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 14 დღემდე.
პედიატრიულ პრაქტიკაში, 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მწვავე რინოსინუსიტის
სამკურნალოდ, ქრონიკული რინოსინუსიტის გამწვავებისას, პრეპარატ ოკომისტინს იწვეთებენ
თითოეულ ნესტოში 1-2 წვეთს, 4-6 ჯერ დღე-ღამეში, 10 – 14 დღის განმავლობაში.
მოზრდილებში, ადგილობრივად.
მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტების და ოტომიკოზების დროს პრეპარატ ოკომისტინს
იწვეთებენ გარეთა სასმენ მილში, 5-5 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში, ან ჩაწვეთების ნაცვლად გარეთა
სასმენ მილში შეჰყავთ პრეპარატით დასველებული დოლბანდის ტურუნდა 4-ჯერ დღეში,
მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს. მოზრდილებში ქრონიკული მეზოტიმპანიტების დროს,
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას. პრეპარატის შეყვანა ხდება
ულტრაბგერითი აპარატურული ირიგაციის, ან ტიმპანურ ღრუში მისი ანტიბიოტიკებთან ერთად
შეყვანის მეთოდით.
პრეპარატ ოკომისტინის გამოყენებიდან მე-3 – 4 დღეს დადებითი დინამიკის არ არსებობის
შემთხვევაში (არსებული ნიშნების/სიმპტომების მეტად გამოხატვის ან ახალი
ნიშნების/სიმპტომების გამოვლენისას, გართულების შემთხვევაში), აუცილებელია მიმართოთ
ექიმს!


გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა
განვითარდეს მსუბუ ქი წვის შეგრძნება, დისკომფორტი, რომელიც გაიცლის თავისთავად 15-20
წამში და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას. ნებისმიერი არასასურველი ზემოქმედების
გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კომბინაციაში ოკომისტინი ზრდის ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკების მოქმედების
ეფექტს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.


განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატ ოკომისტინის თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ, აუცილებელია კონტაქტური
ლინზების მოხსნა და ჩადგმა არანაკლებ 15 წუთის შემდეგ ჩაწვეთებიდან.
დაბინძურების და ჯვარედინი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით არ არის მიზანშეწონილი
ერთიდაიგივე ფლაკონის გამოყენება თვალის, ცხვირის ან/და ყურის ინფექციების მკურნალობის
დროს.
პრეპარატის ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ჩაწვეთებისას პაციენტებმა თავი
უნდა აარიდონ საწვეთურის წვერის თვალთან და კანთან კონტაქტს. ფლაკონის ერთ პირზე
მეტის სარგებლობის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ კი სავარაუდო სარგებელი დედისთვის, აღემატება პოტენციურ რისკს
ნაყოფისთვის და ბავშვისთვის.


ბავშვები
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია პედიატრიულ პრაქტიკაში.


ჭარბი დოზირება
არ გამოვლენილა


გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნრზე
პრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია მხედველობითი აღქმის დროებითი დაქვეითება
და მის აღდგენამდე რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა და იმ საქმიანობის
განხორციელება, რომელიც ითხოვს მომატებულ ყურადღებას და რეაქციას.


გამოშვების ფორმა
ოკომისტინი თვალის, ყურის, ნაზალური წვეთები 1მლ ან 1,5მლ ერთჯერად პოლიმერულ
ფლაკონ-საწვეთურში, 5 ან 10 მლ პოლიმერულ ფლაკონში, დახუფული საცობები - საწვეთურით
და ხრახნიანი თავსახურით, პირველადი გახსნის კონტროლით; 20 მლ მინის ფლაკონში,
დაცობილი რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით ან პოლიეთილენის საწვეთურიანი
თავსახურით.
1 ან 5 ფლაკონი ან 5 ან 10 ტუბი - საწვეთური გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.


შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურისა
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა 3 წელი. ვადა ფლაკონის გახსნიდან - 1 თვე. ვადის გასვლის შემდგომ არ
გამოიყენოთ.


აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.


სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს „ინფამედ“ 142700, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ლენინის რაიონი, ქ. ვიდნოე, ტერ. პრომზონა,
დსს „ვზ გიაპ“, შენ. 473, სართ. 2, შენ. 9, ტელ. (495) 775-83-20

მწარმოებელი
შპს „ინფამედ კ“ 238420, რუსეთი, კალინინგრადის ოლქი, ბაგრატიონოვსკის რაიონი, ქ.
ბაგრატიონოვსკი, კომუნალების ქ., სახლი 12, ტელ. (4012) 31-03-66
პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს „ინფამედ“ 142700, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ლენინის რაიონი, ქ. ვიდნოე, ტერ. პრომზონა,
დსს „ვზ გიაპ“, შენ. 473, სართ. 2, შენ. 9, ტელ. (495) 775-83-20
www.okomistin.ru

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.