newhospitals

ოფთავიჟენ პლიუსი

ოფთავიჟენ პლიუსი
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2475ნახვა
საკვები დანამატი.

შემადგენლობა: 

1 ტაბლეტი შეიცავს: ლუთეინი_ Lutein _10 მგ., ზეაქსანტინი- Zeaxanthin-2 მგ., ვიტამინი C-300 მგ., თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) -25 მგ., სპილენძი (სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი) -2 მგ.

დამატებითი კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი,  პოლივინილპიროლიდონი K30, ფორთოხლის ოპადრაი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ლუთეინი და ზეაქსანტინი - კაროტინოიდებია, რომლებიც ყვითელი ხალის ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ. იცავენ ყვითელ ხალს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უშლიან მაკულის ასაკობრივ დეგენერაციასა (უხშირესი მიზეზი მოხუცებულთა სიბრმავის) და კატარაქტის განვითარებას. ვიტამინი C- უზრუნველყოფს უჯრედის მემბრანის ელასტიურობას, იცავს უჯრედის მემბრანის ლიპიდებს ზეჟანგური ჟანგვისგან. ანელებს კატარაქტის მომწიფების პროცესს. ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მის განვლადობას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას თვალის ბადურა გარსში. ხელს უშლის თრომბწარმოქმნას. ამცირებს სისხლჩაქცევებსა და იშემიის ზონას. აუმჯობესებს ბადურისა და მხედველობის ნერვის ტროფიკას. თუთია-უზრუნველყოფს ბადურა გარსის სტაბილურობას (იცავს ჩამოშლისგან) და ბროლის გამჭვირვალობას, მონაწილეობს ბროლის მიერ გლუკოზის უტილიზაციაში. ეხმარება თვალს ფერების აღქმაში. აუმჯობესებს ბადურის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე. ზრდის სიმკვეთრეს დაბალი განათების დროს. სპილენძი- იცავს ბადურა გარსს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისგან. გააჩნია ნეიროპროტექტორული მოქმედება. ხელს უწყობს თვალის კუნთებისა და მყესების გამაგრებას(მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის შენებაში).სპილენძი თუთიასთან ერთად მოქმედებს როგორც UV  ფილტრი (ფილტრავენ სინათლის მავნე მაღალენერგეტიკულ გრძელ ლურჯ ტალღებს და უნარჩუნებენ თვალს ჯანსაღ მდგომარეობას).


ფარმაკოლოგიური მოქმედება: ოფთავიჟენი კომბინირებული საშუალებაა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით (ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს ორგანიზმში). აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას. ხელს უწყობს ბადურის რეგენერაციას. მონაწილეობს ბადურის ფოტოსენსიტიური პიგმენტის-როდოფსინის სინთეზში. აუმჯობესებს ბადურის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე. ზრდის სიმკვეთრეს დაბალი განათების დროს. ამცირებს თვალის გადაღლას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას. იცავს უჯრედის მემბრანის ლიპიდებს ზეჟანგური ჟანგვისგან. ანელებს კატარაქტის მომწიფების პროცესს. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იცავს ყვითელ ხალს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალებისგან 


ჩვენებები:

*დიაბეტური რეტინოპათია

*ასაკთან დაკავშირებული ბადურისა და ბროლის დეგენარაციული-დისტროფიული ცვლილებები

*კატარაქტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

*თვალის სისხლძარღვოვანი პათოლოგია (ქორიორეტინალური იშემია)

*შეძენილი ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე)

*მიოპია *თვალის გადაღლა კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისას

*კონტაქტური ლინზებისა და სათვალის ტარება.                   

უკუჩვენება: ბავშვები 3 წლამდე. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. 

გვერდითი მოვლენები: პროდუქტი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.                                   

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში 1-2 ტაბლეტი დღეში ჭამის წინ. ბავშვებში 3-დან 6-წლამდე 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის წინ. 

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #30.                                     

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.